ვიდეოები

1714988990

„5 წლიანი განშორების შემდეგ მამა გიორგის პირველი შეხვედრა დედასთან, აღდგომა ღამეს“- სოციალურ ქსელში ემოციური კადრები ვრცელდება

ფოტოგრაფი dantesiphotography სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ჩანს, როგორ ხვდება მოძღვარი მონატრებულ დედას.„5 წლიანი განშორების შემდეგ დედა-შვილის პირველი შეხვედრა ტაძარში, აღდგომა ღამესმამა გიორგის შეხვედრა დედასთან“, – ვკითხულობთ ვიდეოს აღწერაში.ვიდეოს სოციალურ ქსელში ბევრი მოწონება და კომენტარი აქვს.„როგორი ბავშვული ღიმილი აქვს სახეზე მამაოს“,„მთელმა ბავშვობამ გაურბინა ალბათ თვალწინ“, – წერენ სოციალურ ქსელში.  @dantesiphotography777 5 წლიანი განშორების შემდეგ დედა-შვილის პირველი შეხვედრა ტაძარში, აღდგომა ღამეს ❤️❤️❤️ მამა გიორგის შეხვედრა დედასთან ❤️❤️❤️ #დანტესი #dantesiphotography #dantesi #ფორიუ #fyp #foryou ♬ original sound - DANTESI photography 📸

მამა გიორგი

ტაბლოიდი

სოციალური თემა

puli

1710493056

დღეიდან ამ პირებს სესხზე პროცენტი შეუმცირდათ - ნახეთ, ხართ თუ არა მათ სიაში

სახელმწიფოსა და „ლიბერთი ბანკს“ შორის მიღწეული შეთანხმების თანახმად, 150 000 პენსიონერს სესხის პროცენტი დღეიდან შეუმცირდება.„ლიბერთი ბანკში“ აცხადებენ, რომ 15 მარტიდან განახლდება პირობები იმ მომხმარებლებისთვის, რომლებიც სარგებლობენ 2023 წლის პირველ იანვრამდე გაცემული პენსიით უზრუნველყოფილი სესხებით.კერძოდ, „ლიბერთი ბანკის“ გადაწყვეტილებით, პენსიით უზრუნველყოფილ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი შეუმცირდება ყველა იმ პირს, ვისაც არ უსარგებლია 2023 წელს დაწესებული განახლებული პირობებით. შესაბამისად, ცვლილება შეეხება 2023 წლის პირველ იანვრამდე გაცემულ საპენსიო სესხებსა და ოვერდრაფტებს.„ამ ცვლილების შედეგად, 150 000-მდე პენსიის მიმღებ პირს ავტომატურად დაუკორექტირდება სესხის მიმდინარე პირობები და საპროცენტო განაკვეთი გაუტოლდება განახლებული პირობებით გაცემული სესხების პროცენტს“, – აღნიშნულია ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.შეგახსენებთ, 2023 წლიდან საპენსიო სესხების მომხმარებლებისთვის ახალი პირობები განისაზღვრა და სახელმწიფოსა და „ლიბერთი ბანკს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულებით დაწესდა სპეციალური ფორმულა, რომელზე დაყრდნობითაც საპენსიო სესხის განაკვეთი უნდა ითვლებოდეს შემდეგნაირად – ექვსთვიან TIBR ინდექსს პლუს 15%. TIBR-ის ინდექსი არის თბილისის ბანკთაშორისი განაკვეთის ინდექსი, რომელიც როგორც წესი ეროვნული ბანკის რეფინანსირების განაკვეთის ტოლია. შესაბამისად, არსებული მდგომარეობით, საპენსიო სესხების განაკვეთი 23-24 პროცენტის ფარგლებში უნდა იყოს.ცვლილება შეეხოთ იმ პირებს, რომლებსაც საპენსიო სესხის ხელშეკრულება 2023 წლამდე ჰქონდათ გაფორმებული. განაკვეთების ცვლილება 15 მარტს მოხდება.საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე 22 თებერვალს ეროვნული ბანკისა და „ლიბერთი ბანკის“ წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ 150 000-ზე მეტ პენსიონერს სესხის პროცენტი შეუმცირდება.

სხვა სიახლეები

ზოდიაქო წიგნები

ჰოროსკოპი 1715063073

რა გიშლით ხელს წარმატებული და ბედნიერი ცხოვრების მოწყობაში

საკუთარ თავს რომ დაეხმაროთ და ცხოვრების ორი ძირითადი სფერო – სიყვარული და მატერიალური კეთილდღეობა მოიწესრიგოთ, ამაში ასტროლოგიური რჩევები დაგეხმარებათ. საცხოვრებელი და სამუშაო ადგილის მოწყობის ძველი ჩინური ხელოვნება ანუ ფენ-შუი, ბევრ რეკომენდაციას იძლევა, რომელიც პრაქტიკულ ცხოვრებაში ძალიან წაგადგებათ უკეთესი მომავლის მოწყობაში.ფენ-შუი, სიტყვასიტყვით, ქარსა და წყალს ნიშნავს და ხუთი ათას წელს ითვლის. მას საფუძვლად უდევს უხილავი და უხმო, ყოვლისმქმნელი კოსმიური ენერგიის „ცის“ შესწავლა. „ცი“ კი ყველაფერშია, ბალახით დაწყებული, კოსმოსით დამთავრებული. ის ჩვენამდე მზის შუქით, სითბოთი, ქარითა და წყლით აღწევს. რაც უფრო მაღალია „ცის“ კონცენტრაცია, მით უფრო ჯანსაღია ჩვენი ცხოვრების წესი, ანუ, გვაქვს წარმატებული კარიერა, სიყვარული, ურთიერთობა და ასე შემდეგ.გირჩევთ, გაითვალისწინოთ ქვემოთ მოყვანილი რჩევები და თავადვე დაეხმაროთ საკუთარ თავს უკეთესი მომავლის მოწყობაში.* იზრუნეთ თავისუფალ სივრცეზე, რათა „ციმ“ ლაღად იმოძრაოს. ამისთვის თავიდან მოიცილეთ უსარგებლო ნივთები – ისინი ბოჭავენ სივრცეს და აკავებენ „ცის“ ენერგიის შემოდინებასა და ცირკულაციას ბინასა თუ ოფისში;* არ ვარგა შემოსასვლელში, კარის წინ სარკის დაკიდება ან დადგმა – ეს „ცის“ არეკვლას გამოიწვევს და ენერგია სახლში ვერ შემოვა;* მოაშორეთ სახლში ბასრი კუთხეები, რომლებიც „ცის“ მჭრელ ენერგიად გადააქცევს. კარგია ასეთი ადგილების ყვავილებით მორთვა;* ეცადეთ, სახლის ყველა კუთხე-კუნჭულში შუქი იღვრებოდეს და ყველა ადგილი განათებული იყოს;* ტუალეტის ან აბაზანის კარი, ასევე, უნიტაზის სახურავი, დახურული უნდა იყოს, თორემ, მთელი დადებითი ენერგია ჩაირეცხება;* საცხოვრებელ ბინაში დადებითი და კარგი ენერგიის საწინდარია ლამაზი მცენარეები – ისინი აქტიურად ასხივებენ დადებით ენერგიებს. ნახეთ სრულად

 შალვა პაპუაშვილი

პოლიტიკა 1715061538

FARA-ს რეესტრში შეყვანილია გიული ალასანია და კეზერაშვილის "ფორმულა" - ისინი 12 წელია აღარ არიან "მთავრობის სახელით მოქმედი პირები"- სწორედ ამგვარი სიმართლეს აცდენილი ინფორმაცია ახალისებს რადიკალურ ჯგუფებს - შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის მეთიუ მილერის განცხადებას ეხმიანება, რომ თითქოს ,,FARA ეხება იმ ადამიანებს, რომლებიც უცხოური მთავრობების სახელით მოქმედებენ და არა მათ, ვინც ლეგიტიმურ არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას ახორციელებენ”.როგორც შალვა პაპუაშვილი აღნიშნავს, FARA-ს რეესტრში შეყვანილია გიული ალასანია და დავით კეზერაშვილის ტელევიზია "ფორმულა", რომლებიც უკვე 12 წელია აღარ არიან საქართველოს "მთავრობის სახელით მოქმედი პირები".მისი განცხადებით, სწორედ ამგვარი ზედაპირულობა და სიმართლეს აცდენილი ინფორმაცია ახალისებს რადიკალურ ჯგუფებს საქართველოში.,,FARA-ს რეესტრში შეყვანილია გიული ალასანია და დავით კეზერაშვილის ტელევიზია "ფორმულა". ალბათ, ეს მაინც არ არის სადავო, რომ არც ერთი და არც მეორე, ღმერთის წყალობით, უკვე 12 წელია აღარ არიან საქართველოს "მთავრობის სახელით მოქმედი პირები".სწორედ ამგვარი ზედაპირულობა და სიმართლეს აცდენილი ინფორმაცია ახალისებს რადიკალურ ჯგუფებს საქართველოში.გვახსოვდეს, რომ გამჭვირვალების ქართული კანონი ამერიკულთან ახლოსაც ვერ მივა რეგულაციების სიმკაცრით - არ ეხება ფიზიკურ პირებს, არ ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას და ა.შ.,” - წერს შალვა პაპუაშვილო.

ჩუტყვავილა

მეცნიერება 1715061180

აღმოაჩინეს ჩუტყვავილას ახალი ფორმა, რომელიც შესაძლოა, უფრო საშიში იყოს

კონგო ცდილობს შეაჩეროს ჩუტყვავილას ეპიდემია. მეცნიერთა თქმით, სამთო ქალაქში აღმოჩენილი დაავადების ახალი ფორმა შეიძლება უფრო ადვილად გავრცელდეს ადამიანებში. ამის შესახებ Independent წერს .ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ განაცხადა, რომ კონგოს იანვრიდან მოყოლებული 4500-ზე მეტი საეჭვო შემთხვევა აქვს დაფიქსირებული, აქედან თითქმის 300 დაიღუპა. ასეთი მონაცემები სამჯერ მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. კონგომ ასევე გამოაცხადა დაავადება ქვეყნის მასშტაბით ჯანმრთელობის საგანგებო მდგომარეობად.კვლევის წამყვანმა ავტორმა განაცხადა, რომ „ჩუტყვავილას განვითარების ახალ ეტაპზე ვართ“. მისივე თქმით, ამ კვლევის შედეგები მალე ერთ-ერთ ჟურნალში გამოქვეყნდება.ამავდროულად, მკვლევარმა აღნიშნა, რომ პაციენტების უმეტესობის მიერ მოხსენებული დაზიანებები მსუბუქია და განლაგებულია სასქესო ორგანოებზე, რაც ართულებს დაავადების დიაგნოზს. აფრიკაში წინა ეპიდემიების დროს, დაზიანებები ჩვეულებრივ აღმოჩენილი იყო მკერდზე, ხელებსა და ფეხებზე. მან დასძინა, რომ ახალ ფორმას სავარაუდოდ აქვს უფრო დაბალი სიკვდილიანობა.მბალა-კინგბენმა აღნიშნა, რომ კონგოში ჩუტყვავილას მქონე ადამიანების ნახევარზე ნაკლები ტესტირება ხდება.ექსპერტმა აღნიშნა, რომ ადამიანების უმეტესობა ინფიცირდება სქესობრივი კონტაქტით.ცნობილია ჩუტყვავილას ორი სახეობის არსებობა, რომლებიც დაკავშირებულია ჩუტყვავილასთან და ენდემურია ცენტრალური და დასავლეთ აფრიკაში. პირველი ტიპი უფრო მძიმეა და შეიძლება ფატალური იყოს ინფიცირებულთა დაახლოებით 10%-ში. 2022 წელს დაფიქსირდა ტიპი 2 დაავადება, სადაც ინფიცირებულთა 99% გადარჩა.მბალა-კინგბენი და მისი კოლეგები აცხადებენ, რომ მათ აღმოაჩინეს ახალი ტიპის 1 ვარიანტი, რომელიც შეიძლება იყოს პასუხისმგებელი 240-ზე მეტი შემთხვევაზე. ესენი არიან მიგრანტების მნიშვნელოვანი რაოდენობა, რომლებიც მიემგზავრებიან აფრიკის სხვა ქვეყნებში და მის ფარგლებს გარეთ.„ეს მიგვანიშნებს, რომ ვირუსი ადაპტირდება ადამიანებში ეფექტურად გავრცელებისთვის და შეიძლება გამოიწვიოს საკმაოდ სერიოზული ეპიდემიები,” - გააფრთხილა მან.მიუხედავად იმისა, რომ ჩუტყვავილას ეპიდემიები დასავლეთში ვაქცინებისა და მკურნალობის წყალობით იქნა შეკავებული, კონგოში ცოტა რამ იყო ხელმისაწვდომი. ოფიციალური პირები ახლა აწარმოებენ მოლაპარაკებებს დონორ ქვეყნებთან, როგორიცაა იაპონია, რათა შეიძინონ ვაქცინები.

ანტონიო გუტერეში

მსოფლიო 1715060066

ანტონიო გუტერეში ისრაელსა და „ჰამასს“ მოუწოდებს, დამატებითი ძალისხმევა გამოიყენონ შეთანხმების მისაღწევად

გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში ისრაელისა და „ჰამასის“ ლიდერებს მიმართავს და მოუწოდებს, დამატებითი ძალისხმევა გამოიყენონ შეთანხმების მისაღწევად.როგორც უცხოური მედია წერს, გუტერეში ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს იმის გამო, რომ რაფაჰში ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია, შესაძლოა, გარდაუვალი გახდეს.გუტერეში მოუწოდებს კონფლიქტში ჩართულ მხარეებს, რომ დაიცვან მშვიდობიანი მოსახლეობა.შეგახსენებთ, ისრაელის არმიამ რაფაჰში ტერორისტულ სამიზნეებზე იერიში მიიტანა.

ბენიამინ ნეთანიაჰუ

მსოფლიო 1715059848

რაფაჰში ოპერაციის შესახებ ჯო ბაიდენსა და ბენიამინ ნეთანიაჰუს შორის მორიგი სატელეფონო საუბარი შედგა

რაფაჰში ოპერაციის შესახებ მორიგი სატელეფონო საუბარი შედგა ჯო ბაიდენსა და ბენიამინ ნეთანიაჰუს შორის, - ცნობას თეთრი სახლი ავრცელებს და იუწყება, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ისრაელის პრემიერ-მინისტრს მძევლების გათავისუფლების შეთანხმების მიღწევის ბოლოდროინდელი მცდელობების შესახებ აცნობა და რაფაჰში სამხედრო ოპერაციასთან დაკავშირებით თავისი პოზიცია კიდევ ერთხელ გაუმეორა.თეთრი სახლი ასევე აცხადებს, რომ სატელეფონო საუბრის შედეგად, ისრაელი კერემ შალომის გადასასვლელის თავიდან გახსნას დათანხმდა.