კაცმა, რომელიც ლატარიის ბილეთს 10 წელი იდენტურად ავსებდა, საბოლოოდ 50 000 დოლარი მოიგო

ლატარია

კაცმა, რომელიც ლატარიის ბილეთს 10 წელი იდენტურად ავსებდა, საბოლოოდ $50 000 მოიგო. მერილენდის მოქალაქე აცხადებს, რომ $4-იან ბილეთს ყოველკვირეულად ალკოჰოლური სასმელების მაღაზიაში ყიდულობდა.

რიცხვების კომბინაცია 5, 6, 8, 23 და 30 მისთვის მომგებიანი გასულ კვირას აღმოჩნდა. "ზოგჯერ კომბინაციას დაბადების დღეების ან ფავორიტი ციფრების მიხედვით ადგენენ, მაგრამ მე თავდაპირველად შემთხვევითი შერჩევითობის პრინციპი ავირჩიე და 10 წლის განმავლობაში ვიმეორებდი", - ამბობს გამარჯვებული.

$50 000-ის მფლობელ სეთ ელკინის თქმით, თანხის გამოყენებას იგი გადასახადების დასაფარად გეგმავს, დარჩენილ ფულს კი ცოლთან ერთად მოგზაურობისთვის გამოიყენებს.