რაფაჰში ოპერაციის შესახებ ჯო ბაიდენსა და ბენიამინ ნეთანიაჰუს შორის მორიგი სატელეფონო საუბარი შედგა

ბენიამინ ნეთანიაჰუ

რაფაჰში ოპერაციის შესახებ მორიგი სატელეფონო საუბარი შედგა ჯო ბაიდენსა და ბენიამინ ნეთანიაჰუს შორის, - ცნობას თეთრი სახლი ავრცელებს და იუწყება, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ისრაელის პრემიერ-მინისტრს მძევლების გათავისუფლების შეთანხმების მიღწევის ბოლოდროინდელი მცდელობების შესახებ აცნობა და რაფაჰში სამხედრო ოპერაციასთან დაკავშირებით თავისი პოზიცია კიდევ ერთხელ გაუმეორა.

თეთრი სახლი ასევე აცხადებს, რომ სატელეფონო საუბრის შედეგად, ისრაელი კერემ შალომის გადასასვლელის თავიდან გახსნას დათანხმდა.