კესარია აბრამიძის ოჯახი პირველ განცხადებას ავრცელებს
1727984940
ერთი შეხედვით, პიტერ სკალი ჩვეულებრივი კაცი გახლდათ, რომელიც ოჯახთან ერთად მელბურნის გარეუბანში ცხოვრობდა, თუმცა, ყველაფერი მაშინ შეიცვალა, როდესაც, 2011 წელს, პოლიციისგან თავის დაღწევის მიზნით, ის ფილიპინებში გაიქცა.
როგორც გაირკვა, სკალი ბავშვთა პორნოგრაფიისა და მათი წამების კადრების გავრცელებით იყო დაკავებული.
მან შექმნა საერთაშორისო ქსელი, რომელიც ქმნიდა ჰარდკორ კონტენტს ბავშვების წამებითა და სექსუალური ძალადობით. მისი ვიდეო სახელწოდებით Daisy's Destruction გავრცელდა დარკნეტში. გააუპატიურა და აწამა 18 თვის ბავშვი. ის ასევე აიძულებდა ბავშვებს გაეთხარათ საკუთარი საფლავები, სანამ თოკით დაახრჩობდა მათ.
კაცი ღარიბ და სასოწარკვეთილ ოჯახებს არწმუნებდა, რომ მათი შვილები საზღვარგარეთ განათლებასა და უზრუნველ ცხოვრებას მიიღებდნენ, თუმცა, სინამდვილეში მათ აწამებდა, სექსუალურად ავიწროებდა, პორნოგრაფიულ ვიდეოებს უღებდა და ყიდდა.
ის 2015 წელს დააპატიმრეს და სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს, 2018 წელს კი 129 წლიანი პატიმრობა დაუმატეს. 2022 წელს კი საქმის პროკურორებმა ფილიპინების ხელისუფლებას სპეციალურად სკალისთვის, სიკვდილით დასჯის აღდგენა სთხოვეს.
სკალის მალევე მიენიჭა მსოფლიოს ყველაზე "ცუდი" პედოფილის სტატუსი.
პიტერ სკალი 1963 წელს ავსტრალიის დედაქალაქ მელბურნში დაიბადა. კაცი დაქორწინდა და მეუღლესთან და ორ შვილთან ერთად მელბურნის გარეუბანში დასახლდა.
მოგვიანებით, მან ოჯახი დატოვა და საცხოვრებლად ქალაქში გადავიდა. მეზობლების დახასიათებით ის არაფრით გამორჩეული, მორცხვი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდა.
ქალაქში მან დანაშაულებრივი სქემა შეიმუშავა, რომლითაც 20 ინვესტორისგან 2,68 მილიონ დოლარზე მეტის მიღება მოახერხა. მან მალაიზიელი შეყვარებული გაიჩინა, რომელიც იმ დროს თინეიჯერი გახლდათ და მასთან ერთად გარეუბნის სექს-წვეულებებზე სიარული დაიწყო.
2009 წელს პიტერი ფინანსური პოლიციის ყურადღების ცენტრში მოექცა, რის გამოც მას ორი წლის შემდეგ გაქცევა მოუწია. ის კუნძულ მინდანაოზე, ფილიპინებში დასახლდა და იმპერიის შენება დაიწყო.
კაცმა პედოფილების საერთაშორისო რგოლი შექმნა, რომელიც არასრულწლოვნებზე სექსუალურ ძალადობასა და მათ წამებას ეფუძნებოდა. მან დააარსა წარმოება No Limits Fun (ულიმიტო გართობა), საიდანაც ის კლიენტების მიერ ჩარიცხული თანხების სანაცვლოდ ბავშვების მიმართ სასტიკი მოპყრობის კადრებს ინტერნეტში, ეგრედწოდებულ Dark Web-ში ავრცელებდა.
სკალი ღარიბ და დაუცველ ბავშვებს იტაცებდა. ის გაჭირვებაში მყოფ მშობლებს ჰპირდებოდა, რომ მათ შვილებს საკვებითა და განათლებით უზრუნველყოფდა. დამნაშავე ორ თანამხრახველ ქალთან ერთად, კარმე ენ ალვარესთან და ლიზილ მარგალოსთან ერთად მუშაობდა, რომლებიც სკალის ვიდეოებშიც ჩნდებოდნენ.
პიტერის კონტენტი იმაზე შემაშფოთებელი აღმოჩნდა, ვიდრე ეს ვინმეს წარმოედგინა. გაუპატიურებისა და წამების ამსახველ ვიდეოებში 18 თვის ასაკის ბავშვზეც კი ძალადობდნენ. ვიდეოში, სახელწოდებით Daisy's Destruction (დეიზის განადგურება), ნაჩვენებია ერთი წლის ლიზასა და ორი წლის დეიზის მიმართ განხორციელებული არაადამიანური მოპყრობა. კადრები იმდენად შემზარავი იყო, რომ ბევრი გამომძიებელი თვლიდა, რომ მისი არსებობა უბრალოდ მითი იყო.
როგორც ცნობილია, პიტერს მოკლული ჰყავდა 11 წლის ბავშვი, რომელიც მან დაახრჩო და ცხედარი სახლის ქვეშ დამარხა.
ყველაზე შემაშფოთებელი კი ის არის, რომ სკალის უამრავი მომხმარებელი ჰყავდა. ადამიანები ერთი ვიდეოს ნახვაში 10 000 დოლარს იხდიდნენ.
ამავდროულად, კიდევ ერთი ავსტრალიელი პედოფილი - 22 წლის მეთიუ დევიდ გრეჰემი, იგივე "ლუქსი" გამოჩნდა, რომელიც პიტერის ძალადობრივმა ვიდეომ შეიპყრო. ის Dark Web-ის ერთ-ერთ ცნობილ საიტს, Hurt2theCore-ს მართავდა, რომელზედაც მცირეწლოვანი ბავშვების ვიდეოები იდებოდა. კონტენტი ცნობილია, როგორც პორნოგრაფიის ფორმა, რომელიც არასიმულირებულ ტკივილსა და წამებას შეიცავს.
სწორედ ლუქსმა გადაიღო პიტერის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული კადრები და საკუთარ საიტზე განათავსა, რითაც დიდი აუდიტორია მიიზიდა. ვიდეოში ისმის ჰოლანდიურ ენაზე საუბარი, რამაც ნიდერლანდების პოლიციის ყურადღება მიიპყრო. საბოლოოდ დადგინდა, რომ პირი არ საუბრობდა ჰოლანდიურად და მას უბრალოდ ძლიერი ავსტრალიური აქცენტი ჰქონდა, თუმცა, სამართალდამცველებმა ლუქსის წინააღმდეგ უამრავი მტკიცებულება შეაგროვეს და 2015 წელს საქმე საერთაშორისო სასამართლომდე მიიტანეს.
სკალის დაჭერა რთული აღმოჩნდა, თუმცა, ხანგრძლივი სამძებრო სამუშაო წარმატებით დასრულდა და კაცი 2015 წელს ლუქსთან ერთად დააკავეს, რომელსაც 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
ამავე წელს, პიტერის სამუშაო ოთახში საეჭვოდ გაჩნდა ხანძარი, რომელმაც არაერთი მტკიცებულება გაანადგურა. აღნიშნული მოიცავდა აპარატურას, მეხსიერების ბარათებს, კამერებსა და ჯაჭვს, რომელსაც ის ძალადობის დროს იყენებდა. თუმცა, მის წინააღმდეგ წარდგენილი სხვა მტკიცებულებები მისი ბრალეულობის დასადგენად საკმარისი აღმოჩნდა.
"ყველაზე გამანადგურებელი რამ არის, რაც კი ოდესმე მინახავს. ამაზე საუბრის დროსაც კი ტირილი მინდება" - აღნიშნა ერთ-ერთმა ადვოკატმა.
პიტერის წინააღმდეგ ჩვენება სასამართლოს მინიმუმ ათმა მსხვერპლმა მისცა. სკალის სამუდამო პატიმრობა მიესაჯა, რასაც მოგვიანებით კიდევ 129 წელი დაემატა. მიუხედავად ამისა, ფილიპინები ბავშვთა ძალადობისა და ექსპულატაციის ცენტრად რჩება. დეტექტივი პოლ ჰოპკინსის თქმით, პიტერ სკალი, უბრალოდ, ერთ-ერთია იმ დამნაშავეებიდან, რომლებიც ამ საქმიანობას ეწევიან.
ასევე ნახეთ: