მოლდოვაში, უკრაინის საზღვრის მახლობლად, რაკეტის ფრაგმენტები აღმოაჩინეს

რაკეტა

მოლდოვაში უკრაინის საზღვრის მახლობლად რაკეტის ფრაგმენტები აღმოაჩინეს. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.

მოლდოვის სასაზღვრო პოლიციის პატრულმა ჩამოვარდნილი რაკეტის ნაწილები ბრიჩანსკის რაიონში, სოფელ ლარგასთან შენიშნა.

უკრაინის საზღვართან უსაფრთხოების ზომები გამკაცრდა. მოლდოვის შსს-ს ცნობით, უკრაინის დაბომბვის შემდეგ ეს უკვე მესამე შემთხვევაა, როცა რაკეტების ფრაგმენტები მოლდოვის ტერიტორიაზე ჩამოვარდა.

ინციდენტს მოლდოვის პრეზიდენტი გამოეხმაურა. მაია სანდუს განცხადებით, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სასტიკი ომი, პირდაპირ გავლენას ახდენს მოლდოვაზე.