5 596 ინფიცირებული ბოლო 24 საათში - საქართველოში კორონავირუსის შემთხვევები იზრდება

კორონა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსის 5 596 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

მათივე ცნობით, კოვიდ-19-ს კიდევ 47 ადამიანი ემსხვერპლა. ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 946 პაციენტი.

ბოლო მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 69 ადამიანი, ხოლო სტაციონალური მეთვალყურეობის ქვეშ  4 418.