როდის გამოიდარებს საქართველოში - მეტეოროლოგის განახლებული პროგნოზი

ამინდი

მეტეოროლოგი, კობა ფარტენაძე, ამინდის განახლებულ პროგნოზს აქვეყნებს:

"მიმდინარე წლის აღდგომის სადღესასწაულო დღეები, გასული წლებისგან განსახვავებით წვიმიანი იქნება!

უახლოეს დღეებში, ამინდს მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე, გრილი და ნოტიო ჰაერის მასების ინტენსიური გავრცელება განსაზღვრავს.

რაც შეეხება 6 მაისს, ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე, ნალექის ინტენსივობა დაიკლებს და მხოლოდ მცირე წვიმა შენარჩუნდება, ასე, რომ ამ ჩვენთვის მნიშვნელოვან დღეს, დიდ ორშაბათს, როდესაც პატივი უნდა მივაგოთ მიცვალებულებს, ძლიერი წვიმის საშიშროება ნაკლებია.

7 მაისიდან, დაიწყება გამოდარება და 8 მაისს საქართველოში მზიანი ამინდი იქნება.

თუ თქვენს ცხოვრებაში დიდი პარასკევი არ არის, არ შეიძლება იყოს აღდგომის სიხარული მთელი სისავსით, შესაბამისად, ეს უამინდობაც მზიანი დღეების დასაწყისად ჩავთვალოდ...

გისურვებთ ბედნიერ აღდგომას - ის  სიხარული, რასაც ჩვენ ვიგრძნობთ, არის სიცოცხლე"