პენიტენციური სამსახური პატიმარ საბა სხვიტარიძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს - უწყებაში აღნიშნავენ, რომ №6 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მშვიდი ვითარებაა

პენიტენციალური სამსახური

საბა სხვიტარიძის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტთან და გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, "რუსთავი 2" პენიტენციურ სამსახურს დაუკავშირდა.

უწყებამ კატეგორიულად უარყო პატიმრის განცხადებები და აღნიშნა, რომ საბა სხვიტარიძის ბრალდებები რეალობას არ შეესაბამება.

მათივე ცნობით, №6 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მშვიდი ვითარებაა და დასახელებულ პრობლემებს ადგილი არ აქვს.

"მეექვსე მკაცრი რეჟიმის საპყრობილეში ვითარება დაძაბულია. პატიმრებს პროვოკაციას უწყობენ და 10-12 წელს უმატებენ.

პატიმარმა ვენები გადაიჭრა.

გუშინ ჩემ საკანთან პატიმარი ცემეს - მესმოდა ჩხუბის და ცემის ხმა.
პატიმრების ნაწილი გადაყვანილია სხვა ციხეში, არ ვიცით სად არიან. ნაწილი დეესკალაციის ოთახში არიან გადაყვანილები.

პატიმრების გარკვეულმა ნაწილმა შიმშილობა დაიწყო - ითხოვენ გავრცელებულ კადრებში მყოფი თანამშრომლების დაუყოვნებლივ განთავისუფლებას!

ასევე სახალხო დამცველის შესვლას ყველა მოშიმშილე პატიმართან!

ჩვენი სურვილია საჯარო გახდეს ეს ამბავი და გვერდში დაგვიდგეს ხალხი", - წერს საბა სხვიტარიძე.

✕