კესარია აბრამიძის ოჯახი პირველ განცხადებას ავრცელებს
1727984940
ინსულტის, თავისა და ზურგის ტვინის ტრავმული დაზიანების შემდგომ სარეაბილიტაციო მკურნალობა, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება. პროექტის პრეზენტაცია ბათუმში, კენ ვოლკერის კლინიკაში გაიმართა.
სამედიცინო დაწესებულებაში უკვე მოეწყო რეაბილიტაციისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურა. პაციენტებს უფასო მომსახურებას მაღალკვალიფიციური სამედიცინო პერსონალი გაუწევს.
პროგრამის ფარგლებში, ინსულტის შემდგომი რეაბილიტაციისთვის საჭირო კომპლექსური მკურნალობის ჩატარებას, ყოველწლიურად 6 000-მდე პაციენტი შეძლებს.