1732563617
ბილი აილიშმა აღიარა, რომ მას ქალები იზიდავს
ბილი აილიშმა ქალების მიმართ გრძნობებზე უცხოურ მედიასთან ისაუბრა. მომღერალმა განმარტა, რომ მას არასდროს შეეძლო სხვა ქალებთან ურთიერთობა, თუმცა ისინი მასში ყოველთვის იწვევდნენ აღფრთოვანებას.
"მე ისინი ძალიან მიყვარს და ნამდვილად მიზიდავენ, როგორც ადამიანები. მე ქალებთან ღრმა კავშირები მაქვს. ფიზიკურად მიზიდავენ, მაგრამ ასევე მეშინია მათი." აღნიშნა ბილიმ.
მოგვიანებით ბილიმ აღიარა, რომ ის გენდერულ იდენტობის გამორკვევას ცდილობს - "გულწრფელად რომ გითხრათ, მე არასდროს მიგრძნია ქალად. არასდროს მიგრძნია, რომ სასურველი და ქალური ვარ. ყოველთვის მიწევს თავი დავარწმუნო, რომ ლამაზი გოგო ვარ, თუმცა თავი არასდროს მიგრძნია გოგოდ".
რამდენადაც ვიცით, ბილის არასდროს ჰქონია ქალთან ურთიერთობა. მომღერლის წარმომადგენლის თქმით, ის ამჟამად მარტოა.
ასევე ნახეთ:
ბალენსიაგას ახალი გლობალური ამბასადორი ჰყავს