გამოვლინდა ასაკი, რომლის შემდეგაც იწყება ტვინის დაბერება
1737702240
ენდრიუ გარფილდმა ბრიტანულ GQ-თან ახლახან მიცემულ ინტერვიუში კარიერისა და პირადი ცხოვრების შესახებ ისაუბრა. მსახიობმა აღნიშნა, რომ თავს „დამნაშავედ" გრძნობს, რადგან „საზოგადოებრივი ვალდებულება" არ შეასრულა და 40 წლამდე შვილები არ გააჩინა. ინფორმაციას ამის შესახებ უცხოური მედია ავრცელებს.
გარფილდის თქმით, ყოველთვის ფიქრობდა, რომ მეგობრებს შორის ოჯახს პირველი თავად შექმნიდა და შვილებიც ეყოლებოდა. თუმცა, შემდეგ მისი ჰოლივუდური კარიერა დაიწყო და გეგმებიც შეეცვალა.
„ეს ყველაფერი ცხოვრების სხვა გზით წარმართვას ეხება, რომელიც იმისგან განსხვავებულია, რასაც შენგან დაბადებიდან ელოდებიან. მაგალითად, საზოგადოება გვეუბნება, რომ "ამ დროისთვის გააკეთებ ამას და გეყოლება ერთი შვილი მაინც". ახლა კი თავს თითქოს დამნაშავედ ვგრძნობ", — განაცხადა გარფილდმა.