1734777043
„ჩვენ ვერ შევძლებთ მსოფლიო მოსახლეობის ყოველ 6 თვეში ერთხელ თავიდან ვაქცინაციას“ - Oxford/AstraZeneca-ს ვაქცინის ერთ-ერთი შემქმნელი
„ჩვენ ვერ შევძლებთ მსოფლიო მოსახლეობის ყოველ 6 თვეში ერთხელ თავიდან ვაქცინაციას“,- ამის შესახებ Oxford/AstraZeneca-ს ვაქცინის ერთ-ერთმა შემქმნელმა, ენდრიუ პოლარდმა განაცხადა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
„ვაქცინის მთავარი სამიზნე მოწყვლადი ჯგუფები უნდა იყვნენ. მათზე უნდა ვიყოთ ფოკუსირებულები და არა იმაზე, რომ 12 წელს ზემოთ ყველა ადამიანი ავცრათ. უფრო მეტი ინფორმაცია გვჭირდება იმის შესახებ, თუ როდის და რამდენად ხშირად დასჭირდებათ რისკჯგუფში მყოფ ადამიანებს ვაქცინის ბუსტერი დოზები“,- განაცხადა ჰოლარდმა.
მისივე თქმით, უარესი მსოფლიომ უკან მოიტოვა.
„უარესი უკვე წარსულში დარჩა. ახლა მთავარია ზამთრის გადაგორება შევძლოთ“,- აღნიშნა მან.