პენზის სასამართლომ შალვა ჩხენკელი, მეტსახელად „ხონსკი“, კვლავ პატიმრობაში დატოვა

foto

რუსეთში, პენზის სასამართლომ შალვა ჩხენკელი, მეტსახელად „ხონსკი“, კვლავ პატიმრობაში დატოვა.

2025 წლის 19 ივნისს შალვა „ხონსკი“ დამნაშავედ ცნეს „კრიმინალურ იერარქიაში“ მაღალი თანამდებობის დაკავებაში. 

„დადგინდა, რომ მსჯავრდებულმა 1992 წელს მიიღო „კანონიერი ქურდის“ სტატუსი, რაც ნიშნავს, რომ იგი აღიარებული იყო კრიმინალურ სამყაროში უდავო ავტორიტეტის მქონე პირად, რაც მას საშუალებას აძლევდა გავლენა მოეხდინა კრიმინალურ სამყაროში ჩამოყალიბებული არაფორმალური ურთიერთობების სისტემაზე“, - განმარტა სასამართლომ.

ქართველი „კანონიერი ქურდი“ არაერთხელ გაასამართლეს. 2017 წლიდან იგი ბოლო სასჯელს პენზას ოლქის #1 სასჯელაღსრულების კოლონიაში იხდიდა გატაცების, ძარცვისა და განზრახ მძიმე სხეულის დაზიანებისთვის, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

შალვა „ხონსკის“ 10 წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. 

ფოტო მოსკოვის ერთ-ერთ ციხეშია გადაღებული.