პენიტენციური სამსახური გიორგი დავითაძის საქმესთან დაკავშირებით ახალ ვიდეოკადრებს აქვეყნებს
1791200865
საქართველოში 18 იანვარს კორონავირუსის ყველაზე მეტი, 7 521 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ექსპერტები ქვეყანაში დადასტურებული შემთხვევების ზრდას კიდევ ელოდებიან.
როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ამბობს, პიკში ქვეყანაში 10-15 ათასი შემთხვევები დადასტურდება.
„ველოდებით, რომ შემთხვევათა ზრდა ნამდვილად იქნება. დღეს 7 ათასი შემთხვევა რომ გვაქვს, ეს არის გამოვლენილი შემთხვევა, მაგრამ რეალურად შეფასებითი მაჩვენებლით, ალბათ, ორჯერ მეტია. ეს არიან ადამიანები, რომლებსაც აქვთ ჩვეულებრივი მსუბუქი სურდო და რომლებიც არ მიდიან ტესტირებისთვის.
ჩვენ ვანგარიშობთ, რომ პიკზე ჩვენ უნდა გვქონდეს 10-დან 15 ათასამდე გამოვლენილი შემთხვევა. აქედან ვიცით, რომ თუ „დელტას“ დროს ჰოსპიტალიზაციის მოთხოვნა იყო 15%, „ომიკრონის“ დროს ეს მოთხოვნა 5%-ია. ამიტომ ჰოსპიტალზე ზეწოლა ჯერ არ შეიმჩნევა“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.