დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
რამდენიმე კვირაა, რაც „რუსთავი 2-“ზე რეალითი შოუ „პრაიმ ჰაუსი“ დაიწყო. გასულ შაბათს, პროექტი ერთ-ერთმა ხმაურიანმა მონაწილემ კესო ბერუაშვილმა დატოვა. მისი განცხადება, რომ გიორგი ნაზღაიძეს ყველაფერი აპატია და მონაწილეებს „ძილისა და ჭამის გარდა, არაფერი უკეთებიათ“ კონკურსანტებისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. პროექტის მაყურებელსაც უამრავი კითხვა დაუტოვა...
რა მოხდა სინამდვილეში, იყო თუ არა ეს ყველაფერი ერთი დიდი გეგმის ნაწილი და როგორ აფასებს საკუთარ თავს პროექტში ჰყოფნის დროს... ამასთან დაკავშირებით „პრაიმთაიმმა“ ექსკლუზიური ინტერვიუ კესო ბერუაშვილთან ჩაწერა. რომელიც ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ საკუთარ თავს პროექტში ჰყოფნის გარკვეული დრო მისცა...
„რაღაც საკითხებს სერიოზულად ვუყურებდი და ალბათ, ცოტა ზედაპირული უნდა ვყოფილიყავი“
„ნორმალურად შევაფასებდი ჩემს პროექტში ყოფნას. თუმცა, შეიძლება უკეთესი ვყოფილიყავი. როდესაც მცალია ახლაც ვუყურებ ბავშვებს. ვფიქრობ, რომ რაღაც საკითხებს სერიოზულად ვუყურებდი და ალბათ, ცოტა ზედაპირული უნდა ვყოფილიყავი. ბევრი უნდა მეხუმრა.
მე აუტსაიდერებში სხვა გეგმებით დავდექი. ხალხი თვლის, რომ მე თავი გავწირე. მე იმის მოლოდინიც მქონდა, რომ შეიძლებოდა პროექტი დამეტოვებინა. 90 პროცენტით ვიცოდი, რომ პროექტს მე დავტოვებდი. თუმცა, ეს იყო იდეალური საშუალება... მაქსიმალისტი ვარ. ყველაზე მეტად ღირსეულ კონკურენციას ვაფასებ. ჩემთვის ყველაზე დიდი კონკურენტები გიორგი და პატრიკი იყვნენ. იმიტომ, რომ ისინი რეიტინგულები არიან. თუ წამოსვლაზე იყო საუბარი მინდოდა, რომ მათთან შეჯიბრის დროს წამოვსულიყავი. მე ასეთი კონკურენცია მინდოდა და წამოსვლაც ასე მინდოდა.
წამოსვლაზე დიდი ხანია ვფიქრობდი. ჩემს თავს დათქმულ დროს ვაძლევდი შოუში ყოფნისას. ეს იყო ერთი თვე. შესაბამისად, პირველი კვირა იმდენად სტრესული მქონდა, ჩემს გარშემო თითქმის ყველაფერი იყო. მეორეც სტრესული იყო. ფსიქოლოგიურად ძალიან ცუდი იყო. მივხვდი, რომ დრო იყო პროექტი დამეტოვებინა. არ ვნანობ აუტსაიდერებში ჯდომას. თან ძლიერ კონკურსანტებთან“.
„ხალხი შოკშია. არ მპატიობენ, რომ მე გიორგის ის შეურაცხყოფა ვაპატიე“
„ხალხი შოკშია. არ მპატიობენ, რომ მე გიორგის ის შეურაცხყოფა ვაპატიე, რაც ლაივში მომაყენა. მან მითხრა, რომ ბოზი ვარ... ახლა, არის ის, რომ ანის ბულინგი ბულინგი რატომ არ არის და კესოს ბულინგი რატომაა ბულინგი? მეც მინდა იგივე კითხვა დავსვა. სექსუალურად შეავიწროვა ტატომ ანი, როდესაც შოუში უკანალზე ხელი წამოარტყა. ეს ფიზიკურ შეურაცხყოფადაც ითვლება, ხომ? პირდაპირ ეთერში წამყვანებთან ბოდიში მოიხადა. ანიმ ეს ჩვეულებრივ მიიღო. ამის შემდეგ, არავის არაფერი უკითხავს და არ უსაუბრიათ. გიორგიმ, მე რომ სიტყვიერი შეურაცხყოფა მომაყენა ერთი კვირა დავაიგონრე. არ ველაპარაკებოდი. მისი პირველი ბოდიში არ მივიღე. არც მეორე. საერთოდ ხმა არ გავეცი. მესამეზე დავფიქრდი. მერე იყო, რომ ჩვენ ამასთან დაკავშირებით „რუსთავი 2“-ში დიალოგი გვქონდა. თითოეულ წინადადებას ბოდიშით იწყებდა. თან ჩემს დასაც მოუბოდიშა. თუ ანის პატიება მიიღო ხალხმა, ჩემი რატომ არა? მე ხომ ასე მარტივად არ მიმიღია. ერთი კვირა გარიყული მყავდა. გიორგი კარგად დაისაჯა. მაგრამ, ტატო არასდროს არ დასჯილა. რაღაცების შედარება მუდმივად ხდება. ახლა ვნახე, რომ შოუში მუდმივად ადარებენ. ხალხს უნდოდა ენახა, რომ მე და გიორგი სამი თვე ვყოფილიყავით სახლში და კომუნიკაცია არ გვქონოდა? ეს ხომ მოსაწყენი იქნებოდა.
კონკურენტად აღვიქვამდი გიორგის და პაატას. სხვა დანარჩენებთან დიალოგიც კი მიჭირდა. საერთოდ კომუნიკაციაში ვერ შევდიოდი. თითქოს ერთმანეთის არ გვესმოდა. მიჭირდა მათთან რეალურად. მე მაქსიმალისტი ვარ...
პროექტის მერე დადებითი დამოკიდებულება მექნება ყველას მიმართ. შეიძლება, ცალ-ცალკე არ ვნახო. მაგრამ, შემთხვვეით, რომ ვნახო, ძალიან თბილად მოვიკითხავ. ყველას მიმართ დადებითად განწყობილი ვარ. წარმატებას ვუსურვებ ყველას“.
„საშუალება არ მეძლეოდა, რომ ჩემი რეალური სახე მეჩვენებინა“
„მე თავიდანვე მივხვდი, რომ იმდენად ჩემი ტიპაჟები არ იყვნენ. ვთქვათ, იყო ჯგუფი, რომლებიც არიან ოცი წლისები. ყველა რაღაცით ჰგავს ერთმანეთს. მე ვისთანაც შედარებით კომუნიკაცია მქონდა გიორგი იყო. ისიც არ არის, მაინც და მაინც, ჩემი ტიპაჟი. ამ ადამიანთან, მუდმივი კონფლიქტი მქონდა. ჩემს თავს ვერ ვავლენდი. რეალურად, ვარ ისეთი ძალიან რომ ღადაობ ყველაფერზე. საშუალება არ მეძლეოდა, რომ ჩემი რეალური სახე მეჩვენებინა. თამაშის საშუალებასაც არ მაძლევდნენ. ვიღაცისთვის შეიძლება მიუღებელი ყოფილიყო შენი ხუმრობები. მერე ცოტა ვერიდებოდი. რაღაცნაირად ჩავქრი. ლამის სიგარეტის მოწევაც აკრძალეს. ჩვეულებრივი კომუნისტური პარტია დააფუძნეს. ვერ მივხვდი საერთოდ სად ვიყავი.
სახლში იყო ასეთი სიტუაცია: თითქოს, ესენი რეალური სახლის მცხოვრებლები არიან და ვინც არ მოსწონთ ერთი კონკრეტული უნდა გააგდონ. ვერ ხვდებოდნენ, რომ ეს თამაშია და ყველამ საკუთარ კონტენტს უნდა მიხედოს. და არა ის, რომ შენ ცუდი ხარ ამ სახლისთვის, ჩვენი ოჯახისთვის. ცუდი სიტყვები არ უნდა თქვა. კონკრეტული წესები არ უნდა დაადგინო. კონკრეტული ადამიანი იმიტომ მიიღეს ამ შოუში, რომ ის ასეთია. მე იმიტომ, რომ - ასეთი. არ უნდა განმისაზღვრო, რა უნდა ვქნა. გამოდის და მეუბნება, ნუ კივი, თავი მტკივა. პაატა წესებს ადგენდა. ეს არ არის, კონკრეტული ადამიანის სახლი. შოუს ალბათ, სჭირდებოდა კესოსა და გიორგის სახელის გაჟღერება. პაატა, რომ აკონტროლებს იმაზე ვილაპრკოთ და ამაზე არა. რაღაცა წესების დადგენა დაიწყეს...“
„არ ვნანობ წამოსვლას, დრო იყო...“
„ქუჩაში ხალხი მცნობს. არაფერი შეცვლილა ჩემს ცხოვრებაში... გავფრინდი, ჩემი და ვნახე. ახლა, საქართველოში ვარ. არც ვიცოდი, როგორი პოპულარული იყო ეს შოუ, სანამ გარეთ არ გამოვედი. იქ ვერ ხვდება, რამდენად გაგიჟებულია ხალხი „პრაიმ ჰაუსზე“. მაგრამ, არ ვნანობ წამოსვლას. დრო იყო... თავიდანვე მინდოდა, როდესაც რაღაცების აკრძალვა დაიყო.
როცა დრო მაქვს ვუყურებ შოუს. თოთოეულ მათგანს ვგულშემატკივრობ. გიორგი იქნება ვინც ფინალში გავა. თუ ასე სწორად ითამაშებს. შეიცვალა, ყველაფერი გამოასწორა. პაატა არ მგონია. ალბათ, ისევ საკუთარი გუნდი დაუპირისპირდება. პაატას ლაივზე მე ჩვეულებრივად ნიღაბი ჩამოვხსენი. ხალხი სხვანაირად უყურებს. მისი ხუმრობებიც აღარ არის პოპულარული. გოგოებიდან არ მგონია, ვინმე გავიდეს ფინალში. არაფერს არ აკეთებენ. საკუთარ პიროვნებსაც არ აჩვენებენ“.
ბრიტანელი მეგობარი
რამდენიმე დღის წინ, კესომ სოციალურ ქსელ „ინსტაგრამზე“ მამაკაცთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა. როგორც ის ჩვენთან საუბრისას ამბობს, ის უბრალოდ მეგობარია.
„არაფერი არ არის. უბრალოდ კარგი მეგობრები ვართ. სხვათაშორის ესეც ბრიტანელია. საქართველოში ჩამოსვლასაც აპირებს. ერთადაც ვმოგზაურობთ“.