ყვარლის მუნიციპალიტეტში ხანძარია
1732287233
35 წლის ინდონეზიელ ფეხბურთელს თამაშის დროს მეხი დაეცა.
ამხანაგური მატჩის დროს მომხდარ ტრაგედიას სეპტიან რაჰარაჯა ემსხვერპლა.
სტადიონზე არსებული კამერების მიერ დაფიქსირებული შემთხვევის ვიდეო ინტერნეტსივრცეში გავრცელდა. კადრებში კარგად ჩანს, თუ როგორ ეცემა ფეხბურთელს მეხი, რის შემდეგაც მოთამაშეები მის დასახმარებლად მირბიან.
როგორც ირკვევა, ახალგაზრდა მამაკაცს შემთხვევის ადგილზე სასიცოცხლო ნიშნები გააჩნდა, თუმცა ის საავადმყოფოში გარდაიცვალა.
გავრცელებული ინფორმაციით, სეპტიან რაჰარაჯა არ არის ერთადერთი სპორტსმენი, რომელიც ასეთ იშვიათ შემთხვევას ემსხვერპლა.
2004 წლის მარტში, 18 წლის ფეხბურთელი ჯიანგ ტაო სტადიონზე, მეხის დაცემის შედეგად გარდაიცვალა.
ანალოგიური ტრაგედია 2023 წლის დეკემბერში ბრაზილიაშიც მოხდა, რამაც 21 წლის ახალგაზრდის სიკვდილი და ექვსი ადამიანის დაშავება გამოიწვია.
ასევე ნახეთ:
თოვლჭყაპი, ღამით - 2 გრადუსი - როდიდან უნდა ველოდოთ ამინდის გაუარესებას
ქავთარაძის ქუჩიდან ნაშოვნი 42 მილიონი ევრო - წითელი ცირკულარით ძებნილი ქალი თბილისში იპოვეს