თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო მოძრაობა აიკრძალა! - მნიშვნელოვანი ინფორმაცია მძღოლებისთვის

გზა თოვლი

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვისა და დაბალი ტემპერატურის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.