უცნობმა თავდამსხმელებმა ნეიმარის ქალიშვილის გატაცება სცადეს

ნეიმარი

სამშაბათს ნეიმარის შეყვარებულის, ბრუნა ბიანკარდის სახლში სამი მამაკაცი შეიჭრა.

უცხოური მედიის ცნობით, ეჭვმიტანილები ნეიმარისა და ბრუნას შვილს, ერთი თვის მავის ეძებდნენ, თუმცა ბავშვის გატაცება ვერ მოახერხეს, რადგან სახლში მხოლოდ ქალის დედ-მამა დახვდათ.

შეიარაღებულმა მამაკაცებმა ბრუნას მშობლები დააბეს და ძვირფასეულობა მოიპარეს.

მეზობლებმა მალევე შეატყობინეს დაცვას შეჭრის შესახებ და საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა.

ადგილზე ერთ-ერთი ეჭვმიტანილი, 20 წლის ახალგაზრდა დააკავეს, რომელიც სავარაუდოდ ბრუნას მეზობელია. როგორც ირკვევა, სწორედ ის დაეხმარა თანამზრახველებს სახლში შესვლაში.

პოლიცია დანარჩენი ორი დამნაშავის ძებნას განაგრძობს.

ასევე ნახეთ:

People-მა 2023 წლის ყველაზე სექსუალური მამაკაცი დაასახელა

Nike-მა New Balance-სსა და Skechers-ს უჩივლა

რა ფერები იქნება ტრენდული ინტერიერის დიზაინში 2024 წელს