მართლმადიდებელი ეკლესია საფლავთა კურთხევის დღეს აღნიშნავს

საფლავის კურთხევა

ბრწყინვალე შვიდეულის ორშაბათს მართლმადიდებელი ეკლესია საფლავთა კურთხევის დღეს აღნიშნავს.

დღეს მორწმუნეები საფლავებზე გადიან, სადაც პასქა და წითელი კვერცხები მიაქვთ, რაც აღდგომის დღესასწაულის სიმბოლოა.

მოქალაქეებს სასაფლაოების მიმართულებით გადაადგილება უფასოდ შეეძლებათ. თბილისის მერიამ ავტობუსის ცხრა დროებითი მარშრუტი დანიშნა.