„ჰამასი“ ადასტურებს, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესაბამისად სამ მძევალს გაათავისუფლებს

„ჰამასი“ მძევლების გაცვლასა და სამშვიდობო შეთანხმებაზე მოლაპარაკებებს წყვეტს

„ჰამასი“ ადასტურებს, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესაბამისად სამ მძევალს გაათავისუფლებს. „ჰამასის“ ტყვეობაში მყოფი მძევლების გათავისუფლება 15 თებერვალს იგეგმება.

„ჰამასის“ დელეგაციამ ეგვიპტის დედაქალაქ კაიროში შეხვედრა გამართა ეგვიპტის და ყატარის შუამავლებთან, რომლის დროსაც ისრაელს და „ჰამასს“ შორის დადებული ცეცხლის შეწყვეტის და მძევლების გათავისუფლების შეთანხმების პირობები განიხილეს. საუაბრი შეეხო პალესტინელების განსახლების, სამედიცინო უზრუნველყოფის და საწვავით მომარაგების საკითხებს.

„ჰამასში” აცხადებენ, რომ ეგვიპტელი და ყატარელი შუამავლები დაბრკოლებების მოხსნისთვის იმუშავებენ, რომლებიც ხელს უშლიან ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარების გაგრძელებას.

მიმდინარე კვირის დასაწყისში „ჰამასი“ დაიმუქრა, რომ გადადებდა მძევლების გათავისუფლებას, რადგან ისრაელი ხელს უშლის არაბულ ანკლავში ჰუმანიტარული დახმარების შესვლას. ამ ბრალდებას ისრაელი უარყოფს.