ფოტოები: სად არის კესო „პრაიმ ჰაუსის" დატოვების შემდეგ და რას ამბობს პროექტის კონკურსანტებზე

კესო

ინფლუესერი, „პრაიმ ჰაუსის“ ყოფილი მონაწილე კესო ბერუაშვილი თურქეთში ისვენებს და საზოგადოებას ფოტოებას უზიარებს.

როგორც კესომ ცოტა ხნის წინ, „პრაიმთაიმთან“ საუბრისას თქვა, პროექტის დატოვებას არ ნანობს და „უკვე დრო იყო“.

„ქუჩაში ხალხი მცნობს. არაფერი შეცვლილა ჩემს ცხოვრებაში... გავფრინდი, ჩემი და ვნახე. ახლა, საქართველოში ვარ. არც ვიცოდი, როგორი პოპულარული იყო ეს შოუ, სანამ გარეთ არ გამოვედი. იქ ვერ ხვდება, რამდენად გაგიჟებულია ხალხი „პრაიმ ჰაუსზე“. მაგრამ, არ ვნანობ წამოსვლას. დრო იყო... თავიდანვე მინდოდა, როდესაც რაღაცების აკრძალვა დაიყო.

როცა დრო მაქვს ვუყურებ შოუს. თოთოეულ მათგანს ვგულშემატკივრობ. გიორგი იქნება ვინც ფინალში გავა. თუ ასე სწორად ითამაშებს. შეიცვალა, ყველაფერი გამოასწორა. პაატა არ მგონია. ალბათ, ისევ საკუთარი გუნდი დაუპირისპირდება. პაატას ლაივზე მე ჩვეულებრივად ნიღაბი ჩამოვხსენი. ხალხი სხვანაირად უყურებს. მისი ხუმრობებიც აღარ არის პოპულარული. გოგოებიდან არ მგონია, ვინმე გავიდეს ფინალში. არაფერს არ აკეთებენ. საკუთარ პიროვნებსაც არ აჩვენებენ“.