ამინდი იცვლება - რას უნდა ველოდოთ უახლოეს დღეებში

შემოდგომა

საქართველოში მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში ამინდი პერიოდულად შეიცვლება.

სინოპტიკოსების პროგნოზით, 5–7 ოქტომბერს ქვეყნის ტერიტორიის ნაწილში ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი, ზოგან კი შესაძლებელია ელჭექიც. 

6 ოქტომბერს ქვეყნის ზოგიერთ რაიონში დღის განმავლობაში ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი, შესაძლებელია ელჭექიც. აღმოსავლეთ საქართველოში ტემპერატურა დღისით +19, +24 გრადუსის ფარგლებში იქნება.

7 ოქტომბერს დასავლეთ საქართველოსა და აღმოსავლეთის ცალკეულ რაიონებში კვლავ ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი. მაღალმთიან რაიონებში შესაძლებელია ნისლიც.

თბილისში 6–9 ოქტომბერს პერიოდულად წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. დედაქალაქში დღის ტემპერატურა +20-დან +22 გრადუსამდე იქნება, ხოლო 10–11 ოქტომბერს ტემპერატურა მოიმატებს და კვირის ბოლოს +23–26 გრადუსს მიაღწევს.

✕