რა ვიცით სკანდალურ გენერალზე, რომელიც უკრაინელმა მედესანტეებმა ჩამოაგდეს

ბატიშევი

უკრაინელმა მედესანტეებმა, ლუგანსკის ოლქის ცაზე სავარაუდოდ, ჩამოაგდეს რუსული თვითმფრინავი, რომელსაც  გენერალ-მაიორი, ბოტაშევი მართავდა. ინფორმაციას „მილიტარნი“ ავრცელებს.
სამხედრო ავიაციისადმი მიძღვნილ ერთ-ერთ რუსულ ტელეგრამ-არხზე განიხილავენ 1959 წელს დაბადებული, რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალ-მაიორის, კალამატ ბოტაშევის გარდაცვალებას.

ტელეგრამის არხის ადმინისტრატორმა 22 მაისის საღამოს გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც მან მაღალი რანგის პილოტის გარდაცვალების შესახებ აღნიშნა.

ამის შემდეგ, კომენტარებში დაიწყეს იმის გარკვევა, თუ ვინ გარდაიცვალა. დისკუსიის ერთ-ერთმა მონაწილემ დეტალები გააცნო: „დღეს კანამატი გარდაიცვალა!!! პოპასნაიას რაიონი, 8:25... NAR-ის პირველი მიახლოება, მეორე - ბომბი... აფეთქება... ჰაერში და... “.

ადმინისტრატორმა წაშალა ეს კომენტარი. თუმცა, სხვა მონაწილეებმა განაგრძეს დისკუსია ინიციალების გამოყენებით K.H.B.


ცნობილია, რომ 2013 წელს ბოტაშევი გაათავისუფლეს რუსული ჯარიდან - ის სისხლის სამართლის საქმეზე იყო ბრალდებული „სუ-27“ საბრძოლო თვითმფრინავის განადგურების გამო.

როგორც რუსული მედია იტყობინება, 2012 წელს ბოტაშევმა დაარწმუნა თავისი მეგობარი, 23326-2 სამხედრო ნაწილის მეთაური, ევგენი ოლეინიკი, რომ გაესეირნათ სუ-27UB-ით. ბოტაშევი მეორე პილოტის ადგილზე დაჯდა და ოლეინიკთან ერთად რამდენიმე მანევრი შეასრულეს ჰაერში. თუმცა, ბოტაშევს სურდა უმაღლესი პოლიტაჟის ილეთის, - „ზარის“ შესრულება, რის შემდეგაც პილოტებმა დაკარგეს კონტროლი მანქანაზე. მათ კატაპულტირება მოასწრეს, ხომალდი კი განადგურდა. ორივე ჯარიდან გაათავისუფლეს.

უცნობია, რა სტატუსით მონაწილეობდა გადამდგარი სამხედრო, უკრაინის წინააღმდეგ ომში. შესაძლებელია, რომ ბოტაშევი „ვაგნერის“ მიერ დაქირავებული იყო. 

10 მაისს, ამ უკანონო სამხედრო ფორმირებასთან დაკავშირებულმა Telegram არხმა დაწერა, რომ „ვაგნერს“ ჰყავდა საკუთარი თავდასხმის ავიაცია. 

22 მაისს უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო-სადესანტო ძალების სარდლობამ განაცხადა, რომ უკრაინელმა მედესანტეებმა ჩამოაგდეს რუსული სუ-25,  გრაჩი.

წყარო: