„ეს ნათელი დღესასწაული ადამიანებს კარგი საქმეების კეთებას შთააგონებს...“ - ვლადიმერ პუტინი

putini

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი საშობაო ლიტურგიას მოსკოვში, კრემლის ხარების ტაძარში დაესწრო. ინფორმაციას „კომსომოლსკაია პრავდა“ ავრცელებს.

„ეს ნათელი დღესასწაული ადამიანებს კარგი საქმეების კეთებას შთააგონებს, ემსახურება საზოგადოებაში ისეთი სულიერი ფასეულობების და მორალური ღირებულებების დამტკიცებას, როგორიცაა წყალობა, თანაგრძნობა, სიკეთე და სამართლიანობა. მართლმადიდებელ ქრისტიანებს, ყველას, ვინც ქრისტეს შობის დღესასწაულს აღნიშნავს, ვუსურვებ ჯანმრთელობას, წარმატებებს და ყოველივე საუკეთესოს", - აცხადებს პუტინი.