1745005362
24 საათის განმავლობაში საქართველოში კოვიდვაქცინით 5 001 ადამიანი აიცრა

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 5 001-მა ადამიანმა გაიკეთა. სულ ქვეყანაში 2 551 413 აცრა გაკეთდა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 959 874 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 912 443, გარდაიცვალა 14 187 პაციენტი.