„იმ ევროპაში, თქვენ რომ ასე ძალიან გინდათ შესვლა, ბევრი თქვენგანი დაბადებულიც კი არ იყო, ჩემმა ქმარმა საქართველოს დროშა რომ ააფრიალა“ – ხატია სიჭინავა

ხატია სიჭინავა

 „ჩემი ქმრის ვიდეოს დაატარებენ წინ და უკან და აწერენ, ხატია სიჭინავას ქმარი შეწუხდა, ხოდა, არა!“, – წერს ტელეწამყვანი ხატია სიჭინავა, რითაც რამდენიმე დღის წინ მომხდარ ინციდენტს ეხმაურება.

„ჩემი ქმრის ვიდეოს დაატარებენ წინ და უკან და აწერენ, ხატია სიჭინავას ქმარი შეწუხდა, ხოდა, არა! უნდა დაწეროთ – რამაზ ნოზაძე, მსოფლიოს და ევროპის მრავალგზის ჩემპიონი, სხვათა შორის, იმ ევროპის თქვენ რომ ასე ძალიან გინდათ შესვლა, ბევრი თქვენგანი დაბადებულიც კი არ იყო და ევროპა გაგონილიც არ ჰქონდა, ჩემმა ქმარმა საქართველოს დროშა რომ ააფრიალა… როცა მასზე მეტს ან მიახლოებითს მაინც გააკეთებთ ქვეყნისთვის, შემდეგ უკვე შეგიძლიათ რაც გინდათ ის დაწეროთ“, – ამბობს ხატია სიჭინავა.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, რამაზ ნოზაძე, რომელიც ავტომობილით მეუღლესთან ერთად გადაადგილდებოდა, აქციის მონაწილეებს სიტყვიერად დაუპირისპირდა. მისი გაღიზიანება გადაკეტილმა გზამ გამოიწვია. „ნუ გვაწუხებთ, სამშობლოს თქვენ კი არა, მე ვიცავ,“ – ასე მიმართა მან ერთ-ერთ დემონსტრანტს.