წვიმა ელჭექით

1782416658

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს: მოსალოდნელია წვიმა, სეტყვა და ქარის გაძლიერება

სინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოში 26 ივნისიდან 28 ივნისის დილამდე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, დასავლეთ საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე და აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი და ქარის გაძლიერებაგარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, კახეთში და ქვეყნის მთიან რაიონებში მოსალდონელია სეტყვა.„26 ივნისიდან 28 ივნისის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, დასავლეთ საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე და აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში ზოგან ძლიერი. შესაძლებელია ელჭექი და ქარის გაძლიერება, კახეთში და ქვეყნის მთიან რაიონებში სეტყვა, 27-28 ივნისს – ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა. მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)“, – ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ევროკავშირი

1779340429

ICG: საქართველოს ლიდერებისადმი ცივი დამოკიდებულება მკვეთრად ეწინააღმდეგება ევროკავშირის თბილ ურთიერთობებს იმ მეზობელ მთავრობებთან, რომლებსაც დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების მხრივ გაცილებით უარესი რეპუტაცია აქვთ

 დამოუკიდებელი ორგანიზაციის, International Crisis Group (ICG)-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში, რომელშიც საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობებია მიმოხილული, ევროკავშირის ლიდერების წინაშე არსებულ დილემაზეა საუბარი. კერძოდ, სტატიაში აღნიშნულია, რომ ლიდერების წინაშე ორი არჩევანია: გააგრძელონ თუ არა სადამსჯელო ზომები, რათა საქართველოს საგარეო და საშინაო პოლიტიკა კვლავ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე დააბრუნონ, თუ წევრობის საკითხი დროებით უკანა პლანზე გადაიტანონ და რეგიონულ თანამშრომლობაზე და უფრო ფართო გეოპოლიტიკურ ინტერესებზე გაამახვილონ ყურადღება.„ევროკავშირის წევრი ქვეყნები ამ საკითხზე გაყოფილნი არიან. დომინანტური ბანაკი, რომელიც ძირითადად ჩრდილოეთის წევრ ქვეყნებსა და ევროკავშირის ინსტიტუტებს მოიცავს, მკაცრ მიდგომას უჭერს მხარს. ისინი იმედოვნებენ, რომ გაზრდილი ზეწოლა აიძულებს „ქართულ ოცნებას“ ევროკავშირისადმი უფრო მეგობრულ კურსს დაუბრუნდეს ან ხელისუფლებაში უფრო დამთმობი მთავრობა მოვიდეს.მეორე ბანაკი, რომელიც ძირითადად სამხრეთის წევრი სახელმწიფოებისგან შედგება, უფრო პრაგმატულ მიდგომას ირჩევს. ამ ქვეყნებს საქართველოსთან უფრო მჭიდრო ორმხრივი კავშირები აქვთ: ისინი ხშირად ყიდულობენ აზერბაიჯანულ გაზს, რომელიც საქართველოს გავლით მიეწოდებათ; მასპინძლობენ ქართველ მიგრანტ მუშახელს და პოლიტიკური უთანხმოების მიუხედავად, თბილისთან კონსტრუქციული ურთიერთობების შენარჩუნება სურთ. მათი აზრით, ევროკავშირის ამჟამინდელი მკაცრი პოლიტიკა რეგიონში ევროპულ ინტერესებს აზიანებს“, - აღნიშნულია სტატიაში.ამავე დროს, ხაზგასმულია ისიც, რომ საქართველოს ლიდერებისადმი ცივი დამოკიდებულება მკვეთრად ეწინააღმდეგება ევროკავშირის თბილ ურთიერთობებს მეზობელ მთავრობებთან, რომლებსაც დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების მხრივ გაცილებით უარესი რეპუტაცია აქვთ, მაგალითად აზერბაიჯანსა და თურქეთთან. თურქეთი კვლავ კანდიდატი ქვეყანაა, მიუხედავად იმისა, რომ მისი გაწევრიანების პროცესი გაყინულია.ევროკავშირის ოფიციალური პირები ამ განსხვავებულ მიდგომას ორი არგუმენტით ხსნიან. პირველი ის არის, რომ თავად „ქართულმა ოცნებამ“ მოითხოვა უფრო მაღალი სტანდარტებით შეფასება, ევროკავშირში გაწევრიანების სურვილისა და ამ მიზნის რეალისტურად წარმოჩენის გამო. მეორე კი რეალპოლიტიკაზე დაფუძნებული აღქმაა, რომლის მიხედვითაც აზერბაიჯანი და თურქეთი ბრიუსელისთვის ბევრად უფრო მნიშვნელოვანია: აზერბაიჯანი - ევროპის არარუსული ენერგომომარაგებისთვის, ხოლო თურქეთი - მიგრაციის, უკრაინის, სირიისა და სხვა კრიტიკული საკითხების მიმართულებით თანამშრომლობისთვის.თუმცა, როგორც ორგანიზაციის მიმოხილვაში ვკითხულობთ, ყველაზე კრიტიკულად განწყობილ ევროპელებშიც კი იზრდება აღიარება, რომ იზოლაციამ და ზეწოლამ სასურველი შედეგი ვერ მოიტანა და ჩიხიდან გამოსასვლელად ახალი იდეებია საჭირო. მაგალითად, საფრანგეთმა, რომელიც ადრე საქართველოს მიმართ პოზიციის შერბილების სურვილს თითქმის არ გამოხატავდა, ახლა თბილისთან თანამშრომლობისადმი ახალი ინტერესი გამოავლინა.ICG-ის მოსაზრებით, ევროკავშირმა და მისმა წევრმა სახელმწიფოებმა, საქართველოსთან მიმართებით შემდეგი ნაბიჯები უნდა გადადგან: აგრესიული რიტორიკის შემცირება, ევროკავშირის გაფართოებისა და რეგიონულ პრიორიტეტებზე თანამშრომლობის განცალკევება, საქართველოს კვლავ ჩართვა სატრანზიტო საკითხების განხილვაში.

გულუა

1779196020

„ჩემი ცხოვრების ყველაზე რთული და ყველაზე მტანჯველი პერიოდია...“ - რას ჰყვება ნანუკა გულუა

ტელეწამყვანი, ნანუკა გულუა ნოე სულაბერიძის გადაცემის ანონსში გამოჩნდა - სრულ ეპიზოდს მაყურებელი კვირას, 24 მაისს იხილავს.ანონსიდან ჩანს, რომ მსახიობი არაერთ თემაზე ისაუბრებს, მათ შორის, რთულ პერიოდზე.„ვემზადებოდი რომ ამას მკითხავდი და ეს არ უნდა დამმართოდა…“„ჩემი ცხოვრების ყველაზე რთული და ყველაზე მტანჯველი პერიოდია”.“გულზე ხელს დავიდებ და გეტყვი, არასოდეს არავისთვის, ჩემი მეგობრისთვისაც არ მომიყოლია“.„ძალიან ბევრჯერ გარდავიცვალეთ მასთან ერთად”.„უკვე მეშვიდე წელია, ერთი დღე არ დამისვენია და ვეძებ ჩემს ძმას. გეფიცებით სამ შვილს, არასოდეს თქვენს ვინაობას არ გავთქვამ“,- ამბობს ნანუკა.

სს

1778879134

ელენე შელია და რატი ანდრონიკაშვილი დაინიშნნენ - კადრები

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების წევრი, რატი ანდრონიკაშვილი და მოდელი, არქიტექტორი ელენე შელია დაინიშნნენ.ნიშნობის აღსანიშნავად გამართული ვიწრო ოჯახური ვახშმის კადრები ელენე შელიამ სოციალურ ქსელშიც გაგვიზიარა.  

ნკ

1778733477

აფეთქებები უკრაინის ქალაქებში - მაშველები ნანგრევებში მოყოლილებს ეძებენ

უკრაინის რეგიონებში ამ წუთებში საჰაერო განგაშია გამოცხადებული. ოკუპანტებს ქვეყნის ქალაქებსა და დასახლებებზე კომბინირებული დარტყმები დრონებით და რაკეტებით მიაქვთ.მოსახლეობას თავშესაფარში გადასვლისკენ მოუწოდებენ.რთულია ვითარება კიევში - გვიან ღამით სოლომენსკის რაიონში იერიშის შედეგად დანგრეულია მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლი. კორპუსის ნანგრევებში მოყოლილებს მაშველები ამ დრომდე ეძებენ.აფეთქებებია დედაქალაქის ობოლონისა და გოლოსეევის რაიონებშიც - მთავარ სამიზნეებად საცხოვრებელი სახლები, სამოქალაქო და კრიტიკული ინფრასტრუქტურა სახელდება.უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების ინფორმაციით, თავდასხმები ღამით იყო ხარკოვის, პოლტავის, სუმის, დონეცკის, ოდესის, ნიკოლაევის, დნეპროპეტროვსკისა და ჩერკასის ოლქებზე. არის მსხვერპლი. აღსანიშნავია, რომ სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან პირველად, იერიშების სამიზნე იმიერ-კარპატების ადმინისტრაციული ცენტრი, ქალაქი უჟგოროდიც გახდა. სწორედ ამ მიზეზით, უნგრეთის საგარეო უწყებამ რუსეთის ელჩი განმარტებებისთვის დაიბარა.

შოთა ბერეკაშვილი

1778733247

შეიქმნა კალათა, რომელშიც დაახლოებით 15 კატეგორიის პროდუქტი შედის, აღნიშნულ პროდუქტებზე ჩვენ მომხმარებელს ყოველდღიურად საუკეთესო ფასი ექნება - შოთა ბერეკაშვილი

უკვე მეორე დღეა, ქვეყნის ყველა მსხვილ სავაჭრო ქსელში სპეციალური სტენდები გამოჩნდა, სადაც მომხმარებელს 15 სახეობის პროდუქტის შეძენა შეღავათიან ფასად შეუძლია. საუბარია პირველადი მოხმარების პროდუქტების ე.წ. სოციალურ კალათაზე.მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ფასების კლება პროდუქტებზე ტარიფების კომპლექსური შესწავლისა და ბაზრის ანალიზის შედეგია და ის დროებითი კომისიის რეკომენდაციას ეფუძნება.საქართველოს პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ შოთა ბერეკაშვილმა განაცხადა, რომ სამომხმარებლო კალათის ინიციატივა, ევროპული მოდელების საფუძველზე შეიქმნა და ბაზარზე მსუბუქ ინტერვენციას ითვალისწინებს."მოკლე ვადიან პერიოდში რეკომენდაცია, რომელიც ჩვენ გავეცით, იყო ბერძნული და ფრანგული მოდელის საფუძველზე. ეს ეხება მსუბუქ ინტერვენციას ბაზარზე, რომელიც ითვალისწინებს საბაზისო პროდუქტების საოჯახო კალათის შექმნას და ჩვენ მივესალმებით ქსელების ინიციატივას, მათ გაითვალისწინეს აღნიშნული ინიციატივა და შეიქმნა კალათა, რომელშიც დაახლოებით 15 კატეგორიის პროდუქტი შედის. აღნიშნულ პროდუქტებზე ჩვენ მომხმარებელს ყოველდღიურად ექნება საუკეთესო ფასი“, - აცხადებს პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი.

სს

1778266433

„რამდენიმე პაციენტი კრიტიკულ მდგომარეობაშია...“- ჰანტავირუსთან დაკავშირებით მაია ბუწაშვილი საზოგადოებას მიმართავს

ჰანტავირუსთან დაკავშირებით, ინფექციონისტი, მაია ბუწაშვილი საზოგადოებას მიმართავს:„ბევრი შეკითხვაა ჰანტავირუსთან დაკავშირებით კრუიზზე მომხდარი ეპიდაფეთქების და ლეტალური შემთხვევების გამო.კრუიზმა MV Hondius მოგზაურობა დაიწყო არგენტინიდან და მასზე მსოფლიოს ათეულობით ქვეყნის მოქალაქე იმყოფებოდა.ჰანტავირუსით ინფიცირებული მგზავრებიდან 3 გარდაიცვალა (ორი ჰოლანდიელი და ერთი გერმანელი), რამდენიმე პაციენტი კრიტიკულ მდგომარეობაშია. პრობლემას წარმოადგენს ის, რომ ათეულობით მგზავრმა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, დატოვა გემი და შესაბამისად, ამ ქვეყნებში ამ ადამიანებზე ზედამხედველობა გახდა საჭირო.ჰანტავირუსები მღრღნელების მიერ გავრცელებული ვირუსების ჯგუფია, რომლებსაც ადამიანებში მძიმე დაავადებების გამოწვევა შეუძლიათ. ადამიანები, როგორც წესი, ინფიცირდებიან ინფიცირებულ მღრღნელებთან, ძირითადად მათ ბიოლოგიურ სითხეებთან (შარდი, ფეკალიები, ნერწყვი) კონტაქტით. ინკუბაციური პერიოდი ხანგრძლივია, შეიძლება 8 კვირამდე გაგრძელდეს.ლეტალობის მაჩვენებელი 20-50%-ია. ჰანტავირუსმა შეიძლება გამოიწვიოს კარდიოპულმონური სინდრომი (HCPS) — მძიმე რესპირატორული დაავადება, რომლის დროსაც ლეტალობის მაჩვენებელი 50%-მდე აღწევს. ჰანტავირუსის კიდევ ერთი გართულებაა ჰემორაგიული ცხელება თირკმლის სინდრომით (HFRS).ჰანტავირუსების ერთ-ერთი ქვეტიპი (Andes virus) შეიძლება ადამიანიდან ადამიანზე გადაეცეს. ეს ქვეტიპი არგენტინაში ცირკულირებს და რადგან კრუიზმა სტარტი სწორედ არგენტინაში აიღო, ეს შემთხვევაც ამ ქვეტიპით არის გამოწვეული.ჰანტა არ არის ახალი ვირუსი. შემთხვევები ყოველწლიურად გვხვდება სხვადასხვა კონტინენტზე. ამჟამად განსაკუთრებული ყურადღება ამ ინფექციის მიმართ და საყოველთაო შეშფოთება სწორედ კრუიზის ეპიდაფეთქებამ გამოიწვია“,- წერს მაია ბუწაშვილი. 

გვასალა

1768232242

„უცხოეთიდან არის ძალიან სერიოზული ინტერესი“ - თბილისის „დინამოს“ მარჯვენა მცველის, გიორგი გვასალიას შესახებ ინფორმაცია ვრცელდება

თბილისის „დინამოს“ 18 წლის მარჯვენა მცველის, გიორგი გვასალიას პროგრესი თვალსაჩინოა. ეროვნულ ლიგასა თუ საერთაშორისო არენაზე, ეს ბიჭი მართლა კარგად თამაშობს.გვასალიას ყველა საჭირო თვისება აქვს საიმისოდ, რომ ახლო მომავალში მაღალი კლასის ფეხბურთელად, საქართველოს ნაკრების სტაბილურ წევრად ჩამოყალიბდეს.მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მის მიმართ უცხოეთიდან არის ძალიან სერიოზული ინტერესი. ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელის სამსახურით დაინტერესებულები არიან როგორც ინგლისური პრემიერლიგის, ისე იტალიური სერია A-ს კლუბები.ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. შესაძლებელია ისიც, რომ ევროტურნირებზე გვასალიამ თბილისის „დინამოს" ღირსება დაიცვას და მერე მიაშუროს უცხოეთს. მოგეხსენებათ, ზაფხულში საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი კლუბი ევროტურნირზე ბრუნდება... ინფორმაცია ფეხბურთელის მენეჯერმა, ლაშა ჯაკობიამ დაადასტურა.„დიახ, ვადასტურებ, რომ გვასალიას მიმართ არის ძალიან სერიოზული ინტერესი ინგლისიდან და იტალიიდან. საუბარია ტრადიციულ, ძლიერ კლუბებზე, რომლებიც წარმოადგენენ პრემიერლიგას და სერია A-ს. ამ ეტაპზე, საქმის ინტერესიდან გამომდინარე, კლუბებს ვერ დავასახელებ, მაგრამ ამის დროც დადგება", - თქვა ჯაკობიამ.

ახალშობილი

1767612900

ნახეთ, რა დაარქვეს ყველაზე ხშირად ახალშობილ გოგონებსა და ბიჭებს

საქართველოში 2025 წელს ყველაზე პოპულარული ბიჭის სახელი ალექსანდრე იყო, გოგოს სახელი კი - ნიცა. ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა სახელები დაარქვეს ახალშობილებს ყველაზე მეტჯერ, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო აქვეყნებს. ბიჭის ყველაზე პოპულარული სახელები 2025 წელს საქართველოშიალექსანდრე – 691გიორგი – 668თომა – 589ლუკა – 584დემეტრე – 549გოგოს ყველაზე პოპულარული სახელები 2025 წელს საქართველოშინიცა – 640მართა – 537თაია – 489მარიამ – 472ევა – 449

dd

1766036222

აშშ-მა წყნარ ოკეანეში ნარკომოვაჭრეთა გემი ჩაძირა

 აშშ-ის შეიარაღებულმა ძალებმა წყნარი ოკეანის აღმოსავლეთ ნაწილში გემი დაბომბა, რომელსაც ნარკოტიკები გადაჰქონდა. ინფორმაციას აშშ-ის შეიარაღებული ძალების სამხრეთ სარდლობა ავრცელებს.„დაზვერვამ დაადასტურა, რომ გემი წყნარი ოკეანის აღმოსავლეთ ნაწილში ნარკოტიკების კონტრაბანდის ცნობილი მარშრუტით გადაადგილდებოდა და ნარკოტრაფიკით იყო დაკავებული“, - აღნიშნულია სამხრეთ სარდლობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.ინფორმაციაში აგრეთვე საუბარია იმაზე, რომ დაბომბვას გემზე მყოფი ოთხი ადამიანი ემსხვერპლა. არცერთი ამერიკელი სამხედრო არ დაშავებულა.გაერთიანებულმა ოპერატიულმა ჯგუფმა ოპერაცია „სამხრეთ შუბის“ ფარგლებში გემი აშშ-ის თავდაცვის მდივნის პიტ ჰეგსეტის ბრძანებით დაბომბა.

გაზი შეწყდა

1761652994

19 000 აბონენტს გაზი შეუწყდება - გადაამოწმეთ მისამართები

„თბილისი ენერჯი“ განცხადებას ავრცელებს:„ხვალ - 29 ოქტომბრის 12:00 სთ-დან 31 ოქტომბრის 12:00 სთ-მდე ზამთრის სეზონისთვის მოსამზადებელ სამუშაოებთან დაკავშირებით გაზმომარაგება გლდანში 19 000 აბონენტს შეუწყდება გაზმომარაგების აღდგენა დაიწყება 31 ოქტომბერს 10:00 სთ-დან და დასრულდება 22:00 საათისთვის.ქუჩების ჩამონათვალი იხილეთ ბმულზე.თბილისი ენერჯი ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო.გთხოვთ ყურადღებით იყოთ და არ დატოვოთ გაზის ონკანები ღია მდგომარეობაში.თუ იგრძენით გაზის სუნი დარეკეთ მითითებულ ნომრებზე:ცხელი ხაზი: +995 32 2404004სწრაფი რეაგირების სამსახური 114“,- ნათქვამია განცხადებაში.

ომი უკრაინაში

1760934962

უკრაინაში ომი გრძელდება - პოკროვსკში ოკუპანტებმა სამოქალაქო პირებს ცეცხლი გაუხსნეს, არიან დაღუპულები

ომი გრძელდება უკრაინაში - პოკროვსკში ოკუპანტებმა სამოქალაქო პირებს ცეცხლი გაუხსნეს. დაიღუპა სამი ადამიანი. ვრცელდება ინფორმაცია დაშავებულების შესახებ.დრონებით დარტყმის სამიზნე გახდა დნეპროპეტროვსკის ოლქში მდებარე ქვანახშირის ერთ-ერთ მაღარო. მაშველებმა გვირაბებიდან 200-მდე მუშა ამოიყვანეს.პარალელურად, სამშვიდობო პროცესის შესახებ Foxnews-თან ინტერვიუში ისაუბრა ამერიკის პრეზიდენტმა. დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ შტატებს არ შეუძლია, უკრაინას მთელი თავისი იარაღი გადასცეს. Financial Times-ი კი წერს, რომ ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, მიიღოს რუსეთის მიერ წაყენებული პირობები, რადგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, პუტინი უკრაინას განადგურებით დაემუქრა.