ეგეოსის ზღვაში ორი ძლიერი მიწისძვრა მოხდა

miwiszvra

ეგეოსის ზღვაში, 10 წუთიანი შუალედით, ზედიზედ ორი მიწისძვრა მოხდა, რომელთა სიმძლავრემ 4.6 მაგნიტუდა შეადგინა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

თურქეთის საგანგებო სიტუაციებისა და კატასტროფების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ორივე მიწისძვრის ეპიცენტრი 7 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა.

მიწისძვრა იზმირსა და მიმდებარე რაიონებშიც იგრძნობოდა.

ბოლო კვირების განმავლობაში ეგეოსის ზღვაში გაძლიერებული სეისმური აქტივობის გამო, საბერძნეთში, კუნძული სანტორინი მოსახლეობის დიდმა ნაწილმა უკვე დატოვა.