ილონ მასკი

მსოფლიო 1785310162

თაღლითებმა პენსიონერს ილონ მასკის სახელით სიყვარული აუხსნეს და ფული გამოსძალეს (იაპონია)

იაპონიაში, ქალაქ კამიკუსას 65 წლის მცხოვრები ილონ მასკის სახელით ორჯერ მოატყუეს. პოლიციამ საქმეზე ერთ-ერთი ეჭვმიტანილი დააკავა.ადგილობრივი მედიის ცნობით, დაკავებულმა კაცმა, სახელად ონო რიოიმ, თანამზრახველებთან ერთად სოციალურ ქსელებში ილონ მასკის ანგარიში გააყალბა და მილიარდერის ნამდვილი გვერდის გამომწერებს მისი სახელით შეტყობინებებს უგზავნიდა.ერთ-ერთი მსხვერპლი 65 წლის პენსიონერი აღმოჩნდა, რომელსაც თაღლითი სიყვარულს უხსნიდა, ეუბნებოდა, რომ ის სჭირდებოდა, მოგვიანებით კი ფულის თხოვნა დაიწყო. მეტი დამაჯერებლობისთვის მან ქალთან ვიდეოზარითაც ისაუბრა, რა დროსაც ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით მასკად გაასაღა თავი.ქალმა დაიჯერა და თაღლითისთვის ფულის გადარიცხვა დაიწყო. მოგვიანებით მას ეჭვი შეეპარა და პოლიციას მიმართა, თუმცა დამნაშავეებთან ურთიერთობას მაინც აგრძელებდა. რამდენიმე თვის შემდეგ მან მათთვის ფულის გაგზავნა კვლავ დაიწყო.სულ პენსიონერმა დამნაშავეებს 1,85 მილიონი იენა (დაახლოებით 12 000 აშშ დოლარი) გადასცა. პოლიციას ეჭვობს, რომ ონო რიოი ასევე ფულის გათეთრების სქემაში მონაწილეობდა. გამოძიება მის შესაძლო თანამზრახველებს ადგენს.

სიყვარული

სამართალი 1783887339

ვირტუალური სიყვარულის ანატომია - რა ხრიკებით გვაბამენ მახეში რომანტიკული თაღლითები

ამბავი, რომელიც 50 წლის ქართველი ქალისთვის ზღაპარს ჰგავდა, მართლაც კარგად შეთხზული ზღაპარი აღმოჩნდა, ოღონდ ბედნიერი დასასრულის გარეშე. სოციალურ ქსელში უცხოელ მამაკაცთან დაწყებული კომუნიკაცია, მალე სასიყვარულო მიმოწერაში გადაიზარდა. ნიშნობის გეგმები, ძვირფასი საჩუქრების დაპირება და ბოლოს ერთი პატარა თხოვნა: თითქოსდა მისთვის გამოგზავნილი ამანათის დეკლარირებისთვის ქალს 600 ევრო უნდა გადაეხადა. თანხა გადარიცხა, თუმცა საბოლოოდ ფულიც დაკარგა, ძვირადღირებული საჩუქრებიც და რაც მთავარია - ზღაპრული სიყვარულიც.მას შემდეგ, რაც სიყვარულიც დასრულდა და მიმოწერაც, იმედგაცრუებულმა ქალმა საქმეში გასარკვევად ადვოკატს მიმართა. იურისტი გვიყვება, რომ მის პრაქტიკაში რომანტიკული თაღლითობის ეს უკვე მესამე შემთხვევაა. არცერთ ასეთ საქმეზე პროცესები იურიდიულ კონსულტაციას არ გასცდენია, რადგან საბოლოოდ სამართლებრივი რეაგირებისგან ყველა მსხვერპლი თავს იკავებს.რომანტიკული თაღლითები დღეს სიყვარულს არა გულით, არამედ ალგორითმით "წერენ". კარგად იციან, რა უნდა თქვან, როდის უნდა თქვან და ყველაზე მთავარი - როდის უნდა ახსენონ ფული. სპეციალისტები ამბობენ, რომ თაღლითები მსხვერპლს შემთხვევით არ ირჩევენ. ისინი დიდ დროს უთმობენ ნდობის მოპოვებას, ემოციების გაღვივებას და მხოლოდ ამის შემდეგ ითხოვენ თანხას.ონლაინ უსაფრთხოების ექსპერტი ინგა ქარჩავა ამბობს, რომ თუ ვირტუალური პარტნიორი მოულოდნელად საბანკო გადარიცხვას მოითხოვს, მას სავარაუდოდ თქვენს ნაცვლად, თქვენივე ანგარიშის ბალანსი შეუყვარდა.ეს სცენარი მხოლოდ საქართველოში არ თამაშდება. გაცნობის აპლიკაციებსა და სოციალურ ქსელებში ხელწერა ყველგან მსგავსია - კომპლიმენტები, სიყვარულის ახსნა, საერთო მომავლის გეგმები... და მოულოდნელად საქმეში შემოდის ფული. მსოფლიოში რომანტიკული თაღლითობა უკვე მრავალმილიონიან ინდუსტრიად იქცა. შეერთებულ შტატებში, მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში ფედერალურ უწყებებში 64 000-ზე მეტი შეტყობინება მიიღეს, ზარალმა 1 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. რუსეთში კი, ყალბი პაემნებით სამმა თაღლითურმა დაჯგუფებამ გასულ წელს 330 მილიონი რუბლი გამოიმუშავა. მსხვერპლთა უმეტესობა შუახნის ასაკს გადაცილებული ქალები და მამაკაცები არიან.ხელოვნური ინტელექტი დღეს ონლაინ თაღლითების ხელში კიდევ ერთი ძლიერი იარაღია. რამდენიმე დღის წინ ავსტრალიაში ქალი დიფ ფეიკის გამოყენებით შექმნილი ვიდეოზარით მოატყუეს. მსხვერპლი დარწმუნებული იყო, რომ ეკრანზე არც მეტი, არც ნაკლები დუბაის პრინცს ესაუბრებოდა. სინამდვილეში კი პრინცი მხოლოდ ხელოვნური ინტელექტით გენერირებული გამოსახულება იყო, მეორე მხარეს კი იდგა თაღლითი, რომელმაც ქალს პრინცის სახელით სოლიდური თანხა გამოსძალა. იგივე მეთოდით თაღლითებმა საფრანგეთში მცხოვრებ ქალს 830 000 ევრო ბრედ პიტის სახელით გამოსძალეს. ამ შემთხვევაშიც მსახიობის გამოსახულება ხელოვნური ინტელექტით იყო შექმნილი.რომანტიკული თაღლითობის ყველაზე ცნობილი პერსონაჟი, ისრაელის მოქალაქე, 35 წლის საიმონ ლევიევია. ის გასული წლის სექტემბერში ბათუმის აეროპორტში გერმანიის მოთხოვნით დააკავეს, თუმცა საექსტრადიციო პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლეს და საქართველოც დატოვა. ადვოკატის თქმით, გერმანიამ მის მიმართ ყველა ბრალდება უკან წაიღო. ლევიევი, რომელიც ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებოდა, ნეტფლიქსის დოკუმენტური სერიალის გმირადაც იქცა. სერიალის მიხედვით, ის წლების განმავლობაში ქალებს ონლაინ გაცნობის აპლიკაცია Tinder-ის საშუალებით უკავშირდებოდა და თავს აცნობდა ბრილიანტების მაგნატის, ლევ ლევიევის მემკვიდრედ. შემდეგ კი სხვადასხვა თაღლითური სქემის გამოყენებით მათ ფულს სძალავდა.როგორც წესი თაღლითები პოტენციურ მსხვერპლთან თავს შეძლებულ და წარმატებულ ადამიანად წარმოაჩენენ. და სანამ უცხოელი „პრინცი“, “ჰოლივუდის ვარსკვლავი“, „იტალიელი ბიზნესმენი“ ან „ამერიკელი სამხედრო“ სიყვარულს აგიხსნით, ერთი კითხვაც დაუსვით საკუთარ თავს - თუ ადამიანს მილიონები აქვს, რატომ სჭირდება მას თქვენი ფული? ზოგჯერ სწორედ ამ კითხვას შეუძლია სიყვარულიც გადაარჩინოს და დანაზოგიც. https://rustavi2.ge/ka/news/357943?fbclid=IwY2xjawTA1DRleHRuA2FlbQIxMABicmlkETF2a1lQU2xYVnJRVnoybmsxc3J0YwZhcHBfaWQQMjIyMDM5MTc4ODIwMDg5MgABHvX6L16wtLy3uD59sUm57jbSyMoBWiJj3YDy0gGXpI_Zs-tjZdcz4ycPHK07_aem_m4lfsNtm9jgAZTVtG6uZOw 

 საქართველოს პროკურატურა

სამართალი 1771215635

პროკურატურამ ჯგუფურად დიდი ოდენობით თანხის გამოძალვის ფაქტზე დაკავებულებს ბრალდება წარუდგინა

 პროკურატურამ ჯგუფურად, დიდი ოდენობით თანხის გამოძალვის ფაქტზე, ოთხ პირს ბრალდება წარუდგინა.მათ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში მცხოვრებ მეწარმეს, საზღვარგარეთ მცხოვრები კრიმინალური ავტორიტეტის სახელის გამოყენებით და სიცოცხლის მოსპობის მუქარით 10 000 აშშ დოლარი გამოსძალეს.პროკურატურა ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. დაკავებულებს 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

გამოძალვა

სამართალი 1771139780

კახეთის პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით 4 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით, ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით, 4 პირი - 2001 წელს დაბადებული ქ.ა., 2002 წელს დაბადებული ე.კ., 1995 წელს დაბადებული ს.ჯ. და წარსულში ნასამართლევი, 1995 წელს დაბადებული შ.კ. დააკავეს.გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში მცხოვრებ მამაკაცს, რომელიც მცირე სამეწარმეო საქმიანობას ეწევა, საზღვარგარეთ მცხოვრები კრიმინალური ავტორიტეტის სახელით დაუკავშირდნენ დამას სიცოცხლის მოსპობის მუქარით 10 000 აშშ დოლარი გამოსძალეს.კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,პოლიციამ ოთხივე მათგანი ბრალდებულის სახით დააკავა.სამართალდამცველებმა ფული და მობილური ტელეფონები ნივთმტკიცებად ამოიღეს.გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა

სამართალი 1767866755

„ბრალდებულებმა პირი ერთ-ერთ ბინაში მოტყუებით აიყვანეს და სიკვდილის მუქარით 6 000 ლარი გამოსძალეს...“ - პროკურატურის განცხადება

საქართველოს პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის, ჯგუფურად ცემის და ძალადობის ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2026 წლის 6 იანვარს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში, მამის ცემის გამო გაბრაზებული ბრალდებულები, დაზარალებულების საცხოვრებელ სახლში შეიჭრნენ და მამა-შვილს სცემეს. შემდეგ კი ერთ-ერთმა ბრალდებულმა, დაზარალებულებს რამდენჯერმე განზრახ დააჯახა ავტომობილი. მიღებული დაზიანებებით ერთი დაზარალებული საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, ხოლო მეორეს გადარჩენა მოხერხდა.ბრალდებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით (ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია ჩადენილი ჯგუფურად ონი ან მეტი პირის მიმართ), 160-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (ბინაში ან სხვა მფლობელობაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ შესვლა, რომელიც არღვევს ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობას, ჩადენილი ძალადობით და ჯგუფურად) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 2-5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ერთ-ერთ ბრალდებულს ასევე ბრალდება 19,109-ე მუხლის „ლ“, „მ“ ქვეპუნქტებით (ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობა ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს უკვე მიმართა.შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება გრძელდება, დანაშაულში შესაძლო მონაწილე სხვა პირთა მხილების მიზნით.

პოლიცია

სამართალი 1767854360

სიცოცხლის მოსპობის მუქარით 6 000 ლარი გამოსძალეს... - რა ინფორმაციას ავრცელებს შსს ჯგუფურად ჩადენილ დანაშაულზე

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით ორი პირი - წარსულში მკვლელობისთვის ნასამართლევი, 1987 წელს დაბადებული, გ.ბ. და 1977 წელს დაბადებული მ.შ. დააკავეს. - ამის შესახებ ინფორმაციას თავად უწყება ავრცელებს.შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, წარსულში არსებული ფინანსური დავის გადაწყვეტის მიზეზით, 1979 წელს დაბადებული მ.წ. თბილისში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში მოტყუებით აიყვანეს, სადაც სიცოცხლის მოსპობისა და ძალადობის მუქარით 6 000 ლარი გამოსძალეს. მ.წ-ს ბრალდებულებმა ასევე მოსთხოვეს მათ სახელზე არსებული ფინანსური დავალიანების დაფარვა, რაც 32 000 ლარს შეადგენდა."ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამართალდამცველებმა გ.ბ. და მ.შ. ბრალდებულების სახით დააკავეს.მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მეორე ნაწილის "ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ლადო

სამართალი 1766002433

თაღლითობის ქართული კვალი - რუსი კრიპტოს გურუს მრავალმილიონიანი აფიორა, რომელშიც ჰოლივუდის ცნობილი ვარსკვლავი კევინ სპეისი და ილონ მასკის დედა ფიგურირებენ

ვინ არის ლადო ოხოტნიკოვი? ვლადიმერ ოხოტნიკოვი, ცნობილი მეტსახელად „ლადო“, დაიბადა საბჭოთა ყაზახეთში და ბავშვობა რუსეთში გაატარა. მისი ვებგვერდის თანახმად, მამამისი, მოჭიდავეთა მწვრთნელი იყო, მას ჭიდაობას ასწავლიდა, რასაც თავად ოხოტნიკოვი მისი სიძლიერისა და გამძლეობის წყაროდ მიიჩნევს.2000-იანი წლების დასაწყისში, მოსკოვში კინოგადაღების სწავლების დასრულების შემდეგ, ოხოტნიკოვმა ვერ შეძლო კინოინდუსტრიაში მოხვედრა და კარიერა მარკეტინგში გააგრძელა. როგორც თავად ამბობს, რუსეთიდან საქართველოში გადასახადებისგან თავის ასარიდებლად გადავიდა. ფოტო 2024 წელს Meta Force-ის ღონისძიებაზეა გადაღებული, სადაც ოხოტნიკოვი ინვესტორებთან ერთად იწონებს თავს.       სასამართლო განაჩენი თბილისში: 10 წლიანი პატიმრობა და ჩამორთმეული ქონებამაშინ, როცა ოხოტნიკოვი დუბაიდან ახალ სქემებს აორგანიზებს, საქართველოში მის წინააღმდეგ მკაცრი სამართლებრივი ზომები გატარდა.2024 წლის მარტში, თბილისის საქალაქო სასამართლომ ვლადიმერ ოხოტნიკოვს დაუსწრებლად 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.გამოძიებამ დაადგინა, რომ ის Forsage-დან მოპარულ ფულს საქართველოში ათეთრებდა. თანხები ირიცხებოდა მინიმუმ 53 სხვადასხვა ანგარიშზე, რომლებიც მას და მის გარემოცვას ეკუთვნოდა.  საქართველოს პროკურატურამ ოხოტნიკოვზე საერთაშორისო ორდერი გასცა.სასამართლო მასალების მიხედვით, საქართველოს ხელისუფლებამ ოხოტნიკოვის კუთვნილი დაახლოებით 1 მილიონი დოლარის ღირებულების ქონება დააყადაღა და ჩამოართვა, მათ შორის: Lexus-ის მარკის ჯიპი, ხუთი საპარკინგე ადგილი და ორი ბინა თბილისში, რომელთაგან ერთ-ერთს 28 კვ მეტრის აუზი აქვს.თაღლითობის მასშტაბები და ქართული კვალიგამოძიების თანახმად, ოხოტნიკოვი არის მასშტაბური კრიპტო-პირამიდების ავტორი, რომლებმაც ოთხ კონტინენტზე მილიონობით ინვესტორს 1 მილიარდ დოლარამდე გამოსძალეს.აშშ-ს პროკურატურა მას კრიპტო-პირამიდა Forsage-ის შექმნაში ადანაშაულებს, რომლის მეშვეობითაც 2020-2022 წლებში მინიმუმ $340 მილიონი მოიპარეს.თაღლითობის საქმეს ქართული კვალიც აქვს. გასულ წელს თბილისის საქალაქო სასამართლომ ოხოტნიკოვი დამნაშავედ ცნო 1.1 მილიონი დოლარის გათეთრებაში, თანხა, რომელიც სწორედ Forsage-ის თაღლითური სქემიდან იყო მიღებული.კევინ სპეისი და რუსი კრიპტოს გურუს ჰოლივუდური გამბიტიაგვისტოს ერთ წყნარ საღამოს, როდესაც ვენეციის კინოფესტივალზე ვარსკვლავები წითელ ხალიჩაზე პოზირებდნენ, ლეგენდარულ სასტუმრო „ჩიპრიანიში“ დახურული წვეულება იმართებოდა. ყურადღების ცენტრში კევინ სპეისი იყო ოსკაროსანი მსახიობი, რომლის კარიერაც სექსუალურ სკანდალებს ემსხვერპლა.თუმცა, ამ საღამოს მთავარი გმირი კადრს მიღმა დარჩა. საუბარია შემქმნელზე 47 წლის ვლადიმერ ოხოტნიკოვზე (მეტსახელად „ლადო“), რომელიც აშშ-ის მიერ ძებნილი კრიპტო-თაღლითია.რუსი თაღლითის ახალი გეგმებიმართლმსაჯულებას გაქცეული ოხოტნიკოვი ამჟამად დუბაიში იმალება, სადაც ახალ პროექტზე მუშაობს. სწორედ აქ წამოიწყო რუსმა თაღლითმა ახალი პროექტი, ფილმი სახელწოდებით - „Holiguards Saga The Portal of Force“, სადაც მთავარ როლს კევინ სპეისი ასრულებს.ექსპერტები ამბობენ, რომ ოხოტნიკოვის გათვლით, სპეისის მონაწილეობა ფილმს საერთაშორისო ყურადღებას მოუტანს და მას ახალი ინვესტორების მოზიდვაში დაეხმარება. და სანამ მსოფლიო კევინ სპეისის ეკრანზე დაბრუნებას აკვირდება, კადრს მიღმა ახალი, საეჭვო კრიპტო-პროექტი ფორმირდება.  Here’s the trailer shown in Venice for Kevin Spacey’s Holiguards Saga - The Portal of Force starring him with Dolph Lundgren, Eric Roberts and Tyrese, all seen in this 2-minute clip. pic.twitter.com/5pXXkjMyWe — Chris Gardner (@chrissgardner) August 31, 2025 ჰოლივუდის მსახიობი კევინ სპეისი საგამოძიებო ჟურნალისტთა საერთაშორისო კონსორციუმის (ICIJ) კითხვებს არ პასუხობს. თუმცა, მისი მონაწილეობა ფილმს სანდოობის იერსახეს სძენს.ცნობილი ადამიანების გამოყენება ოხოტნიკოვის ბიზნესმოდელის მხოლოდ ერთი ნაწილია. ბლოკჩეინ ტექნოლოგიების განვითარებამ კრიპტოტრანზაქციების სისწრაფემ და ანონიმურობამ მას საშუალება მისცა, ინვესტორები „სანდო საინვესტიციო შესაძლებლობების“ დაპირებებითა მოეზიდა და მოეტყუებინა.ჟურნალისტებმა აშშ-დან, გერმანიიდან, პორტუგალიიდან, უკრაინიდან და საქართველოდან ოხოტნიკოვის ბიზნესგარიგებების ახალი დეტალები გამოააშკარავეს. გამოძიება ჩატარდა პროექტის „The Coin Laundry“ ფარგლებში, რომელსაც საგამოძიებო ჟურნალისტთა საერთაშორისო კონსორციუმი (ICIJ) 37 მედიაპარტნიორთან ერთად აწარმოებს. გამოძიება აჩვენებს, თუ როგორ მდიდრდება კრიპტო-ინდუსტრია უკანონო ფინანსური ნაკადებით, მაშინ როდესაც ამ პროცესში დაზარალებულთა უმეტესობა სამართლებრივი შესაძლებლობის გარეშე დარჩა.ოხოტნიკოვის უახლესი სტარტაპი Meta Whale მაისში ჩაეშვა და 40 000 მომხმარებელი უკვე მიიზიდა. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ეს პლატფორმაც ფინანსურ პირამიდას ჰგავს. მიუხედავად უამრავი სისხლის სამართლებრივი ბრალდებისა, ოხოტნიკოვმა ინტერნეტ სამყაროში „ტექნოლოგიური გურუს“, „ბიზნესმენისა“ და „ბლოკჩეინის მქადაგებლის“ იმიჯი მოირგო, რომელიც ინვესტორებს მთავრობის ზედამხედველობის ბორკილებისგან გაათავისუფლებს ჰპირდება.ამჟამად, ოხოტნიკოვი მის მიმართ დაწყებული გამოძიების გამო მოგზაურობას ვერ ახერხებს. თავისი ბრენდების პოპულარიზაციაში კი მას 36 წლის უკრაინელი მარკეტოლოგის ელვირა გავრილოვას პიარ სააგენტო, Elledgy Media- ეხმარება. ბოლო ორი წლის განმავლობაში გავრილოვამ მდიდრული ღონისძიებები მოაწყო აშშ-ში, საფრანგეთში, იტალიაში, ინდოეთსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში რუსი კრიპტო თაღლითს პროექტების წინ წამოსაწევად. ოხოტნიკოვმა და გავრილოვამ თავიანთი პიარ კამპანიისთვის, მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის, ილონ მასკის დედა, მეი მასკიც კი გამოიყენეს. ირკვევა, რომ პიარ-კომანიამ მეი მასკს $350,000 გადაუხადა, იმისათვის, რომ დასწრებოდა მათ მიერ დაგეგმილ ღონისძიებებს და წვეულებაზე ფოტოები გადაეღო.ამ ეტაპზე არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ მეი მასკმა იცოდა, რომ ოხოტნიკოვის ხელში მხოლოდ პიარ კამპანიის იარაღი იყო. სავარაუდოდ ის დაიქირავეს, როგორც ცნობილი მოდელი, რომლის გამოჩენაც ღონისძიებაზე თაღლითური სქემის გაპიარებას შეუწყობდა ხელს.მოგვიანებით მასკის დედა, სპეციალურად ოხოტნიკოვისთვის პროექტებისთვის შექმნილი ჟურნალის გარეკანზეც კი გამოჩნდა.

დაკავება

სამართალი 1765131625

საკუთარი სახლიდან გატაცებული 23 წლის ბიჭი - ფულის გამო სცემეს, აწამეს, გააშიშვლეს და ვიდეო გადაუღეს - რას ჰყვებიან მარნეულში გამომძალველთა დაჯგუფებაზე

ჩანაწერი, რომელსაც "კურიერი P.S." სრულად არ ასაჯაროებს, 23 წლის მამაკაცის მიმართ არაადამიანურ მოპყრობას ასახავს. მარნეულის რაიონის სოფელ სადახლოში, მას ბანქოში წაგებული ფულის, 20 000 ლარის მიტანას სთხოვდნენ. თანხის ნაწილი - 6 500 დოლარი და 2 800 ლარი მუქარითა და ფიზიკური ძალადობით გამოსძალეს, თუმცა სამმა თანასოფლელმა მას დამატებით კიდევ 10 000 ლარი დააკისრა, უარის შემდეგ კი სახლიდან ავტომობილით გაიტაცეს, დაუსახლებელ ადგილას მიიყვანეს და არაადამიანურად გაუსწორდნენ. გამომძალველებმა მამაკაცი გააშიშვლეს, დააჩოქეს და ვიდეო გადაუღეს.ალი მამედოვი, ნურლან აბდულაევი და ეშგან გოროდალოვი - სამივე გამომძალველი პოლიციამ უკვე დააკავა. ბრალდებულების ახლობლები კამერებთან არ ჩნდებიან. საუბარზე მხოლოდ ეშგან გოროდალოვის დედა დაგვთანხმდა, რომელიც საკუთარ შვილს უდანაშაულოდ მიიჩნევს და დაზარალებულის პასუხისმგებლობაზე საუბრობს.23 წლის მამაკაცის მიმართ ჩადენილ დანაშაულს თვითმხილველებიც ჰყავს. ადგილობრივებმა ნახეს, თუ როგორ გაიტაცეს სახლიდან დაზარალებული. პირად საუბრებში ამბობენ იმასაც, რომ სამივე ბრალდებული წარსულში სხვადასხვა ძალადობრივი დანაშაულისთვის სასჯელს უკვე იხდიდა.სამივე დაკავებული ახლა დუმილის უფლებას იყენებს. საქმეში არსებული მტკიცებულებების, მათ შორის არაადამიანური მოპყრობის ამსახველი კადრების მიუხედავად, ბრალს არცერთი არ აღიარებს. საქმის დეტალებზე არ საუბრობს ადვოკატიც.პროკურორი "კურიერი P.S.-თან" განმარტავს, თუ როგორ მიიყვანეს თვითმკვლელობამდე თანასოფლელებმა 23 წლის მამაკაცი. რომ არა დედის დროული ჩარევა, ყველაფერი შესაძლოა ფატალურად დასრულებულიყო. ახლა დაზარალებული გამოძიებასთანაც თანამშრომლობს და დამნაშავეების უმკაცრესად დასჯას ითხოვს. გამოძიების პროცესში გაირკვა, რომ ბრალდებულების მხრიდან ეს ფულის გამოძალვის პირველი შემთხვევა არ ყოფილა.გამოძალვა, თავისუფლების უკანონო აღკვეთა, დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობა, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების შექმნა და შენახვა - ამ ბრალდებებით, სოფელ სადახლოში მცხოვრებ სამ მამაკაცს ციხეში მრავალი წლის გატარება მოუწევს. მარნეულის სასამართლომ მათ წინასწარი პატიმრობა უკვე შეუფარდა.

პოლიციის სირენა

სამართალი 1764659022

„გააშიშვლეს, გადაუღეს ფოტო და ვიდეო კადრები და გასაჯაროებით დაემუქრნენ...“ - მარნეულში მომხდარი დანაშაულის დეტალები, რომლის შედეგად სამი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის, თავისუფლების უკანონო აღკვეთის, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის უკანონოდ გამოყენების, არაადამიანური მოპყრობისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი სამი პირი: 2001 წელს დაბადებული ე.გ., 2002 წელს დაბადებული ნ.ა. და 2000 წელს დაბადებული ა.მ. დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს.უწყების ცნობით, დანაშაულები 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.„გამოძიებით დადგინდა, რომ 2003 წელს დაბადებულმა რ.ბ.-მ, გასული წლის ზაფხულში, თანასოფლელებთან ა.მ.-სთან და ნ.ა.-სთან ითამაშა ბანქო, ხოლო თამაშის დასრულების შემდეგ აღნიშნულმა პირებმა რ.ბ.-ს განუცხადეს, რომ მას წაგებული ჰქონდა 20 000 ლარი და უნდა გადაეხადა.მოგვიანებით, ა.მ.-მ და ნ.ა.-მ მეგობართან – ე.გ.-სთან ერთად, რ.ბ.-ს 6 500 აშშ დოლარი და 2 800 ლარი მუქარითა და ფიზიკური ძალადობით გამოსძალეს.ბრალდებულები გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ რ.ბ-ს კვლავ დაუკავშირდნენ და მოსთხოვეს 10 000 ლარის გადახდა, ხოლო 28 ნოემბერს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს, წაიყვანეს მარნეულის მუნიციპალიტეტში დაუსახლებელ ადგილას, სადაც მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, გააშიშვლეს, გადაუღეს ფოტო და ვიდეო კადრები, დღის ბოლომდე გადაუხდელობის შემთხვევაში კი არსებული ფოტო-ვიდეო მასალის გასაჯაროვებით დაემუქრნენ, რის შემდეგაც რ.ბ.-მ თვითმკვლელობა სცადა.ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამართალდამცველებმა ე.გ., ნ.ა. და ა.მ. ბრალდებულების სახით დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე ტერცია, 115-ე, 143-ე, 157-ე პრიმა და 181-ე მუხლებით მიმდინარეობს“, – ნათქვამია შსს-ს გავრცელებულ ინფორმაციაში.

პოლიცია

სამართალი 1764658337

ქვემო ქართლის პოლიციამ მძიმე დანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის, თავისუფლების უკანონო აღკვეთის, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის უკანონოდ გამოყენების, არაადამიანური მოპყრობისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი სამი პირი: 2001 წელს დაბადებული ე.გ., 2002 წელს დაბადებული ნ.ა. და 2000 წელს დაბადებული ა.მ. დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს.უწყების ცნობით, დანაშაულები 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.„გამოძიებით დადგინდა, რომ 2003 წელს დაბადებულმა რ.ბ.-მ, გასული წლის ზაფხულში, თანასოფლელებთან ა.მ.-სთან და ნ.ა.-სთან ითამაშა ბანქო, ხოლო თამაშის დასრულების შემდეგ აღნიშნულმა პირებმა რ.ბ.-ს განუცხადეს, რომ მას წაგებული ჰქონდა 20 000 ლარი და უნდა გადაეხადა.მოგვიანებით, ა.მ.-მ და ნ.ა.-მ მეგობართან – ე.გ.-სთან ერთად, რ.ბ.-ს 6 500 აშშ დოლარი და 2 800 ლარი მუქარითა და ფიზიკური ძალადობით გამოსძალეს.ბრალდებულები გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ რ.ბ-ს კვლავ დაუკავშირდნენ და მოსთხოვეს 10 000 ლარის გადახდა, ხოლო 28 ნოემბერს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს, წაიყვანეს მარნეულის მუნიციპალიტეტში დაუსახლებელ ადგილას, სადაც მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, გააშიშვლეს, გადაუღეს ფოტო და ვიდეო კადრები, დღის ბოლომდე გადაუხდელობის შემთხვევაში კი არსებული ფოტო-ვიდეო მასალის გასაჯაროვებით დაემუქრნენ, რის შემდეგაც რ.ბ.-მ თვითმკვლელობა სცადა.ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამართალდამცველებმა ე.გ., ნ.ა. და ა.მ. ბრალდებულების სახით დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე ტერცია, 115-ე, 143-ე, 157-ე პრიმა და 181-ე მუხლებით მიმდინარეობს“, – ნათქვამია შსს-ს გავრცელებულ ინფორმაციაში.

ქოლ-ცენტრების საქმეზე დაკავებული გერმანელი მამაკაცის ვინაობა ცნობილია

სამართალი 1762933375

Exclusive: ქოლ-ცენტრების საქმეზე დაკავებული გერმანელი მამაკაცის ვინაობა ცნობილია

„პრაიმტაიმისთვის“ ექსკლუზიურად გახდა ცნობილი გერმანიის მოქალაქის ვინაობა, რომელიც ქართველმა სამართალდამცველებმა 2025 წლის 12 ოქტომბერს თაღლითური ქოლ-ცენტრების საქმეზე დააკავეს. 53 წლის მანუელ რაინე 18 ივნისიდან ინტერპოლის არხებით იძებნებოდა. „პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, მანუელ რაინე, ქავთარაძის ქუჩაზე მდებარე იმ თაღლითური ქოლ-ცენტრის წარმომადგენელი იყო, რომელიც სამართალდამცველებმა რამდენიმე თვის წინ დახურეს.საუბარია “A.K. Group“-ის სახელით მოქმედ კომპანიაზე, რომლის არაერთი თანამშრომლის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა მიმდინარეობს. ამ დროისთვის მიმალვაში იმყოფება კომპანიის დამფუძნებელი აკაკი ქევხიშვილი, რომლის სრული ქონება გამოძიების მოთხოვნით დაყადაღდა. გავარკვიეთ, რომ გერმანიის მოქალაქე მანუელ რაინე ამ ქოლცენტრში დაზარალებული კლიენტების შენარჩუნების განყოფილებას ხელმძღვანელობდა და “მარსელ ვან დე ვიინ“-ის გამოგონილი სახელით სარგებლობდა. სატელეფონო კომუნიკაციის გზით ევროპის, აშშ-ს და კანადის მოქალაქეებს, თაღლითების დაჯგუფებამ მინიმუმ, 35 მილიონი დოლარი გამოსძალეს.საქართველოში დაკავებული გერმანიის მოქალაქის მიმართ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული ბავარიის მხარეში.გერმანიის პროკურატურის წარმომადგენლებმა ქართველ კოლეგებს ბრალდებულის ექსტრადაციის მოთხოვნით მიმართეს.

თაღლითობა

სამართალი 1754858301

„ურეკავდნენ და ეუბნებოდნენ, რომ შვილი ავტოკატასტროფაში მოყვა....“ - პენსიონერთა ძარცვის სკანდალური საქმის დეტალები

77 წლის ვენერა მარტიროსიანი ერთ-ერთია იმ 60-მდე დაზარალებულს შორის, რომელსაც თაღლითებმა დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს. ხანდაზმულ ქალს დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა ტელეფონით დაურეკეს და შეატყობინეს, თითქოს მისი შვილი ავტოკატასტროფაში მოჰყვა, პრობლემების მოსაგვარებლად კი კონკრეტული თანხა იყო საჭირო. შოკში მყოფი ვენერა მარტიროსიანი შეთავაზებას დათანხმდა და რამდენიმე წუთში, მის სახლთან ფულის წასაღებად ე.წ. კურიერიც გამოჩნდა. მანამდე ქალს მათთან სატელეფონო კავშირის გაწყვეტისა და სხვასთან კომუნიკაციის საშუალებას არ აძლევდნენ.ანალოგიური სქემით თაღლითებმა კიდევ ათობით პენსიონერი მოატყუეს. ზარალი მილიონ 300 ათას ლარს აღემატება. ბრალდებულების სახით დაკავებულ რუსეთის ოთხ მოქალაქეს მოსამართლემ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.დაზარალებულების უმეტესობამ დამნაშავეები სასამართლო დარბაზში ამოიცნო. პირველი ინსტანციის განაჩენს ბრალდებულების ადვოკატები არ ეთანხმებიან. დაცვის მხარე ვერდიქტის გასაჩივრებას სააპელაციო სასამართლოში გეგმავენ.თაღლითობა და მორალური ტერორი - არაერთმა დაზარალებულმა, ფულთან ერთად, ჯანმრთელობაც დაკარგა. თაღლითების მსხვერპლი პენსიონერების ნაწილი, სტრესის შედეგად, სამედიცინო დაწესებულებაშიც მოხვდა.ოთხი ბრალდებული პენიტენციურ დაწესებულებაში უკვე 8-წლიან სასჯელს იხდის. დანაშაულის სხვა ორგანიზატორების გამოვლენის მიზნით, გამოძიება გრძელდება.ვრცლად ↓