1793992033
თუ ბავშვს მშობლებთან სძინავს, ეს ინფორმაცია აუცილებლად ნახეთ
ფსიქოლოგების შეფასებით, მშობელთან ერთად ძილი პირდაპირ არ განსაზღვრავს ბავშვის დამოუკიდებლობის ხარისხს. ეს საკითხი უფრო მეტად ემოციურ უსაფრთხოებას, მშობელთან მიჯაჭვულობასა და ნდობის განცდას უკავშირდება, რაც ბავშვის ადრეული განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საფუძველია.
„მშობელთან ერთად ძილი, სხვა მიჯაჭვულობაზე არის მიბმული, ვიდრე უნარების დონეზე დამოუკიდებლობასთან. ის უფრო ემოციურ უსაფრთხოებას და მიჯაჭვას უკავშირდება, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვისთვის საწყის ეტაპზე.
ხშირად მიაჩნიათ, რომ თუ ბავშვი მშობელთან ერთად იძინებს, მომავალში დამოუკიდებლობა გაუჭირდება, თუმცა ეს კავშირი ასეთი მარტივი არ არის. დამოუკიდებლობა არ ნიშნავს იმას, რომ ბავშვმა ადრეული ასაკიდანვე დამოუკიდებლად უნდა დაიძინოს ან მშობლის სიახლოვე არ სჭირდებოდეს.
პირიქით, როდესაც ბავშვს აქვს ემოციური უსაფრთხოების განცდა, იცის, რომ მისი საჭიროებები გათვალისწინებულია და მშობელთან საიმედო კავშირი აქვს, ეს შეიძლება მომავალში დამოუკიდებლობის ჩამოყალიბებასაც დაეხმაროს.
ყველა ბავშვს განვითარების საკუთარი ტემპი აქვს და მშობლის მთავარი ამოცანაა, მისცეს მას როგორც ემოციური მხარდაჭერა, ისე ასაკის შესაბამისი დამოუკიდებლობის განვითარების შესაძლებლობა“, - ამბობს ბავშვთა ფსიქოლოგი.











