„თქვენ იღბლის ფავორიტები ხართ“ - ზოდიაქოს ეს ნიშნები 2025 წელს გამდიდრდებიან
1732308365
1984 წლის 28 აგვისტოს 18 წლის ელიზაბეტ ფრიცლი გაუჩინარდა.
გოგონას დედამ დაუყოვნებლივ მიმართა პოლიციას, რომელიც დაუღალავად ეძებდა დაკარგულ ელისაბეტს. რამდენიმე კვირის შემდეგ, ოჯახს ელისაბეტისგან წერილი მიუვიდა, სადაც ის წერდა, რომ ოჯახური ცხოვრებით დაიღალა და სახლიდან გაიქცა.
მამამ, ჯოზეფ ფრიცლმა პოლიციას განუცხადა, რომ ის, სავარაუდოდ, რელიგიურ დაჯგუფებას შეუერთდა, რომელზეც გაუჩინარებამდე ხშირად საუბრობდა.
სინამდვილეში, კაცმა ზუსტად იცოდა, თუ სად იყო მისი ქალიშვილი. 1984 წლის 28 აგვისტოს ჯოზეფმა ქალიშვილს სარდაფში ჩასვლა სთხოვა და უთხრა, კარის დამონტაჟებაში დახმარებოდა. გოგონამ კარი დაიჭირა, მამამ შვილს სახეზე ეთერით გაჟღენთილი ტილო ააფარა, ხოლო როდესაც გოგონამ გაიღვიძა უკვე გამოკეტილი იყო.
კაცი ელიზაბეტის დედას და პოლიციას ატყუებდა, რომ გოგონა ნამდვილად რელიგიურ დაჯგუფებასთან ერთად იმყოფებოდა, რის გამოც გამოძიება შეწყდა. სინამდვილეში კი, გოგონამ 24 წელი მამის ტყვეობაში გაატარა.
ჯოზეფი ყოველ დილით ჩადიოდა სარდაფში და ხანდახან ღამითაც რჩებოდა. ოჯახის დანარჩენი წევრები კი ფიქრობდნენ, რომ კაცი იქ მუშაობდა.
რაც შეეხება ელიზაბეტს, სარდაფში ჩაკეტვიდან ორი წლის შემდეგ, მამამ მასზე სექსუალური ძალადობა დაიწყო. როგორც მოგვიანებით გაირკვა, კაცი შვილზე 11 წლის ასაკიდან ძალადობდა, თუმცა, მისი ჩაკეტვიდან ორი წელი გოგონაზე ზეწოლა არ მოუხდენია.
ელიზაბეტი მალევე დაფეხმძიმდა, თუმცა, 10 კვირის შემდეგ მუცელი მოეშალა. 1988 წელს კი მას გოგონა, სახელად ეყოლა, ორი წლის შემდეგ კი ბიჭი გაუჩნდა, რომელსაც სტეფანი დაარქვა.
ბავშვები დედასთან ერთად სარდაფში ცხოვრობდნენ. ელიზაბეტი ცდილობდა, შვილებისთვის ელემენტარული განათლება მიეცა და შეზღუდულ პირობებში მათთვის ცხოვრება გაემარტივებინა.
24 წლის განმავლობაში, გოგონას საკუთარი მამისგან შვიდი შვილი შეეძინა. ერთი დაბადებიდან მალევე გარდაიცვალა, ერთი დედასთან ერთად სარდაფში დარჩა, დანარჩენები კი ჯოზეფმა როზმარისთან ერთად გაზარდა. კაცი ცოლს ატყუებდა, რომ ბავშვებს სახლთან ახლოს პოულობდა. ყოველ ჯერზე, ქალს წერილს აჩვენებდა, რომელშიც ეწერა, რომ მშობლებს ბავშვის რჩენა არ შეეძლოთ და აღსაზრდელად ფურცლებს უტოვებდნენ.
სოციალური სამსახური მოხუც წყვილს ბავშვების დატოვების უფლებას აძლევდა. სოცმუშაკებს სჯეროდათ, რომ როზმარი და ჯოზეფი ,სინამდვილეში, ჩვილების ბებია-ბაბუა იყვნენ.
2008 წელს, სარდაფში მყოფი 19 წლის კრისტინი ავად გახდა, რის გამოც ჯოზეფმა მისი საავადმყოფოში წაყვანა გადაწყვიტა. ადგილზე მისულმა კაცმა მედიკოსებს განუცხადა, რომ გოგონას დედის წერილი ჰქონდა, რომელშიც მისი მდგომარეობა იყო აღწერილი.
პოლიცია ერთი კვირის განმავლობაში ჰკითხავდა კერსტინს და საზოგადოებას მისი ოჯახის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას სთხოვდა. ბუნებრივია, რომ მისი მშობლები კონტაქტზე არ გამოსულან. საბოლოოდ, სამართალდამცველებმა ჯოზეფის კეთილსინდისიერებაში ეჭვი შეიტანეს და გამოძიება დაიწყეს.
2008 წლის 26 აპრილს კაცმა ელიზაბეტი სარდაფიდან გაუშვა. გოგონა 24 წლის განმავლობაში პირველად გამოვიდა ოთახიდან და მაშინვე შვილის სანახავად, საავადმყოფოში გაეშურა. ექიმებს ქალის გამოჩენა საეჭვოდ მოეჩვენათ და პოლიციას დაუკავშირდნენ.
დაკითხვისას ელიზაბეტმა სამართალდამცველებს 24 წლიანი ტყვეობის შესახებ ყველაფერი მოუყვა. მან პოლიციას უთხრა, რომ საკუთარ მამასთან შვიდი შვილი ჰყავდა და მოჰყვა, თუ როგორ ძალადობდა მასზე ჯოზეფი. როგორც გაირკვა, ქალი მამის მხრიდან სექსუალურ ძალადობას 11 წლის ასაკიდან განიცდიდა.
პოლიციამ ჯოზეფ ფრიცლი დააკავა და სარდაფში მყოფი ბავშვები გაათავისუფლა. როზმარი ფრიცლი სახლიდან გაიქცა. მან არაფერი იცოდა სარდაფში განვითარებული მოვლენების შესახებ.
დამნაშავეს უვადო პატიმრობა მიესაჯა. რაც შეეხება ელიზაბეტს, ის ავსტრიის ერთ-ერთ სოფელში შეცვლილი სახელით და გვარით ცხოვრობს და არ ურთიერთობს მედიასთან.
ასევე ნახეთ:
ვიდეოთამაშის გამო დაწყებული კონფლიქტი, რომელიც სასტიკი მკვლელობით დასრულდა
"მან, ერთ ღამეში, რვა მედდა მოკლა..." - რიჩარდ სპეკის დანაშაული და სასჯელი