1794648791
ზელენსკის განცხადებით, აშშ-მა უკრაინას ნატოში წევრობა დონბასის სანაცვლოდ შესთავაზა
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ამერიკულმა მხარემ უკრაინას ჰკითხა, მზად არის თუ არა ის, რომ დონბასიდან ჯარების გაყვანის სანაცვლოდ ნატოში გაწევრიანდეს.
როგორც ზელენსკიმ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, ამერიკელებმა პირველად დასვეს კითხვა, გავა თუ არა უკრაინა დონბასიდან, თუ ნატოში შევა.
„არაერთხელ მითქვამს, რომ უკრაინა უკან არ იხევს და თავის ტერიტორიებს ტერორისტებს არ აძლევს. ამერიკელებმა დასვეს კითხვა: „თუ უკრაინა შევა ნატოში, დატოვებს, თუ არა ის დონბასს?“. ეს პირველად მოხდა. ჩვენ პარტნიორებთან უსაფრთხოების ზომების კომპლექსურ პაკეტს განვიხილავთ, რომლის შეთავაზებაც მათ მოლაპარაკებების დროს შეუძლიათ: ნატოსა და ევროკავშირის მხრიდან უსაფრთხოების კონკრეტული გარანტიები, ძლიერი უკრაინული არმია, ანუ ჯარისკაცების შესაბამისი რაოდენობა, შეიარაღება, ფინანსური მხარდაჭერა გარკვეული დროით და Prosperity Plan-ი, ანუ აღდგენის გეგმა, ფულის ნათელი წყაროებიდან უზრუნველყოფით“, - განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკის თქმით, თუ ამერიკული მხარე ნატოს სხვა კოლეგებთან ერთად აღნიშნულს დაადასტურებს, მაშინ ის საზოგადოებას აზრს ჰკითხავს. „არ მაქვს უფლება, რომ გადაწყვეტილება ჩემი შეხედულებით მივიღო. საჭიროა კონკრეტულობა, რომელიც ჯერ არ არის და ეს ყველაფერი ჯერ კიდევ განხილვის სტადიაზეა“, - დასძინა ზელენსკიმ.











