რა გიშლით ხელს წარმატებული და ბედნიერი ცხოვრების მოწყობაში

ზოდიაქო წიგნები

საკუთარ თავს რომ დაეხმაროთ და ცხოვრების ორი ძირითადი სფერო – სიყვარული და მატერიალური კეთილდღეობა მოიწესრიგოთ, ამაში ასტროლოგიური რჩევები დაგეხმარებათ. საცხოვრებელი და სამუშაო ადგილის მოწყობის ძველი ჩინური ხელოვნება ანუ ფენ-შუი, ბევრ რეკომენდაციას იძლევა, რომელიც პრაქტიკულ ცხოვრებაში ძალიან წაგადგებათ უკეთესი მომავლის მოწყობაში.

ფენ-შუი, სიტყვასიტყვით, ქარსა და წყალს ნიშნავს და ხუთი ათას წელს ითვლის. მას საფუძვლად უდევს უხილავი და უხმო, ყოვლისმქმნელი კოსმიური ენერგიის „ცის“ შესწავლა. „ცი“ კი ყველაფერშია, ბალახით დაწყებული, კოსმოსით დამთავრებული. ის ჩვენამდე მზის შუქით, სითბოთი, ქარითა და წყლით აღწევს. რაც უფრო მაღალია „ცის“ კონცენტრაცია, მით უფრო ჯანსაღია ჩვენი ცხოვრების წესი, ანუ, გვაქვს წარმატებული კარიერა, სიყვარული, ურთიერთობა და ასე შემდეგ.
გირჩევთ, გაითვალისწინოთ ქვემოთ მოყვანილი რჩევები და თავადვე დაეხმაროთ საკუთარ თავს უკეთესი მომავლის მოწყობაში.

* იზრუნეთ თავისუფალ სივრცეზე, რათა „ციმ“ ლაღად იმოძრაოს. ამისთვის თავიდან მოიცილეთ უსარგებლო ნივთები – ისინი ბოჭავენ სივრცეს და აკავებენ „ცის“ ენერგიის შემოდინებასა და ცირკულაციას ბინასა თუ ოფისში;

* არ ვარგა შემოსასვლელში, კარის წინ სარკის დაკიდება ან დადგმა – ეს „ცის“ არეკვლას გამოიწვევს და ენერგია სახლში ვერ შემოვა;

* მოაშორეთ სახლში ბასრი კუთხეები, რომლებიც „ცის“ მჭრელ ენერგიად გადააქცევს. კარგია ასეთი ადგილების ყვავილებით მორთვა;

* ეცადეთ, სახლის ყველა კუთხე-კუნჭულში შუქი იღვრებოდეს და ყველა ადგილი განათებული იყოს;

* ტუალეტის ან აბაზანის კარი, ასევე, უნიტაზის სახურავი, დახურული უნდა იყოს, თორემ, მთელი დადებითი ენერგია ჩაირეცხება;

* საცხოვრებელ ბინაში დადებითი და კარგი ენერგიის საწინდარია ლამაზი მცენარეები – ისინი აქტიურად ასხივებენ დადებით ენერგიებს. ნახეთ სრულად