პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
პოლონურმა ოპერატორმა ნავთობსადენ „დრუჟბაზე“, რომლითაც რუსეთიდან ნავთობი ევროპას მიეწოდება, გაჟონვა აღმოაჩინა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
ნავთობსადენის პოლონური ოპერატორის PERN-ის განცხადებით, გაჟონვა პოლონეთის ტერიტორიაზე ქალაქ პლოცკიდან 70 კილომეტრის დაშორებით აღმოაჩინეს გასულ საღამოს. გაჟონვის მიზეზები ჯერჯერობით დაუდგენელია.
„ამ ეტაპზე, PERN-ის ყველა სამსახური იღებს ზომებს ამ ტიპის სიტუაციისთვის გათვალისწინებული ალგორითმების შესაბამისად“, – ნათქვამია ოპერატორის განცხადებაში.
როგორც „როიტერი“ წერს, ჩეხეთის ოპერატორ MERO-ში განაცხადეს, რომ ჩეხეთის რესპუბლიკაში ნავთობსადენის ნაკადზე ცვლილება არ დაუფიქსირებიათ.
რამდენიმე კვირის წინ, გაჟონვა მოხდა „ჩრდილოეთის ნაკადი 1“ და ჩრდილოეთის ნაკადი 2“ გაზსადენებზე, რაშიც რუსეთი და დასავლეთის ქვეყნები ერთმანეთს სდებენ ბრალს. ორივე მხარე გაჟონვის მიზეზად საბოტაჟს ასახელებს.