„დღეს ახალმთვარეობაა... კურდღლის წელი შემობრძანდება“ - რას წერს მიხეილ ცაგარელი

ასტროლოგი

ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი სოციალურ ქსელში წერს, რომ ამაღამ  00:56 წუთზე კატა კურდღლის წელი შემობრძანდება.

„ჩემო მეგობრებო, დღეს 21 იანვარს ახალმთვარეობაა.

და ამაღამ 00:56 წუთზე კატა კურდღლის წელი შემობრძანდება ამიტომ გავაცილებთ უკვე ვეფხვის წელს მადლიერებით.

და დავხვდებით კატა კურდღელს. დღეის ჩათვლით დაბადებული ბავშვები ვეფხვის წელში დაბადებულები არიან ,
ხოლო ამაღამ 00:56 წუთიდან დაბადებულები იქნებიან კატა კურდღლის წელში.

მინდა მთელი გულით გისურვოთ ბედნიერება თქვენს ოჯახებს, ხვავი ბარაქა, სიხარული, სიყვარული, უფლის მფარველობა სრულიად საქართველოს და მთელ დედამიწას…“, - წერს მიხეილ ცაგარელი.