თბილისში კორონავირუსის ყველაზე მეტი, 4 171 შემთხვევა გამოვლინდა – რა ხდება სხვა რეგიონებში

თბილისი

პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსის ყველაზე მეტი, 7 521 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. 

აქედან დიდი წილი თბილისზე მოდის. დედაქალაქში მხოლოდ დღეს კორონავირუსის 4 171 ახალი ინფიცირება გამოვლინდა. 

კორონავირუსის შემთხვევათა გადანაწილება სხვა რეგიონებში ასეთია: 

თბილისში გამოვლენილია 4 171 შემთხვევა, აჭარა - 801, იმერეთი - 792, ქვემო ქართლი - 285, შიდა ქართლი - 380, გურია - 193, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 302, კახეთი -263, მცხეთა-მთიანეთი - 171, სამცხე-ჯავახეთი - 108, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -55.

ამასთან, 18 იანვარს კორონავირუსით 31 ადამიანი გარდაიცვალა.