1741811400
Exclusive: ვინ არის დათა დარიაშვილის უმშვენიერესი რჩეული

ვინც ცნობილი ქართველი ტიკტოკერის დათა დარიაშვილის სოციალურ ქსელს თვალს ადევნებს, შეამჩნევდა, რომ მის პირად ცხოვრებაში სიახლეა.
ბოლო დროს მან უმშვენიერეს გოგონასთან ერთად გადაღებული რომანტიული კადრები გამოაქვეყნა. "პრაიმ ტაიმმა" დარიაშვილის რჩეულის ვინაობა გაარკვია.
ეს გოგონა ბათუმელი ლამაზმანი, ნაწნავების ცნობილი სპეციალისტი მია თავდგირიძე გახლავთ. რამდენიმე კვირის წინ, მიამ მონაწილეობა მიიღო "რუსთავი 2"-ის პოპულარულ გადაცემაში "გვაჩვენე შენი ხმა", სადაც ჟიური მისი გარეგნობით ძალიან მოხიბლა.
ბათუმელმა ლამაზმანმა მისი და დათას სასიყვარულო ურთიერთობის შესახებ "პრაიმ ტაიმს" უამბო.
- მე და დათამ ერთმანეთი ერთ-ერთ კაფეში გავიცანით. როგორც იცით მე ბათუმელი ვარ, აქ ვცხოვრობ, დათა დასასვენებლად იყო ჩამოსული მეგობრებთან ერთად და შემთხვევით შევხვდით ერთ-ერთ კაფეში. თავიდანვე გამოხატა ჩემს მიმართ სიმპატია, გამეცნო და შემდეგ იმღერა "სიყვარული ერთხელ მოდის", რომელსაც თავად ასრულებს და პოპულარული მელოდიაა. მეორე პაემანზე კი სიმღერა "წვიმა" მომიძღვნა. ვინც დათას იცნობს, იცის როგორი ღირსეული და კარგი ადამიანია, ამიტომ შემიძლია ვთქვა რომ თავიდანვე მოვიხიბლე მისით.
- მანამდე მისი ტიკტოკის გამომწერი იყავით?
- საერთოდ არ ვიცოდი ცნობილი ტიკტოკერი თუ იყო. როცა ერთმანეთი გავიცანით და შეყვარებულები გავხდით, შემდეგ გავიგე ამის შესახებ.
- ტიკტოკზე ვიდეო გამოქვეყნდა, სადაც ჩანს, რომ რომანტიულად აგიხსნათ სიყვარული?
- დამირეკა უნდა გნახოო და პაემანზე მოსვლა დააგვიანა. მოულოდნელად შემოვიდა კაფეში, ყვავილები მომართვა და სიყვარული ამიხსნა. ოფიციალური სახე მივეცით ჩვენს ურთიერთობას, თუმცა ჯერჯერობით დაოჯახებას არ ვგეგმავთ.