ნიდერლანდებმა, შესაძლოა, ევროპას რუსული გაზის ალტერნატივა შესთავაზოს - Bloomberg

ნიდერლანდები

ნიდერლანდებმა, შესაძლოა, განაახლოს ევროპის უდიდესი ბუნებრივი გაზის საბადო გრონინგენი. ამის შესახებ Bloomberg იტყობინება.

გამოცემის ცნობით, საბადოს აქვს საკმარისი გამოუყენებელი სიმძლავრე, რათა შეცვალოს საწვავის უმეტესი ნაწილი, რომელიც მანამდე გერმანიამ ამ ზამთარში რუსეთიდან შემოიტანა.

მათივე ცნობით, საბადო შეიცავს დაახლოებით 450 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს, რომლის ღირებულება დაახლოებით 1 ტრილიონი დოლარია. ასევე არსებობს პოტენციალი წელიწადში 50 მილიარდი კუბური მეტრით მეტი აწარმოოს, ვიდრე ამჟამადაა წარმოებული.

ჰოლანდიის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ  სამთო მოპოვების გაგრძელება სახიფათოა, მაგრამ ქვეყანა იგნორირებას ვერ გაუკეთებს ევროპის სხვა ქვეყნების პრობლემებს.

„გაზის ნაკლებობამ შესაძლოა გვაიძულოს ეს გადაწყვეტილება მივიღოთ“, - განაცხადა მან.