1739942055
2 აპრილიდან აშშ-ში ავტომობილების იმპორტზე ტარიფები დაწესდება

აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 2 აპრილიდან აშშ-ში ავტომობილების იმპორტზე ტარიფების დაწესება დააანონსა, თუმცა არ დაუკონკრეტებია რამდენ პროცენტიანი ტარიფები დაუწესდებათ ავტომობილების იმპორტიორებს ან რომელ ქვეყნებს შეეხება ეს სიახლე.
„ტარიფების გამოცხადებას პირველი აპრილისთვის ვგეგმავდი, მაგრამ ეს თარიღი სულელების დღეა და მე ცოტა ცრუმორწმუნე ვარ, ამიტომ 2 აპრილი შევარჩიე“, - განაცხადა ტრამპმა.
31 იანვარს დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ აპირებს ტარიფების დაწესებას ჩიპებისა და მასთან დაკავშირებული პროდუქციის, ასევე ნავთობის, გაზის, ფოლადის, ალუმინის და სპილენძის მიწოდებაზე. პრეზიდენტს მაშინ არ დაუკონკრეტებია, რომელი ქვეყნების პროდუქტებზე შეიძლება გავრცელდეს ეს ზომები.