თუ რუსული გაზის გარეშე ასე გიჭირთ, გააუქმეთ სანქციები - პუტინი

პუტინი

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უზბეკეთში შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტის შემდეგ საუბრისას თქვა, რომ თუკი ევროპას რუსეთისგან გაზი სჭირდება, მაშინ მას Nord Stream 2-ის გაზსადენის გახსნა მოუწევს.

„საბოლოოდ, თუ თქვენ გაქვთ სურვილი, თუ რუსული გაზის გარეშე ასე გიჭირთ, უბრალოდ გააუქმეთ სანქციები Nord Stream 2-ის გაზსადენზე, რომელიც წელიწადში 55 მილიარდ კუბურ მეტრ გაზზე მეტს გაწვდით, უბრალოდ დააჭირეთ ღილაკს და ყველაფერი რიგზე იქნება“. - თქვა პუტინმა.

2 სექტემბერს რუსული ენერგოგიგანტის, გაზპრომის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ კომპანია ჩრდილოეთის ნაკადი 1-ის მილსადენით ევროპისთვის გაზის მიწოდებას 3 სექტემბერს, როგორც აქამდე იგეგმებოდა, არ აღადგენს. ამის მიზეზად გაზპრომმა პორტოვაიას საკომპრესორო სადგურზე ზეთის გაჟონვა დაასახელა.

განცხადება გავრცელდა მას შემდეგ, რაც დიდი შვიდეულის წევრი ქვეყნების ფინანსთა მინისტრები რუსულ ნავთობზე ფასის ზედა ზღვრის დაწესებაზე შეთანხმდნენ.