„დანაშაული შიშის გამო დაფარეს“ - რა გაირკვა ქობულეთის მკვლელობაში ბრალდებულების პროცესზე
1685217747
ბათუმში 29 წლის მამაკაცის დაჭრის ფაქტზე, ერთი პირი დაკავეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, ფაქტზე გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
დაშავებული ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა გადაიყვანა. როგორც კლინიკაში აცხადებენ, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, მიმდინარეობს მონიტორინგი.
შემთხვევა გუშინ, გორგასლის ქუჩაზე დღის მეორე ნახევარში მოხდა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცებს შორის ურთიერთდაპირისპირება პარკირებასთან დაკავშირებულ საკითხს მოჰყვა.