საფრანგეთში 18 წლის ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა
1728417239
დნიპროს მკვიდრი სასწაულებრივად გადარჩა მას შემდეგ, რაც რუსული რაკეტა მის სახლს მოხვდა. თავდასხმის დროს ის აბაზანაში იმყოფებოდა.
გამოქვეყნებულ ფოტოზე ჩანს, რომ მაღლივი კორპუსის ნანგრევების ამოღების დროს, გოგონა უკვე ელოდა მაშველებს ერთ-ერთ სართულზე, თავისი ბინის ნანგრევებში.
„ფოტოზე გამოსახული გოგონა 23 წლისაა. სექტემბერში მან ომში დაკარგა საყვარელი ადამიანი, დღეს სახლი დაკარგა. ახლა მისი მშობლები ნანგრევების ქვეშ არიან, მათი ბედი უცნობია", - წერს გამოცემა.
მოგეხსენებათ, 14 იანვარს ქალაქ დნიპროზე განხორციელებული სარაკეტო დარტყმის შედეგად სამოქალაქო მაღლივი შენობა დაზიანდა და მთელი შესასვლელი დაინგრა.