რუსეთი ევროპაში გაზის გაყიდვიდან წელს 100 მილიარდ დოლარს მიიღებს - მედია

გაზი

რუსეთს ევროპაში გაზის გაყიდვიდან წელს რეკორდული, 100 მილიარდი დოლარის მიღება შეუძლია. ეს პროგნოზი Citi Bank-ის ანალიტიკოსებმა გააკეთეს, წერს უცხოური მედია. 

გამოქვეყნებული მონაცემებით, გაზის გაყიდვიდან მიღებული შემოსავალი თითქმის ორჯერ მეტი იქნება გასულ წელთან შედარებით. თუმცა, ანალიზი არ ითვალისწინებს ნავთობის, ქვანახშირის და სხვა სასარგებლო წიაღისეულის რეალიზაციიდან მიღებულ ფინანსურ შემოსავლებს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ სანქციების, განცხადებებისა და ემბარგოს დაწესების მიუხედავად, ევროკავშირის 27 ქვეყანა გაზპრომს ყოველდღიურად 200 მილიონ დოლარს უგზავნის.

ცნობისთვის, 24 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სპეციალური სამხედრო ოპერაცია გამოაცხადა. ამის შემდეგ აშშ-მ, ევროკავშირმა, დიდმა ბრიტანეთმა, ისევე როგორც რიგმა სხვა სახელმწიფოებმა, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სანქციები დააწესეს.