12 000-ს აბონენტს გაზმომარაგება შეუწყდება - „თბილისი ენერჯი" განცხადებას ავრცელებს

გაზი

„თბილისი ენერჯი“ განცხადებას ავრცელებს: 

„ზამთრის მოსამზადებელ სამუშაოებთან დაკავშირებით, ხვალ - 6 ოქტომბრის 11:00 სთ-დან 7 ოქტომბრის 11:00 სთ-მდე გაზმომარაგება დროებით შეუწყდება ისანი-სამგორის რაიონში 12 000-ს აბონენტს

გაზმომარაგების აღდგენა დაიწყება ოთხშაბათს - 7 ოქტომბრის 11:00 სთ-დან და დასრულდება 21:00 საათამდე.
გთხოვთ ყურადღებით იყოთ და არ დატოვოთ გაზის ონკანები ღია მდგომარეობაში.

თუ იგრძენით გაზის სუნი დარეკეთ მითითებულ ნომრებზე:ცხელი ხაზი: +995 32 2404004“- ნათქვამია გნაცხადებაში. 

✕