გიორგი მამარდაშვილი და ელენე ეპიტაშვილი მშობლები გახდნენ
1732304300
რუსულმა კომპანია „გაზპრომმა“ ევროპას გაზის მიწოდება სრულად შეუჩერა, მიზეზად ტურბინის გაუმართაობა სახელდება.
რუსული მედიის მიერ გავრცელებულ კომპანიის განცხადებაში ნათქვამია, რომ სარემონტო სამუშაოების დროს საკომპრესორო სადგურზე გაზსაქაჩ აგრეგატზე ზეთის გაჟონვა დაფიქსირდა.
„ეკოლოგიის, ტექნიკური და ბირთვული ზედამხედველობის ფედერალური სამსახურიდან მიღებულია გაფრთხილება, რომ აღმოჩენილი დაზიანება გაზის ტურბინის ძრავის უსაფრთხო მუშაობის საშუალებას არ იძლევა. აუცილებელია შესაბამისი ზომების მიღება და გაზის კომპრესორის trent60-ის მუშაობის შეჩერება“, - აღნიშნულია „გაზპრომის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
კომპანიაში ამბობენ, რომ აღმოჩენილი ხარვეზების აღმოფხვრის აუცილებლობის შესახებ „გაზპრომმა“ უკვე გაუგზავნა წერილი Siemens Energy AG–ის აღმასრულებელ დირექტორს, კრისტიან ბრუჩს.
კომპანია „გაზპრომმა“ ევროპას გაზის მიწოდება მილსადენ „ჩრდილოეთის ნაკად 1“-ზე სარემონტო სამუშაოების გამო 31 აგვისტოს შეუჩერა. სარემონტო სამუშაოები სამი დღე უნდა გაგრძელებულიყო.