დამცირდება თუ დაინგრევა ოპოზიცია - რას გეგმავენ 25 ნოემბერს
1732297816
უკრაინას, რომლის მოსახლეობაც 42.5 მლნ ადამიანს სცდება, Forbes-ის რეიტინგის მიხედვით, ომის დაწყების მომენტისთვის 8 მილიარდერი ჰყავდა, დღეს რეიტინგში 7 ადამიანია.
გარდა რაოდენობის შემცირებისა, შემცირებულია რეიტინგში დარჩენილი თითქმის ყველა მილიარდერის ქონებაც.
სიის მიღმაა პეტრე პოროშენკო, რომელიც 22 თებერვლის მდგომარეობით 1.5 მლრდ აშშ დოლარს ფლობდა. პოროშენკო 2014-2019 წლებში უკრაინის პრეზიდენტის პოსტს იკავებდა. ,,შოკოლადის მეფედ" წოდებული ყოფილი პრეზიდენტი, Roshen-ს ფლობს, რომელიც ტკბილეულის უმსხვილესი მწარმოებელია.
რინატ ახმეტოვი - ის უკრაინის მოქალაქეებს შორის Forbes-ის მილიარდერთა სიაში ისევ პირველია, თუმცა 2021 წელს 7.6 მლრდ-ს ფლობდა. ამ მომენტისთვის კი, მისი ქონება 4.8 მლრდ-ია.
ვიქტორ პინჩუკი - 2021 წელს 2.5 მილიარდს ფლობდა, ახლა მისი ქონება 2.0 მილიარდია. ის არის უკრაინის მილების, საბურავების და ფოლადის მწარმოებელი ერთ-ერთი წამყვანი კომპანიის მფლობელი. პინჩუკი ასევე არის EastOne Group LLC-ის დამფუძნებელი, რომელიც ლონდონში მდებარეობს და ფინანსური საკონსულტაციო კომპანიაა. ისე, როგორც პოსტ საბჭოთა სივრცეში მდიდარი ადამიანების უმეტესობა, ისიც სახელისუფლებო წრეებთან დაახლოებული პირი, უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, ლეონიდ კუჩმას სიძეა.
ვადიმ ნოვინსკი - გასული წლიდან მან მხოლოდ 100 მლნ დაკარგა. 2021 წლის მონაცემებით, ნოვინსკი 1.5 მლრდ-ს ფლობდა. დღეს კი, 1.3 მლრდ-ს ფლობს.
კოსტანტინ ჟევაგო - გასული წლის მონაცემებით, 2.3 მლრდ-ს ფლობდა. ამ მომენტისთვის მისი ქონება 1.3 მლრდ-ია. ის იყო პირველი აღმოსავლეთ ევროპელი, რომელმაც ლონდონის საფონდო ბირჟაზე წარადგინა თავისი კომპანია - Ferrexpo. ჟევაგო აკონტროლებს "ფინანსები და კრედიტი" ჯგუფს - უკრაინის ერთ-ერთ უმსხვილეს კონგლომერატს. ბიზნესმენი 1998 წლიდან 2019 წლამდე უკრაინის რადას წევრიც იყო.
ვლად იეტსენკო - მისი ქონება უცვლელია და კვლავ 1.1 მლრდ-ს ფლობს. იაცენკოს, რომელსაც აქვს ორმაგი მოქალაქეობა - უკრაინა-გაერთიანებული სამეფო, არის Revolut-ის CTO თანადამფუძნებელი. აღნიშნულმა კომპანიამ შექმნა პროგრამული უზრუნველყოფა UBS-ში, Deutsche Bank-სა და Credit Suisse-ში. კომპანია ბრიტანეთში ოპერირებს და აშშ-ს ბაზრის ლიცენზიის მოლოდინშია.
გენადი ბოგოლიუბოვი - გასულ წელს 1.7 მლრდ-ს ფლობდა, ახლა კი მისი ქონება 1.1 მლრდ-ია. ის კოლომოისკისთან ერთად ProvatBank-ს და პრივატ ჯგუფს ფლობს და ბანკის სკანდალშიც პარტნიორთან ერთად იყო გახვეული. ასევე, ამ ორმა ბიზნესმენმა 2016 წელს მოაგვარა სარჩელი მილიარდერ ვიქტორ პინჩუკთან, რომელმაც მათ უჩივლა სამთო ინვესტიციებზე შეუსრულებელი დაპირებების გამო და ზიანის ანაზღაურება მოსთხოვა.
იგორ კოლომოისკი - გასულ წელს 1.8 მლრ-ს ფლობდა, Forbes-ის სიის მიხედვით, ახლა მისი ქონება 1.0 მლრდ-ია. კოლომოისკი ოფიციალურად ბანკირია და PrivatBank-ს დამფუძნებელი. თუმცა, არაერთხელ იყო ბრალდებული სხვადასხვა საქმეებში. ბიზნესმენი, ასევე გახლდათ დნესტრისპირეთის გუბერნატორი, სწორედ ამ დროს უკრაინის მთავრობამ ბანკის ნაციონალიზაცია მოახდინა; გამოძიებამ აჩვენა ფართომასშტაბიანი თაღლითობა ათი წლის განმავლობაში. კოლომოისკის საქმიანობის სხვა სფეროებია: ფეროშენადნობები, ფინანსები, ნავთობპროდუქტები, მასმედია. კოლომოისკის აქვს სამმაგი უკრაინა-ისრაელი-კვიპროსის მოქალაქეობა.
ყვარლის მუნიციპალიტეტში ხანძარია
1732287233