1728312638
Pfizer-ის ვაქცინის ორი დოზა ბავშვებს მულტისისტემური ანთებითი სინდრომის განვითარებისგან იცავს
აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) ინფორმაციით, Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის ორი დოზა ბავშვებს იშვიათი, მაგრამ ხშირად სერიოზული მდგომარეობისგან იცავს, რომელიც კოვიდინფექციიდან რამდენიმე კვირის შემდეგ, ორგანოების ანთებას იწვევს.
კვლევის თანახმად, Pfizer/BioNTech-ის ვაქცინა 91%-ით ეფექტურია 12-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვებში მულტისისტემური ანთებითი სინდრომის (MIS-C) პროფილაქტიკის კუთხით.
მულტისისტემური ანთებითი სინდრომი (MIS-C) ორგანოებში ანთებას იწვევს, მათ შორის გულის, ფილტვების, თირკმელებისა და ტვინის ანთებას, მსუბუქი ან უსიმპტომო ინფექციიდან, ორიდან ექვს კვირამდე პერიოდში.