მეჩანთე

1700945586

„მეჩანთის“ პირველი კომენტარი მას შემდეგ, რაც ხმის ლიდერი გახდა

„პრაიმ ჰაუსის“ მაყურებლების რჩეული „მეჩანთე“ გახდა. „პრაიმტაიმი“ მის პირველ კომენტარს გთავაზობთ:„ძალიან მაღალი ემოციების ქვეშ ვარ, ყველაფერს ველოდი აბსოლუტურად. ძალიან ძლიერი კონკურენტები მყავდა და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჩემს ადამიანებს, რომლებმაც ამდენი იწვალეს, შრომა დაუფასდათ. მადლობა სრულად საქართველოს, „პრაიმ ჰაუსს“ და ყველას. ყველა მიყვარხართ“, - ამბობს მონაწილე.ასევე ნახეთ:ზურას პირველი კომენტარი „პრაიმ ჰაუსის“ დატოვების შემდეგცნობილია, ვინ დატოვა „პრაიმ ჰაუსი“„პროექტიდან მიდიხარ?“ - რა გადაწყვეტილება მიიღო მეჩანთემ

A$AP Rocky

1700600104

A$AP Rocky-ს შეიარაღებულ თავდასხმაში ედება ბრალი

A$AP Rocky-ს ცეცხლსასროლი იარაღით თავდასხმაში ბრალი ედება.პროკურატურამ მოიპოვა ვიდეო, სადაც რეპერს იარაღი უჭირავს. აღნიშნული კი გადაღებულია იქამდე, სანამ მან სავარაუდოდ ესროლა A$AP Relli-ს. პროკურორებმა ასევე წარადგინეს ფოტოები, რომლებიდანაც სავარაუდოდ შესაძლებელი იქნება A$AP Rocky-ს ამოცნობა. ამასთან ერთად, სახელმწიფო ბრალდებამ აღნიშნა, რომ არსებობს ჩანაწერი, რომელშიც ორი გასროლაა აღბეჭდილი, თუმცა, აღნიშნული პროცესზე არ იყო ნაჩვენები. Relli ამტკიცებს, რომ რეპერმა მას ხელში ესროლა.დაზარალებულის თქმით, მან ინციდენტამდე A$AP Rocky-სთან ერთად ივახშმა, რის შემდეგაც მათ შორის შელაპარაკება მოხდა, რა დროსაც ბრალდებულმა მას იარაღი მუცელზე მიადო. მოგვიანებით ისინი ერთმანეთს დაემშვიდობნენ, რა დროსაც სავარაუდოდ, Rocky-მ მას ესროლა და გაიქცა.ასევე ნახეთ:ბრედ პიტმა და ინეს დე რამონმა ურთიერთობა ოფიციალურად დაადასტურესნიკოლ კიდმანის თქმით, Big Little Lies მე-3 სეზონით დაბრუნდებასერიალის „მისტერ და მისის სმიტი“ პრემიერის თარიღი ცნობილია

ტურპინები

1700120005

„შვილებს აშიმშილებდნენ, არ აძლევდნენ ბანაობის უფლებას... კვირების განმავლობაში, ჯაჭვებით აბამდნენ..." - "საშინელებათა სახლის" დაუჯერებელი ისტორია და მისჯილი უვადო პატიმრობა

დევიდ და ლუიზა ტურპინის 13 შვილი იმდენად მძიმე პირობებში ცხოვრობდნენ, რომ როდესაც გაირკვა, თუ რას უძლებდნენ ისინი გადარჩენისთვის, მათ საცხოვრებელს "საშინელებათა სახლი" ეწოდა.მშობლები ბავშვებს სამყაროსგან იზოლირებულად ზრდიდნენ და ათწლეულების განმავლობაში სახლში ჰყავდათ ჩაკეტილი. მსხვერპლებს ჯანმრთელობის პრობლემებთან ერთად ჰქონდათ გონებრივი ჩამორჩენა და ზრდის შეფერხება.2018 წლის იანვარში, ტურპინების 17 წლის ქალიშვილმა სახლიდან გაქცევა მოახერხა. გოგონამ სახლში ჩუმად გადაიღო სურათები, შეაგროვა მტკიცებულებები, ფანჯრიდან გადახტა, წლების შემდეგ პირველად გავიდა ქუჩაში და პოლიციაში დარეკა. გოგონა სამართალდამცველებს მისი ძმების გადარჩენას სთხოვდა. სწორედ ასე გამოაშკარავდა 13 ბავშვის ცხოვრების შემზარავი დეტალები.პოლიციასთან საუბრისას გაირკვა, რომ 17 წლის ჯორდან ტურპინმა არ იცოდა ყოველდღიური გამოყენების სიტყვების მნიშვნელობები. მან პოლიციას ჰკითხა, თუ რას ნიშნავდა სიტყვა წამალი, ჩალურჯება და დაზიანება.როდესაც სამართალდამცველი ტურპინების სახლში შევიდა, აღმოაჩინა, რომ ბავშვები იმდენად გამხდრები იყვნენ, რომ მათგან ყველაზე უფროსი, 29 წლის ჯენიფერ ტურპინიც კი არასრულწლოვანს ჰგავდა. ქალს მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში შიმშილი უწევდა, რამაც მისი კუნთების ზრდა შეაფერხა და ის მხოლოდ 37 კილოგრამს იწონიდა.პოლიციელებს საცხოვრებელში კრიტიკული მდგომარეობა დახვდათ. ოთახები სავსე იყო ნაგვით, კედლები კი შარდით იყო გაჟღენთილი. ერთ-ერთ საძინებელში პატარა ბიჭი დახვდათ, რომელიც რამდენიმე კვირის განმავლობაში საწოლზე ჯაჭვებით იყო მიბმული.მშობლები შვილებს აშიმშილებდნენ, არ ატარებდნენ სკოლაში და არ აძლევდნენ ბანაობის უფლებას. მათ დღისით დაძინებას აძალებდნენ. ბავშვებს არ შეეძლოთ ფანჯრიდან გახედვა და ფეხზე ადგომა, რათა მეზობლებს მათი დანახვა არ შეძლებოდათ.დევიდი და ლუიზა შვილებს მხოლოდ პურსა და არაქისის კარაქს აჭმევდნენ, თვითონ კი ყოველდღე სხვადასხვა საკვებს მიირთმევდნენ. ოჯახში მაცივარი ყოველთვის სავსე იყო, მაგრამ ბავშვებს მისი გაღების უფლება არ ჰქონდათ. მიუხედავად ამისა, მშობლები მათ საკვების მოპარვაში ხშირად დებდნენ ბრალს.სახლში ნაგავთან ერთად აღმოჩენილ იქნა სხვადასხვა სათამაშოები და ახალი ტანსაცმელი. ლუიზა ამ ყველაფრის საყიდლად ყოველწლიურად უზარმაზარ თანხას იხდიდა, მაგრამ შვილებს წლების განმავლობაში ერთი და იგივე ტანსაცმლით ატარებდა.ცამეტივე ბავშვს შეზღუდული წვდომა ჰქონდა საკვებზე. მათ მხოლოდ დღეში ერთხელ ჰქონდათ ჭამის უფლება, შხაპის მიღების ნებას კი მხოლოდ წელიწადში ერთხელ რთავდნენ.დევიდ და ლუიზა ტურპინებს ბრალი წაუყენეს წამების, თავისუფლების უკანონო აღკვეთის, ძალადობისა და სისასტიკის ბრალდებით. მათ დანაშაული აღიარეს და სავარაუდოდ დარჩენილ ცხოვრებას ციხეში გაატარებენ.ლუიზას დამ, ტერეზა რობინეტმა უცხოურ მედიას განუცხადა, რომ მათი დედა რეგულარულად "ჰყიდდა" შვილებს მდიდარ პედოფილზე, რომელიც გოგონებზე რეგულარულად ძალადობდა სექსუალურად. "ძალადობის დროს. დედას ვეხვეწებოდით, რომ მასთან არ წავეყვანეთ, მაგრამ ის გვეუბნებოდა, რომ ჩვენი საჭმლისთვის და ტანსაცმლისთვის ფული სჭირდებოდა. ლუიზას განსაკუთრებულად ცუდად ექცეოდნენ. ამ ყველაფერმა მას ღირსება გაუნადგურა".ტერეზას დის შვილებთან ურთიერთობა, ფაქტობრივად, არ ჰქონდა. ქალს მხოლოდ ერთხელ ჰყავდა ოთხი მათგანი ნანახი, დანარჩენებს კი იშვიათად ეკონტაქტებოდა ვიდეო ჩეთის საშუალებით. "ლუიზა უბრალოდ იგონებდა მიზეზებს, თუ რატომ არ შეეძლო ვიდეო ჩეთი. მეუბნებოდა, რომ ძალიან დაკავებული იყო და ჩემთან ლაპარაკი არ შეეძლო" - თქვა ტერეზამ უცხოურ მედიასთან საუბარში. ქალი დის მიმართ წაყენებული ბრალდებებით შოკირებული იყო, რადგან მისთვის ლუიზა  კარგი ადამიანი იყო, რომელიც არ სვამდა, არ ეწეოდა და არ მოიხმარდა ნარკოტიკებს.ლუიზას მეორე და, ელიზაბეტ ფლორესი ლუიზას ქმედებებით ნაკლებად გაკვირვებული იყო. მისი მონაყოლი უფრო სრულყოფილ სურათს ქმნის იმის შესახებ, თუ ვინ იყო ქალი სინამდვილეში.მოგვიანებით, ფლორესმა წიგნიც კი დაწერა, სადაც ლუიზას შესახებ შემაშფოთებელი ფაქტები აღწერა. მისი თქმით, ლუიზამ ზრდასრულ ასაკში დაიწყო ჯადოქრობის პრაქტიკა, გატაცებული იყო აზარტული თამაშებით და ალკოჰოლიზმით იყო შეპყრობილი."ის სვამდა, ეწეოდა, დადიოდა ბარებში, სწავლობდა ჯადოს გაკეთებას, თამაშობდა აზარტულ თამაშებს, ჭამდა გველებს, იცვამდა და იქცეოდა ვულგარულად, გატაცებული იყო სექსის პრაქტიკით ," - წერს ელიზაბეტი.ბავშვების მიმართ სასტიკ მოპყრობაში ლუიზასთან ერთად მონაწილეობას დევიდ ტურპინიც იღებდა. დანაშაულის სრულად გასაგებად კი საჭიროა დევიდ ტურპინის ისტორიაც გაგაცნოთ.ტურპინების მოძალადე მამას საკმაოდ პერსპექტიული კარიერა ჰქონდა. ის ვირჯინიის ტექნიკური უნივერსიტეტის კომპიუტერული ინჟინერიის ფაკულტეტის კურსდამთავრებული იყო და მსოფლიოს ორ უმსხვილეს თავდაცვის კომპანიაში მაღალი თანამდებობაც ეკავა.სკოლის ასაკში დევიდი ბიბლიის, ჭადრაკის, მეცნიერების და აკაპელას კლუბების წევრი გახლდათ.ის ლუიზასთან ერთად 24 წლის ასაკში ქალაქიდან გაიქცა, ამ დროს ლუიზა მხოლოდ 16 წლის იყო. ქალის მამა სასულიერო პირი იყო და სურდა შვილისთვის სათანადო საქორწილო ცერემონია გაემართა, რის გამოც წყვილი პოლიციის ჩართულობით დააბრუნეს. მოგვიანებით კი მათ დაქორწინება მაინც მოახერხეს.2012 წელს, როდესაც ლუიზას მამა პენსიაზე გავიდა, მან შვილის მონახულება მოისურვა, რისი ნებაც ქალმა არ დართო. სიკვდილის წინ, ორივე მშობელმა ლუიზას ნახვა მოითხოვა, თუმცა მას მშობლები არც ამ დროს უნახავს და მათი გარდაცვალების შემდეგ, არც ერთი მათგანის დაკრძალვას დასწრებია.მიუხედავად იმისა, რომ დევიდი საკმაოდ წარმატებული იყო კარიერაში, 2011 წელს ის გაკოტრდა. დოკუმენტების მიხედვით, კაცი ინჟინრის გარდა, სკოლის დირექტორიც იყო, რომელიც სპეციალურად თავისი 13 შვილისთვის დააარსა. მიუხედავად ამისა, მას ბავშვებისთვის განათლება არ მიუციათ და მეტიც, მათ ერთმანეთისთვის ანბანისა და რიცხვების სწავლება უწევდათ.წყვილი 2018 წლის იანვარში დააპატიმრეს. ორივე მათგანმა აღიარა დანაშაული.სამართალდამცველებმა აღწერეს, რომ ბავშვებს ჰქონდათ შემეცნებითი დაქვეითება და ნერვული სისტემის დაზიანება, რაც მათ მთელი ცხოვრება გაჰყვებათ."ეს არის ყველაზე შემზარავი ბავშვებზე ძალადობის საქმე ჩემს კარიერაში" - აღნიშნა პროკურორმა.სასამართლომ ლუიზა და დევიდ ტურპინები ყველა ბრალდებაში დამნაშავედ ცნო და მათ სასჯელის ზომად 25 წლიდან უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.ასევე ნახეთ:24-წლიანი ტყვეობა და მამისგან გაჩენილი 7 შვილი - ელიზაბეტ ფრიცლის დაუჯერებელი ისტორიავიდეოთამაშის გამო დაწყებული კონფლიქტი, რომელიც სასტიკი მკვლელობით დასრულდა"გოგონებს სამოდელო კონტრაქტებს ჰპირდებოდა, შემდეგ კი აუპატიურებდა..." - "დედოფლების მკვლელის" დაუჯერებელი ისტორია, რომელიც დაკავებისას მოკლეს

გულის პრობლემები

1699982063

გულის შეტევის რისკის განსაზღვრა 10 წლით ადრე გახდება შესაძლებელი - ინოვაციური ტექნოლოგია

გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით ყოველწლიურად 17,9 მილიონი ადამიანი კვდება. აღნიშნული მაჩვენებლიდან ხუთიდან ორზე მეტი გამოწვეულია გულის შეტევით და ინსულტით. მათი ერთი მესამედი კი 70 წლამდე ადამიანებში ვლინდება.ადამიანთა დასახმარებლად შეიქმნა ინოვაციური ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგია, რომელსაც შეუძლია სასიკვდილო ინფარქტი 10 წლით ადრე იწინასწარმეტყველოს.მას შეუძლია აჩვენოს გულის შეტევის რისკი, არტერიების შევიწროების ინფორმაცია და სხვა კლინიკური რისკფაქტორები.ხშირად, როდესაც ადამიანი გულმკერდის ტკივილს უჩივის, ექიმი მას გულის CT სკანირების რეკომენდაციას აძლევს, თუმცა ამ შემთხვევების დაახლოებით სამ მეოთხედში მნიშვნელოვანი შევიწროების ნიშანი არ იკვეთება, რის გამოც პაციენტები შემდგომ გამოკვლევას აღარ მიმართავენ.მეცნიერებმა 40 000-ზე მეტი ადამიანის მონაცემები გამოიკვლიეს, რომლებსაც ბრიტანეთის რვა სხვადასხვა საავადმყოფოში რუტინული CT სკანირება ჩაუტარდათ. მკვლევრები მათ დაახლოებით 2,7 წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ.მიუხედავად იმისა, რომ ადამიანები, რომლებსაც კორონარულ არტერიებში შესამჩნევი შევიწროება აქვთ, უფრო მეტად განიცდიან გულის შეტევებს, აღმოჩნდა, რომ მნიშვნელოვანი შევიწროების არმქონე პაციენტებში ორჯერ უფრო ხშირია გულის შეტევითა და პრობლემებით გამოწვეულ სიკვდილიანობა."ყოველწლიურად უამრავი ადამიანი იღუპება გულის შეტევით. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ გამოვიყენოთ ხელოვნური ინტელექტის პოტენციალი, რათა წარიმართოს პაციენტის მკურნალობა. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ახალი ტექნოლოგია ყოველწლიურად ათასობით ადამიანის გადარჩენაში დაგვეხმარება, რომლებიც სხვაგვარად მკურნალობის გარეშე დარჩებოდნენ" - თქვა ბრიტანეთის გულის ფონდის სამედიცინო დირექტორმა - პროფესორმა სერ ნილეშ სამანმა.სწორედ აქ ვლინდება ხელოვნური ინტელექტის როლი. მეცნიერთა გუნდმა გამოიგონა ახალი ტექნოლოგია, რომელიც აანალიზებს  ანთებითი არტერიების ირგვლივ ცხიმის ცვლილებებსა და სხვა კლინიკურ ფაქტორებს და აყალიბებს გულის შეტევის სიგნალებს.თითქმის რვა წლის განმავლობაში 3393 პაციენტზე ტესტების ჩატარების შემდეგ, AI ინსტრუმენტმა დამოუკიდებლად და ზუსტად შეძლო გულთან დაკავშირებული პრობლემების რისკის პროგნოზირება.როგორც გაირკვა, ხელოვნური ინტელექტის შეხედულების საფუძველზე, კლინიცისტების 45%-მა შეცვალა მკურნალობა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ახალი AI ინსტრუმენტი შეიძლება გულმკერდის ტკივილების მქონე პაციენტების მკურნალობის დანიშვნაში გადამწყვეტი საშუალება გახდეს. აღნიშნული კი ექიმებს დაავადების ადრეული იდენტიფიკაციისა და პრევენციული ზომების მიღების საშუალებას მისცემს.”ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ეს AI ინსტრუმენტი მალე დაინერგება NHS-ში, რაც ხელს შეუწყობს ყოველწლიურად დიდ ბრიტანეთში გულის შეტევით ათასობით სიკვდილის თავიდან აცილებას,” - თქვა ოქსფორდის პროფესორმა, ხარალამბოს ანტონიადესმა.ასევე ნახეთ:შემუშავებულია ინვ-იტრო განაყოფიერების იაფი და მარტივი ალტერნატივა - წარმატებული ექსპერიმენტი8 საუკეთესო საკვები, რომელიც დაგეხმარებათ დაძინებაშიროგორ დაგეხმარებათ სუნამო ალცჰაიმერის დაავადების ამოცნობაში

ბილი აილიში

1699963560

ბილი აილიშმა აღიარა, რომ მას ქალები იზიდავს

ბილი აილიშმა ქალების მიმართ გრძნობებზე უცხოურ მედიასთან ისაუბრა. მომღერალმა განმარტა, რომ მას არასდროს შეეძლო სხვა ქალებთან ურთიერთობა, თუმცა ისინი მასში ყოველთვის იწვევდნენ აღფრთოვანებას."მე ისინი ძალიან მიყვარს და ნამდვილად მიზიდავენ, როგორც ადამიანები. მე ქალებთან ღრმა კავშირები მაქვს. ფიზიკურად მიზიდავენ, მაგრამ ასევე მეშინია მათი." აღნიშნა ბილიმ.მოგვიანებით ბილიმ აღიარა, რომ ის გენდერულ იდენტობის გამორკვევას ცდილობს - "გულწრფელად რომ გითხრათ, მე არასდროს მიგრძნია ქალად. არასდროს მიგრძნია, რომ სასურველი და ქალური ვარ. ყოველთვის მიწევს თავი დავარწმუნო, რომ ლამაზი გოგო ვარ, თუმცა თავი არასდროს მიგრძნია გოგოდ".რამდენადაც ვიცით, ბილის არასდროს ჰქონია ქალთან ურთიერთობა. მომღერლის წარმომადგენლის თქმით, ის ამჟამად მარტოა.ასევე ნახეთ:ბალენსიაგას ახალი გლობალური ამბასადორი ჰყავსNike-მა New Balance-სსა და Skechers-ს უჩივლაVIDEO: ზაკ სნაიდერის „მეამბოხე მთვარის“ თრილერი გამოქვეყნდა

 ელიზაბეტ ფრიცლი

1699533876

24-წლიანი ტყვეობა და მამისგან გაჩენილი 7 შვილი - ელიზაბეტ ფრიცლის დაუჯერებელი ისტორია

1984 წლის 28 აგვისტოს 18 წლის ელიზაბეტ ფრიცლი გაუჩინარდა.გოგონას დედამ დაუყოვნებლივ მიმართა პოლიციას, რომელიც დაუღალავად ეძებდა დაკარგულ ელისაბეტს. რამდენიმე კვირის შემდეგ, ოჯახს ელისაბეტისგან წერილი მიუვიდა, სადაც ის წერდა, რომ ოჯახური ცხოვრებით დაიღალა და სახლიდან გაიქცა.მამამ, ჯოზეფ ფრიცლმა პოლიციას განუცხადა, რომ ის, სავარაუდოდ, რელიგიურ დაჯგუფებას შეუერთდა, რომელზეც გაუჩინარებამდე ხშირად საუბრობდა.სინამდვილეში, კაცმა ზუსტად იცოდა, თუ სად იყო მისი ქალიშვილი. 1984 წლის 28 აგვისტოს ჯოზეფმა ქალიშვილს სარდაფში ჩასვლა სთხოვა და უთხრა, კარის დამონტაჟებაში დახმარებოდა. გოგონამ კარი დაიჭირა, მა­მამ შვილს სა­ხე­ზე ეთე­რით გაჟ­ღენ­თი­ლი ტილო აა­ფა­რა, ხოლო რო­დე­საც გო­გო­ნამ გა­იღ­ვი­ძა უკვე გა­მო­კე­ტი­ლი იყო.კაცი ელიზაბეტის დედას და პოლიციას ატყუებდა, რომ გოგონა ნამდვილად რელიგიურ დაჯგუფებასთან ერთად იმყოფებოდა, რის გამოც გამოძიება შეწყდა. სინამდვილეში კი, გოგონამ  24 წელი მამის ტყვეობაში გაატარა.ჯოზეფი ყოველ დილით ჩადიოდა სარდაფში და ხანდახან ღამითაც რჩებოდა. ოჯახის დანარჩენი წევრები კი ფიქრობდნენ, რომ კაცი იქ მუშაობდა.რაც შეეხება ელიზაბეტს, სარდაფში ჩაკეტვიდან ორი წლის შემდეგ, მამამ მასზე სექსუალური ძალადობა დაიწყო. როგორც მოგვიანებით გაირკვა, კაცი შვილზე 11 წლის ასაკიდან ძალადობდა, თუმცა, მისი ჩაკეტვიდან ორი წელი გოგონაზე ზეწოლა არ მოუხდენია.ელიზაბეტი მალევე დაფეხმძიმდა, თუმცა, 10 კვირის შემდეგ მუცელი მოეშალა. 1988 წელს კი მას გოგონა, სახელად ეყოლა, ორი წლის შემდეგ კი ბიჭი გაუჩნდა, რომელსაც სტეფანი დაარქვა.ბავშვები დედასთან ერთად სარდაფში ცხოვრობდნენ. ელიზაბეტი ცდილობდა, შვილებისთვის ელემენტარული განათლება მიეცა და შეზღუდულ პირობებში მათთვის ცხოვრება გაემარტივებინა.24 წლის განმავლობაში, გოგონას საკუთარი მამისგან შვიდი შვილი შეეძინა. ერთი დაბადებიდან მალევე გარდაიცვალა, ერთი დედასთან ერთად სარდაფში დარჩა, დანარჩენები კი ჯოზეფმა როზმარისთან ერთად გაზარდა. კაცი ცოლს ატყუებდა, რომ ბავშვებს სახლთან ახლოს პოულობდა. ყოველ ჯერზე, ქალს წერილს აჩვენებდა, რომელშიც ეწერა, რომ მშობლებს ბავშვის რჩენა არ შეეძლოთ და აღსაზრდელად ფურცლებს უტოვებდნენ.სოციალური სამსახური მოხუც წყვილს ბავშვების დატოვების უფლებას აძლევდა. სოცმუშაკებს სჯეროდათ, რომ როზმარი და ჯოზეფი ,სინამდვილეში, ჩვილების ბებია-ბაბუა იყვნენ.2008 წელს, სარდაფში მყოფი 19 წლის კრისტინი ავად გახდა, რის გამოც ჯოზეფმა მისი საავადმყოფოში წაყვანა გადაწყვიტა. ადგილზე მისულმა კაცმა მედიკოსებს განუცხადა, რომ გოგონას დედის წერილი ჰქონდა, რომელშიც მისი მდგომარეობა იყო აღწერილი.პოლიცია ერთი კვირის განმავლობაში ჰკითხავდა კერსტინს და საზოგადოებას მისი ოჯახის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას სთხოვდა. ბუნებრივია, რომ მისი მშობლები კონტაქტზე არ გამოსულან. საბოლოოდ, სამართალდამცველებმა ჯოზეფის კეთილსინდისიერებაში ეჭვი შეიტანეს და გამოძიება დაიწყეს.2008 წლის 26 აპრილს კაცმა ელიზაბეტი სარდაფიდან გაუშვა. გოგონა 24 წლის განმავლობაში პირველად გამოვიდა ოთახიდან და მაშინვე შვილის სანახავად, საავადმყოფოში გაეშურა. ექიმებს ქალის გამოჩენა საეჭვოდ მოეჩვენათ და პოლიციას დაუკავშირდნენ.დაკითხვისას ელიზაბეტმა სამართალდამცველებს 24 წლიანი ტყვეობის შესახებ ყველაფერი მოუყვა. მან პოლიციას უთხრა, რომ საკუთარ მამასთან შვიდი შვილი ჰყავდა და მოჰყვა, თუ როგორ ძალადობდა მასზე ჯოზეფი. როგორც გაირკვა, ქალი მამის მხრიდან სექსუალურ ძალადობას 11 წლის ასაკიდან განიცდიდა.პოლიციამ ჯოზეფ ფრიცლი დააკავა და სარდაფში მყოფი ბავშვები გაათავისუფლა. როზმარი ფრიცლი სახლიდან გაიქცა. მან არაფერი იცოდა სარდაფში განვითარებული მოვლენების შესახებ.დამნაშავეს უვადო პატიმრობა მიესაჯა. რაც შეეხება ელიზაბეტს, ის ავსტრიის ერთ-ერთ სოფელში შეცვლილი სახელით და გვარით ცხოვრობს და არ ურთიერთობს მედიასთან.ასევე ნახეთ:მძინარე დედა ჩაქუჩით მოკლა, შემდეგ კი გააუპატიურა - სერიული მკვლელის დაუჯერებელი საქმის დეტალები, რომელსაც სამუდამო პატიმრობა მიუსაჯესვიდეოთამაშის გამო დაწყებული კონფლიქტი, რომელიც სასტიკი მკვლელობით დასრულდა"მან, ერთ ღამეში, რვა მედდა მოკლა..." - რიჩარდ სპეკის დანაშაული და სასჯელი

ნეიმარი

1699437060

უცნობმა თავდამსხმელებმა ნეიმარის ქალიშვილის გატაცება სცადეს

სამშაბათს ნეიმარის შეყვარებულის, ბრუნა ბიანკარდის სახლში სამი მამაკაცი შეიჭრა.უცხოური მედიის ცნობით, ეჭვმიტანილები ნეიმარისა და ბრუნას შვილს, ერთი თვის მავის ეძებდნენ, თუმცა ბავშვის გატაცება ვერ მოახერხეს, რადგან სახლში მხოლოდ ქალის დედ-მამა დახვდათ.შეიარაღებულმა მამაკაცებმა ბრუნას მშობლები დააბეს და ძვირფასეულობა მოიპარეს.მეზობლებმა მალევე შეატყობინეს დაცვას შეჭრის შესახებ და საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა.ადგილზე ერთ-ერთი ეჭვმიტანილი, 20 წლის ახალგაზრდა დააკავეს, რომელიც სავარაუდოდ ბრუნას მეზობელია. როგორც ირკვევა, სწორედ ის დაეხმარა თანამზრახველებს სახლში შესვლაში.პოლიცია დანარჩენი ორი დამნაშავის ძებნას განაგრძობს.ასევე ნახეთ:People-მა 2023 წლის ყველაზე სექსუალური მამაკაცი დაასახელაNike-მა New Balance-სსა და Skechers-ს უჩივლარა ფერები იქნება ტრენდული ინტერიერის დიზაინში 2024 წელს

გაბრიელ კუნი

1699092402

ვიდეოთამაშის გამო დაწყებული კონფლიქტი, რომელიც სასტიკი მკვლელობით დასრულდა

2007 წელს მოზარდებს შორის მომხდარი კონფლიქტი ტრაგიკულად დასრულდა. ისტორიის მსხვერპლი 12 წლის გაბრიელ კუნია, რომელიც 16 წლის დანიელ პეტრიმ თამაშის გამო სასტიკად გაიმეტა.მეზობელი ბიჭები პოპულარულ ვიდეოთამაშს ხშირად თამაშობდნენ, რამაც ისინი უფრო დააახლოვა. მათ განსხვავებული ხასიათები ჰქონდათ - დანიელი უფრო მომხიბვლელი და სოციალური იყო, გაბრიელი კი მორცხვი და ჩაკეტილი, თუმცა, საერთო ინტერესების გამო ისინი მაინც მეგობრობდნენ. მოგვიანებით, სამედიცინო კვლევებმა დაადასტურა, რომ დანიელ პეტრი ფსიქიკურად არასტაბილური გახლდათ და ფეთქებადი ხასიათიც ჰქონდა.დანიელი, გაბრიელის მსგავსად კარგი მოთამაშე იყო და ხშირად აგროვებდა ციფრულ მონეტებს. უფრო მეტიც, პეტრი ციფრულ ვალუტას მის სხვა ნაცნობებსაც ასესხებდა ხოლმე. ტრაგედიამდე რამდენიმე დღით ადრე, მან გაბრიელს 10 000 მონეტა ასესხა. კონფლიქტი მაშინ დაიწყო, როდესაც გაბრიელმა შეთანხმების პირობა დაარღვია და მეგობარს მონეტები უკან არ დაუბრუნა. მომხდარის გამო განრისხებულმა პეტრიმ კუნის მოკვლა განიზრახა.გაბრაზებულმა პეტრიმ ქალაქგარეთ მყოფ დედას ნოვა ტრენროს დაურეკა და ჩამოსვლის დრო ჰკითხა. მოგვიანებით კი კუნის სახლში წავიდა.ადგილზე მისული სტუმარი გაბრიელმა თავაზიანად მიიღო და სახლშიც შეიპატიჟა. შესვლისთანავე დანიელმა კარი ჩაკეტა, მეგობარს თავს დაესხა და მისი ცემა დაიწყო.ძალადობამ კუნი მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო, რის გამოც ბავშვმა თავდაცვა ვერ მოახერხა. გაბრაზებული დანიელი ცემას არ დასჯერდა და მსხვერპლს სექსუალური შეურაცხყოფა მიაყენა. დასუსტებულმა გაბრიელმა მხოლოდ იმის თქმა შეძლო, რომ მომხდარის შესახებ დედას აუცილებლად მოუყვებოდა.კუნის ნათქვამმა დანიელი კიდევ უფრო განარისხა, რის გამოც მან მსხვერპლის გასაჩუმებლად რადიკალური ზომის მიღება გადაწყვიტა. ბიჭმა ელექტრო კაბელები აიღო და მსხვერპლს შემოახვია და იქამდე უჭერდა, სანამ გონს დაკარგავდა.გაბრაზებული დანიელი აქაც არ გაჩერდა და უგონოდ მყოფი გაბრიელის დაჭრა დაიწყო, რა დროსაც წარმოუდგენელი მოხდა: კუნს გამოეღვიძა, აგონიაში ჩავარდა და  ყვირილი დაიწყო, რამაც პეტრი უფრო გაამხიარულა. მან ჯერ კიდევ ცოცხალ ბიჭს ხელ-ფეხი მოაჭრა და საბოლოოდ ის მოკლა.დანიელმა ბიჭის სხეულზე ვიდეოთამაშის სიმბოლოები ამოკვეთა, გვამი სადარბაზოში დატოვა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.რამდენიმე საათის შემდეგ, სახლში მისულმა გაბრიელის ძმამ მისი თავმოკვეთილი სხეული აღმოაჩინა.მკვლელობის ბრალდებით დანიელი მალევე დააკავეს. პეტრიმ უყოყმანოდ აღიარა დანაშაული და პოლიციას ყველაფერი მოუყვა. მკვლელი ამტკიცებდა, რომ კუნი თაღლითი გახლდათ, რომელმაც ის მოატყუა."გაბრიელმა მომატყუა და მე ყველაფრისთვის ვაზღვევინებ. როგორც ამბობდა, არსებობს სამოთხე და ჯოჯოხეთი. თვითონ ჯოჯოხეთშია. მე იქაც ვიპოვი და სამაგიეროს გადავუხდი" - ამბობდა დანიელი.ამბავმა ბრაზილია მოიცვა და ეროვნული ყურადღება მიიპყრო. მოსახლეობა იმედოვნებდა, რომ სამართლიანობა აღსრულდებოდა და მკვლელი სამუდამოდ გისოსებს მიღმა აღმოჩნდებოდა ან სიკვდილით დაისჯებოდა, მაგრამ მოვლენები უცნაურად განვითარდა: არასრულწლოვანების გამო, მოსამართლემ მას არასრულწლოვანთა გამოსასწორებელ დაწესებულებაში მხოლოდ სამი წლის გატარება მიუსაჯა.2010 წელს, პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ, დანიელი გაუჩინარდა. მისი ამჟამინდელი ვინაობისა და ადგილმდებარეობის შესახებ კი საზოგადოებაში არაერთი თეორია გაჩნდა.ზოგიერთი ადამიანის აზრით, შესაძლოა პეტრი დანაშაულის გრძნობამ მოიცვა და მან სიცოცხლე სუიციდით დაასრულა. სხვები ვარაუდობენ, რომ მან სახელი და გვარი შეიცვალა და ახალი იდენტობით  ღირსეულ ცხოვრებას ეწევა. უამრავი ადამიანი იმასაც ამტკიცებს, რომ პეტრიმ ბრაზილია დატოვა, თუმცა, მისი ამჟამინდელი ცხოვრების დეტალები საიდუმლოდ რჩება.ასევე ნახეთ:"მან, ერთ ღამეში, რვა მედდა მოკლა..." - რიჩარდ სპეკის დანაშაული და სასჯელი„ხეზე აბამდა, ალკოჰოლისა და ნარკოტიკების მიღებას აიძულებდა...“ - ელიზაბეტ სმარტის ცხრათვიანი ტყვეობის ისტორია, რომელიც "წინასწარმეტყველის" დაკავებით დასრულდა„ის მსხვერპლს განცხადებით ეძებდა..." - კანიბალის დაუჯერებელი ისტორია, რომელსაც სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა

მერაია ქერი

1699091079

მერაია ქერის, საშობაო ჰიტის გამო, შესაძლოა, 20 მილიონი დოლარის გადახდა მოუწიოს

საშობაო ჰიტის - All I want for Christmas is you-ს გამო, მომღერალ მერაია ქერის ორი მამაკაცი უჩივის.ენდი სტოუნი და ტროი ფაუერსი ამტკიცებენ, რომ მათ ამავე სახელწოდების სიმღერა უფრო ადრე დაწერეს.მომჩივნები მომღერალს 20 მილიონი დოლარის ოდენობის ზარალის ანაზღაურებას სთხოვენ, ვინაიდან, მათ All I Want For Christmas Is You 1989 წელს დაწერეს, ხოლო მერაია ქერის სიმღერა 1993 წელს გამოვიდა.სასამართლოს დოკუმენტების შესაბამისად, სტოუნი და ფაუერსი აცხადებენ, რომ გარდა სათაურისა, სიმღერებს შორის არსებობს ლირიული და მელოდიური მსგავსება. მოსარჩელეები ამტკიცებენ, რომ ქალმა სიმღერა მიითვისა და თავისად გაასაღა.სტოუნი და ფაუერსი მერაიასგან ანაზღაურებას ითხოვენ. რაც შეეხება მომღერალს, ის მომხდართან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებისგან ჯერჯერობით თავს იკავებს.ასევე ნახეთ:„მეზობლებმა მითხრეს, მოსაკლავად გეძებდნენო...“- რატომ იყო პოლიცია მობილიზებული კოსტა სანიკიძის სახლში, გამთენიისასკლინიკიდან გაქცეული სამი პატიმრიდან ერთ-ერთი დაკავებულიაბრიტნი სპირსის მემუარების გამოსვლის შემდეგ, ჯასტინ ტიმბერლეიკმა Instagram-ზე კომენტარები გათიშა

ჯიჯი ჰადიდი და ბრედლი კუპერი

1698946217

პაპარაცებმა პაემანზე მიმავალი ბრედლი კუპერი და ჯიჯი ჰადიდი დააფიქსირეს (ფოტო)

პაპარაცებმა პაემანზე მიმავალი ბრედლი კუპერი და ჯიჯი ჰადიდი დააფიქსირეს.ცნობილია, რომ წყვილი ბროდვეის სპექტაკლს დაესწრო. წყაროს თქმით, ისინი წარმოდგენას ხელჩაკიდებულები უყურებდნენ.ცნობილია, რომ გასულ თვეში მათ ერთად ისადილეს. ბოლოს კი ქალაქში მანქანით სეირნობის დროს გამოჩნდნენ.როგორც ირკვევა, მათ ურთიერთობას ჯერჯერობით ოფიციალური სახე არ აქვს.შეგახსენებთ, რომ მოდელი არც თუ ისე დიდი ხნის წინ კუპერის ახლო მეგობარს, ლეონარდო დიკაპრიოს ხვდებოდა. რაც შეეხება ბრედლი კუპერს, მან ზაფხული ირინა შეიკთან ერთად გაატარა.ასევე ნახეთ:The Beatles-ის „უკანასკნელი სიმღერა“ 2 ნოემბერს გამოვაDisney-მ „ფიფქიას“ პირველი კადრი გამოაქვეყნა„არც სიმპათიური ხარ, არც ძლიერი, უბრალოდ...“ - ყველაზე უცნაური მიზეზები, რომელთა გამოც მსახიობები საკულტო ფილმების მთავარ როლებზე დაამტკიცეს

რიჩარდ სპეკი

1698824715

"მან, ერთ ღამეში, რვა მედდა მოკლა..." - რიჩარდ სპეკის დანაშაული და სასჯელი

1966 წლის 13 ივლისს, ჩიკაგოში, სამხრეთ დირინგის მახლობლად მდებარე შენობაში ახალგაზრდა კაცი შეიჭრა და ერთ ღამეში რვა მედდა მოკლა.რიჩარდ ბენჯამინ სპეკი 1941 წელს, ილინოისსის პატარა ქალაქ მონმუთში დაიბადა და რელიგიურ ოჯახში იზრდებოდა. ყველაფერი მას შემდეგ გაუარესდა, რაც 1947 წელს მამა გულის შეტევით გარდაეცვალა. რამდენიმე წლის შემდეგ, დედამ მეორედ იქორწინა კაცზე, რომელიც ხშირად სვამდა და რიჩარდს სასტიკად ეპყრობოდა.სპეკს სკოლაშიც ჰქონდა პრობლემები. შფოთვის გამო, ბიჭს გაკვეთილზე საუბარი უჭირდა. საბოლოოდ კი, საშუალო სკოლიდანაც გამოვიდა. ამ დროისთვის რიჩარდმა ალკოჰოლის მიღება დაიწყო და თითქმის ყოველდღე სვამდა. მოგვიანებით, მან მუშაობა დაიწყო და 15 წლის გოგონაზეც იქორწინა, რომელიც სპეკისგან იყო ფეხმძიმედ.რიჩარდის ცოლი, შირლი მელოუნი ქმრის შიშით ცხოვრობდა. მელოუნმა თქვა, რომ ქმარი მას ხშირად აუპატიურებდა და დანითაც ემუქრებოდა. გარდა ამისა, მისი პრობაციის ოფიცერმა განაცხადა, რომ სექსუალურ ძალადობასთან ერთად, ის ჩადიოდა ქურდობას, ძარცვას, თაღლითობასა და თავდასხმა.1965 წელს სპეკი საცხოვრებელი კორპუსის ავტოსადგომზე ქალს თავს დაესხა, რის გამოც კაცი დააპატიმრეს და 16 თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს. მიუხედავად ამისა, ის ექვსი თვის შემდეგ გაათავისუფლეს.ამ პერიოდში სპეკის მეუღლემ განქორწინება მოითხოვა და მათ შვილზე სრული მეურვეობაც მიიღო.მოგვიანებით რიჩარდი მონმაუთში, დასთან საცხოვრებლად დაბრუნდა, სადაც ბარში ჩხუბის დროს დანით დაჭრა მამაკაცი, მოიპარა მანქანა, გაძარცვა სასურსათო მაღაზია, გაძარცვა, აწამა და გააუპატიურა 65 წლის ქალი და მოკლა ბარმენი, რის შემდეგაც ჩიკაგოში გადავიდა და ეროვნულ საზღვაო კავშირში დაიწყო მუშაობა.იმავე წლის ივლისისთვის, სპეკმი ცდილობდა გემზე სამსახური ეშოვა ეროვნულ საზღვაო კავშირში.ის იქ დარჩა ხუთი დღის განმავლობაში გადაზიდვის დავალების მოლოდინში და ამ დროს ჩაიდინა ყველაზე უარესი დანაშაული.იმავე წლის ივლისში, ჩიკაგოში ჩასულმა სპეკმა ჩაიდინა შემზარავი დანაშაული.12 ივლისს, სამუშაო დავალების მიღების შემდეგ, სპეკმა აღმოაჩინა, რომ მისი სამსახურებრივი თანამდებობა სხვას გადაეცა. განრისხებულმა რიჩარდმა მახლობლად მდებარე ბარში დალევა დაიწყო. იქვე გაიცნო 53 წლის ელა მეი ჰუპერი, რომელიც ბინაში წაიყვანა, გააუპატიურა და გაძარცვა.მოგვიანებით, შეიარაღებული სპეკი ღამის 11 საათზე სტუდენტი ექთნების საერთო საცხოვრებელში შეიჭრა და საძინებლებისკენ აიღო გეზი.თავდაპირველად კაცი ფილიპინელი სტუდენტის, წლის კორაზონ ამურაოს საძინებელში შევიდა, მას იარაღით დაემუქრა და ოთახის მეზობლებთან - მერლუტა გარაგულოსთან და ვალენტინა პასიონთან ერთად გვერდით ოთახში შეიყვანა, სადაც პატრიცია მატუსეკს, პამელა ვილკენინგს და ნინა ჯო შმალეს ეძინა. სპეკმა სამივე მათგანი გააღვიძა დახეული თეთრეულით მაჯები შეუკრა. თავდამსხმელმა გოგონები სათითაოდ გაიყვანა ოთახიდან და მოკლა. ამურაომ მომენტით ისარგებლა და სანამ რიჩარდს მისთვის ზურგი ჰქონდა შექცეული, ოთახიდან გაპარვა და დამალვა შეძლო.ამ დროს, საერთო საცხოვრებელში კიდევ ორი გოგონა მივიდა - სიუზან ფარისი და მერი ენ ჯორდანი, რომლებიც სპეკმა სახლში შესვლისას დანით გამოასალმა სიცოცხლეს. მოგვიანებით კი სახლში 22 წლის ჯინ დევიც მივიდა, რომელიც დამნაშავემ გააუპატიურა და დაახრჩო.სავარაუდოდ, გოგონების სახლში შესვლის გამო, სპეკს სათვალავი აერია და ამურაო დაავიწყდა. გოგონა დილის 6 საათამდე საწოლის ქვეშ იმალებოდა. ამურაო სამალავიდან გამთენიისას გამოვიდა და უახლოესი ფანჯრიდან ყვირილი დაიწყო. პოლიცია ადგილზე მალევე მივიდა და გამოძიებაც დაიწყო.მიუხედავად იმისა, რომ სპეკი გაიქცა, ის რამდენიმე დღეში დააკავეს. კაცი საავადმყოფოში ექიმებმა ტატუს მეშვეობით ამოიცნეს და პოლიციას დაუკავშირდნენ.სასამართლო პროცესზე რიჩარდმა განაცხადა, რომ დანაშაულის ჩადენა არ ახსოვს, თუმცა, ამურაომ მისი ამოცნობა შეძლო და პირდაპირ დაადო ხელი. ამასთან ერთად, პროკურატურამ განაცხადა, რომ დანაშაულის ადგილზე აღმოჩენილ იქნა სპეკის თითის ანაბეჭდები.45 წლიანი განხილვის შემდეგ, ნაფიცმა მსაჯულებმა სპეკს გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანეს. თავდაპირველად, მას სასიკვდილო განაჩენი მიუსაჯეს, თუმცა, მოგვიანებით სასჯელი უვადო პატიმრობით შეიცვალა.სპეკი სასჯელს ილინოისის გამოსასწორებელ ცენტრში იხდიდა. მთელი იქ ყოფნის განმავლობაში, ის რეგულარულად მოიხმარდა ალკოჰოლსა და ნარკოტიკებს.1996 წელს ანონიმურმა წყარომ 1988 წელს გადაღებული უცნაური ვიდეო გაავრცელა, სადაც სპეკს ქალის მსგავსი მკერდი და აბრეშუმის საცვლები უჩანს და პატიმართან ორალური სექსით არის დაკავებული. როგორც გაირკვა, კაცი ქალის ჰორმონებს მოიხმარდა.ჩანაწერში ისმის, რომ კამერის მიღმა პატიმარმა სპეკს ჰკითხა თუ რატომ მოკლა სხვა სტუდენტი, რაზედაც მან უპასუხა: „უბრალოდ, მათი დღე არ იყო“ და გაეცინა.რიჩარდ სპეკი 1991 წლის 5 დეკემბერს, გულის შეტევით გარდაიცვალა.ასევე ნახეთ:„სამართალდამცველებმა მკვლელის მიერ დამზადებული შემზარავი საგნები აღმოაჩინეს" - "პლეინფილდის ჯალათის" საქმეისრაელიდან დამატებითი რეისი შესრულდა - „ჯორჯიან ეარვეისმა“ პირდაპირი ფრენით მგზავრები თელავივიდან ჩამოიყვანა„იმდენად პატარა იყო, რომ მისთვის ელექტროიდის მორგება გართულდა, ნიღაბი კი ძალიან დიდი ჰქონდა“ - ჯორჯ სტინი უმცროსის ტრაგიკული ისტორია

ელისაბეტ სმარტი

1698771597

„ხეზე აბამდა, ალკოჰოლისა და ნარკოტიკების მიღებას აიძულებდა...“ - ელიზაბეტ სმარტის ცხრათვიანი ტყვეობის ისტორია, რომელიც "წინასწარმეტყველის" დაკავებით დასრულდა

2002 წლის ივნისის ერთ ჩვეულებრივ ღამეს, სოლტ ლეიკ სიტიში, სმარტების სახლში ბრაიან დევიდ მიტჩელი შეიჭრა. კაცი დარწმუნებული იყო, რომ ის გახლდათ მორმონი წინასწარმეტყველი, რომელსაც შვიდი ქალიშვილი უნდა მოეყვანა ცოლად.კაცი 14 წლის ელიზაბეტ სმარტის ოთახში შეიპარა, დანით დაემუქრა და გაიტაცა, რათა ბავშვი მისი პირველი "ცოლი" გამხდარიყო. გოგონამ ცხრა თვე ბრაიანისა და მისი ნამდვილი ცოლის, ვანდა ბარზის ტყვეობაში გაატარა, რა დროსაც მას ასმევდნენ ალკოჰოლს, ნარკოტიკებს აღებინებდნენ და აიძულებდნენ პორნოგრაფიის ყურებას.საბოლოოდ, გოგონამ გადარჩენა მოახერხა. დღეს ის სექსუალური ძალადობის მსხვერპლებს ეხმარება. საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილია ბრაიან დეივიდ მიტჩელის ისტორია და ცოტამ თუ იცის, მისი ცხოვრების შემზარავი დეტალები.სანამ ბრაიან დევიდ მიტჩელი ელიზაბეტის სახლში შეიჭრებოდა, ის ძალადობრივ ცხოვრებას ეწეოდა. 1953 წლის 17 ოქტომბერს, მორმონების ოჯახში დაბადებულმა მიტჩელმა ადრეული ასაკიდანვე გამოავლინა უცნაური მიდრეკილებები.უცხოური მედიის ცნობით, ბრაიანი სასტიკად ექცეოდა დედას და თავის ხუთ დედმამიშვილს. 16 წლის ასაკში მან სახლი დატოვა, რის შემდეგაც ის მალევე რვა წლის გოგონას სექსუალური შევიწროებისთვის დააკავეს.პირველ მეუღლესთან მას ორი შვილი ეყოლა, რომლებიც ცოლთან განქორწინების შემდეგ გაიტაცა, ნიუ ჰემფშირში წაიყვანა და თვითონ კრიშნას მიმდევრებს შეუერთდა.1983 წელს კაცი იუტაში დაბრუნდა და მეორედ იქორწინა. შვილები კი მინდობით აღზრდაში გადაიყვანა.მიტჩელის მეორე ქორწინებამ მისი სასტიკი ბუნება გამოავლინა. კაცმა კარგად იცოდა, რომ მეუღლეს თაგვების ეშინოდა და ერთხელ მას ქილით თაგვი მიუყვანა. ერთ დღეს კი მან 50 მკვდარი თაგვი დაუტოვა ღუმელში, რათა ის შეეშინებინა. ქორწინება 1985 წელს იმ მიზეზით დასრულდა, რომ კაცი თავის გერებზე ძალადობდა.განქორწინებიდან მალევე მიტჩელმა თავის მესამე ცოლზე, ვანდა ბარზეზე იქორწინა. კაცმა სწორედ ამ დროს დაიჯერა, რომ ის მორმონი წინასწარმეტყველი გახლდათ. მან ვანდაზეც დაიწყო ძალადობა და მისი ქალიშვილის სექსუალურად შევიწროება.ბრაიანმა თმისა და წვერის გაზრდა დაიწყო, რელიგიური სამოსი ჩაიცვა და საკუთარ თავს იმანუელი უწოდა. 2002 წელს კი გამოაცხადა, რომ ის უნდა გამხდარიყო მეფე, რომელსაც შვიდი ცოლი ეყოლებოდა, რადგან ისინი მას ანტიქრისტესთან ბრძოლაში უნდა დახმარებოდნენ.მიუხედავად იმისა, რომ მორმონთა ეკლესიამ მისი მოკვეთის პროცესი დაიწყო, მიტჩელს გეგმის განხორციელება მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი და უკვე იცოდა, თუ ვინ იქნებოდა მისი პირველი "ცოლი".2002 წლის 5 ივნისს ბრაიანი სოლტ ლეიკ სიტიში, სმარტების სახლში შეიჭრა და გეზი საძინებლისკენ აიღო, რომელსაც 14 წლის ელიზაბეტ სმიტი უმცროს დასთან, მერი კეტრინთან იზიარებდა. კაცმა გოგონას ყელზე დანა მიადო, გააღვიძა და მუქარით გაიყვანა სახლიდან. სწორედ აქედან დაიწყო ელიზაბეტის ცხრათვიანი კოშმარი.მიტჩელმა გოგონა სახლიდან რამდენიმე კილომეტრის დაშორებით, ბანაკში წაიყვანა, მას "შეარჯაშუბი" დაარქვა და მის ცოლად გამოაცხადა. კაცი მას ყოველდღიურად აუპატიურებდა, ხეზე აბამდა, პორნოგრაფიის ყურებას აძალებდა, ალკოჰოლისა და ნარკოტიკების მიღებას აიძულებდა და ოჯახზე ლაპარაკს უკრძალავდა.ელისაბეტის გატაცებიდან რამდენიმე კვირაში, ახალგაზრდა მამაკაცი გოგონას ბიძაშვილის სახლში შეიჭრა და მისი გატაცებაც სცადა, თუმცა უშედეგოდ.სექტემბრის დასაწისში მიტჩელი, ვანდა და ელისაბეტი სან-დიეგოში გადავიდნენ და ბანაკებსა და უსახლკაროთა თავშესაფრებში ცხოვრობდმენ. სმარტის თქმით, სან-დიეგოში ყოფნისას, კაცმა კიდევ ერთი გოგოს გატაცება სცადა.მიტჩელი ელისაბეტთან ერთად ხშირად გადაადგილდებოდა. რამდენჯერმე სოლტ ლეიკ სიტიშიც კი წაიყვანა, მაგრამ გოგონას სახე ყოველთვის დაფარული უნდა ჰქონოდა.როგორც აღმოჩნდა, გატაცების ღამეს ელიზაბეტის გარდა მის უფროს დას, მერი კეიტსაც ეღვიძა და მეტიც, მამაკაცის ამოცნობა ხმის საშუალებით შეძლო. გოგონამ მშობლებს უთხრა, რომ ელიზაბეტი ადგილობრივმა მათხოვარმა - იმანუელმა გაიტაცა, რომელიც ოჯახს სახურავის შესაკეთებლად ჰყავდა დაქირავებული.მომხდარიდან მალევე, სმარტების ოჯახმა საჯაროდ წარადგინა "იმანუელის" ფოტორობოტი.მიტჩელმა ელიზაბეტს და ვანდას განუცხადა, რომ ნიუ-იორკში ან ბოსტონში უნდა გადასულიყვნენ, თუმცა, ელიზაბეტმა მათ დააჯერა, რომ ღმერთს სურდა, რომ მათ სოლტ ლეიკ სიტიში ეცხოვრათ. გამტაცებლებმა გოგონას დაუჯერეს და დაბრუნება გადაწყვიტეს.დაბრუნებიდან მალევე, ორმა ადამიანმა პოლიციას შეატყობინა, რომ მიტჩელი ელისაბეტთან ერთად სოლტ ლეიკ სიტის ცენტრში დაინახეს. 2003 წლის 12 მარტს კი ელისაბეტი ბრაიანის ტყვეობიდან დაიხსნეს.ბრაიან დევიდ მიტჩელი სასამართლო პროცესებზე დაუმორჩილებლობას აცხადებდა და არაადეკვატურად იქცეოდა. კაცი, რომელიც თავს თითქოსდა მეფედ თვლიდა, პროცესის მიმდინარეობისას ხშირად მღეროდა საშობაო სიმღერებსა და საგალობლებს, რის გამოც მას დარბაზიდანაც აძევებდნენ.მიტჩელისგან განსხვავებით, ელისაბეტმა მოსამართლეს დეტალურად განუმარტა, თუ რისი გავლა მოუწია მას ცხრა თვის განმავლობაში, რის შემდეგაც დამნაშავეს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა. რაც შეეხება ვანდა ბარზეს, მან მიტჩელის წინააღმდეგ ჩვენება მისცა და სასჯელის სახით 15 წლიანი პატიმრობა განესაზღვრა.დღეს ელიზაბეტ სმარტი მწერალი და აქტივისტია. თავისი საქმიანობის ფარგლებში კი ხშირად ურთიერთობს სექსუალური ძალადობის მსხვერპლებთან და მათ ეხმარება. რაც შეეხება დამნაშავეებს, ბრაიან დევიდ მიტჩელი დღემდე პატიმრობაში იმყოფება, ხოლო ვანდა 2018 წელს გაათავისუფლეს.ასევე ნახეთ:"გოგონას არაადამიანურ წამებაში ოჯახის ყველა წევრი იღებდა მონაწილეობას..." - სილვია ლიკენსის მკვლელობისთვის, 37 წლის ქალთან ერთად, რამდენიმე არასრულწლოვანიც დააკავეს„ის მსხვერპლს განცხადებით ეძებდა..." - კანიბალის დაუჯერებელი ისტორია, რომელსაც სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა"...მომხდარიდან 10 წელიწადში, მკვლელობების სერია დაიწყო" - გამოძიების მიერ მოპოვებული გამაოგნებელი ფაქტები ქალზე, რომელიც კაცებს გასართობად კლავდა