ირანი რუსეთისგან უახლეს ავიაგამანადგურებლებს მიიღებს

სამხედრო თვითმფრინავი

რუსეთი ირანს უახლეს ავიაგამანადგურებლებს, „სუ-35“-ს გადასცემს. ასევე, საუბარია ვერტმფრენების, ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებების და რაკეტების მიწოდებაზეც. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.

„სუ-35“-ის ტიპის რამდენიმე თვითმფრინავი ირანში მარტში უნდა ჩავიდეს.

ისრაელის დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთი ირანს უახლოეს მომავალში, სავარაუდოდ, 24 ავიაგამანადგურებელს გადასცემს, რომელთა გაყიდვა, თავდაპირველად ეგვიპტეში იგეგმებოდა. ირანელმა პილოტებმა თვითმფრინავებზე წვრთნები უკვე გაიარეს. ამავე ინფორმაციის მიხედვით, ირანმა რუსეთს 300 დრონი კამიკაძე Shahed-136 მიაწოდა. მანამდე თეირანმა მოსკოვს 1700 უპილოტო აპარატი გადასცა.

მოსკოვი უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიაში ირანული იარაღის გამოყენებას უარყოფს.