დღეს დიმიტრის შაბათია - ლოცვა, რომელიც ამ დღეს უნდა წაიკითხოთ
1761981711
იაპონიაში ტრადიციული ფესტივალი „ნაკი სუმო“ (მტირალების სუმო) ჩატარდა, რომლის დროსაც მცირეწლოვან ბავშვებს ატირებენ.
იაპონიაში სჯერათ, რომ ბავშვის ტირილი ბოროტ სულებს აშინებს და რაც უფრო ძლიერად ტირის პატარა, მით უფრო დიდი ძალით დააჯილდოვა ის ღმერთმა და მით უფრო ბედნიერი იქნება ცხოვრებაში.
ფესტივალზე ბავშვები ერთმანეთს ტირილში სუმოისტების დახმარებით ეჯიბრებიან. რინგზე გამოდის 2 სპორტსმენი, თითოეულს ხელში ბავშვი უჭირავს. მსაჯის სიგნალის შემდეგ, სუმოისტები ბავშვებს ჰაერში წევენ და შეძახილებითა ცდილობენ მათ ატირებას. იმარჯვებს ის, ვინც ამას პირველი მოახერხებს.
წელს ფესტივალში 100-მდე ბავშვმა მიიღო მონაწილეობა.